გადაბერილი ტუჩები აღარაა მოდაში: ტრენდები კოსმეტოლოგიაში მომავალი წლისთვის!

322

ჩვენ ვცხოვრობთ საოცარ დროს, როცა ყველაფერი ხელმისაწვდომი და შესაძლებელია, მათ შორის, დედაბუნების მოტყუებაც. გსურთ გქონდეთ ნაზი და გლუვი კანი ნაოჭების გარეშე? დიდი ტუჩები? არაა პრობლემა. თუმცა ტრენდები კოსმეტოლოგიაში იცვლება ისევე დინამიურად, როგორც ტანსაცმელი ან ინტერიერი. როგორც იქნა, ეს სფერო იღებს კურსს ბუნებრივობისკენ.

თანამედროვე კოსმეტოლოგია

იმ ქალბატონებს, რომელთაც ვერ მოასწრეს ტუჩების გადიდება, ნიკაპის კორექტირება ფილერით ან სახის გაახალგაზრდავება, შეუძლიათ იზეიმონ. 2022 წლიდან ისინი იგრძნობენ, რომ თანამედროვეები და ლამაზები არიან. ამიერიდან, კოსმეტიკურ სალონებს სრულიად სხვა მომსახურების მისაღებად აკითხავენ ხოლმე.იხვისებური ტუჩები, პლასტიკური სახე, მელიის თვალები, ხელოვნური ცხვირები თანდათან წარსულს ბარდება. წარმოიდგინეთ, ახლა მოდურია იყოთ ისეთი, როგორიც ბუნებამ შეგქმნათ!ეს არ ნიშნავს იმას, რომ კოსმეტოლოგები უმუშევრები დარჩებიან. ქალები კვლავ ისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. თანმედროვე მიდგომა გულისხმობს ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნებას. პოპულარული იქნება უსაფრთხო პროცედურები მსუბუქი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით. მაგალითად, SMAS-ლიფტინგის დახმარებით შეიძლება სახის კანის დაჭიმვა სახიფათო ჩარევების გარეშე. ეს პროცედურა ააქტიურებს ელასტინის და კოლაგენის გამომუშავების პროცესს კანის ღრმა შრეებში. ეფექტი შესაჩნევია უკვე პირველი სეანსის შემდეგაც კი.

კარგი სიახლე ისაა, რომ ზოგიერთი მოძველებული კოსმეტიკური პროცედურის შედეგად მიღებული ეფექტი დროთა განმავლობაში ქრება. დაბერილი ტუჩების მფლობელებმა დაახლოებთ ნახევარი წელი უნდა დაიცადონ, ვიდრე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. თუმცა არსებობს პროცედურები, რომელთა ეფექტი წლების განმავლობაში ნარჩუნდება.როცა გაჩნდა წარბების, ქუთუთოების და ტუჩების ტატუაჟი, ბევრს მოეწონა ეს პროცედურა. თუმცა ის დრო გავიდა, დღეს სადავეები ბუნებრივი სილამაზის ხელშია.ალბათ, თითოეული ქალის მთავარი პრობლემა- ეს ნაოჭების გაჩენაა. ადრე მათ გასაქრობად კოსმეტოლოგები ექსტრემალურ პროცედურებს გვირჩევდნენ. მათი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კანქვეშ შეჰყავთ ნივთიერება, რომლეიც ბლოკავს ნერვულ იმპულსებს. ამგვარად, კუნთი წყვეტს მუშაობას და აღარ ჭიმავს კანს.

ასეთი ჩარევების შედეგად ნაოჭებთან ერთად ვემშვიდობებით მიმიკასაც და ემოციების გამოხატვასაც. მსგავსი მეთოდიკების არაზომიერი გამოყენება სახეს პლასტიკურ ნიღბად გარდაქმნის. კიდევ კარგი, რომ თანამედროვე კოსმეტოლოგია ნაოჭებთან წინააღმდეგ ბრძოლაში აქცენტს აკეთებს კანის ხარისხის გაუმჯობესებაზე.თუ კანს ასუფთავებთ გარქოვანებული ნაწილაკებისგან, ნაოჭები უფრო გამოხატული ინქება. მაგალითად, შეგიძლიათ სცადოთ რევოლუციური RF-ლიფტინგი. ეს აბსოლუტურად უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც უმკლავდება კანის ასაკობრივ ცვლილებებს. ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას.დამკვიდრებულია ახალი ტენდანცია “სქინიმალიზმი”, რაც გულისხმოს სახეზე სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების და მაკიაჟის მინიმალური რაოდენობით დატანას. ამასთან, ხალხში გასვლას მხოლოდ ჯანმრთელი და სუფთა კანის მფლობელები ბედავენ. როგორ მივაღწიოთ ასეთ შედეგს?

ნაკლოვანებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ პროფესიონალური წმენდა. ასევე არ შეგაშინოთ მსუბუქმა პილინგებმა, რომლებიც აუმჯობესებს სახის კანის იერსახეს. კოსმეტოლოგთან ვიზიტი კარგია, თუმცა ეს არ გამორიცხავს რეგულარულ მოვლას სახლის პირობებში. სწორი წმენდა, ტონიზირება და დატენიანება უნდა გახდეს თქვენი აუცილებელი რუტინის შემადგენელი ნაწილი. ასევე არ იქნება ურიგო მარტივი ინგრედინეტებისგან მომზადებული ნიღბები.რასაკვირველია, არ ღირს დაუფიქრებლად მისდიოთ უკანასკნელ ტრენდებს, თუმცა 2021-2022 წლის ტენდენციები გონივრული და უსაფრთხოა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი პოპულარულობას შეინარჩუნებს არაერთი წელი. რა შეიძლება იყოს ბუნებრვ სილამაზეზე უკეთესი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს