წერილი მომივიდა, ყველაზე ნაკლებად იმას მოველოდი, რომ მისი ავტორი დედა იქნებოდა!

324

მშობლებისთვის ალიმენტის გადახდა საკმაოდ რთული პროცედურაა, რომელსაც ხშირად აწყდებიან ადამიანები. ჩვეულებრივ, ზრდასრული ადამიანები მშობლებს თავიანთი ნებით ეხმარებიან. ზოგჯერ კი დედ-მამა ამაზე უარს ამბობს. რამ შეიძლება აიძულოს მომწიფებული პიროვნებები, რომ სასამართლოში შეიტანონ სარჩელი ალიმენტის მოთხოვნით? მოცემულ სტატიაში შევეცდებით ერთად გავერკვეთ ამ საკითხში!

მშობლებისთვის ალიმენტის გადახდა

“ამას წინათ მეუღლე კონვერტით ხელში დაბრუნდა და მითხრა, რომ ჩემს სახელზე წერილი იყო მოსული. ხელები გავიმშრალე და მისი კითხვა დავიწყე. წერილში საუბარი იყო მშობლებისთვის ალიმენტის გადახდაზე. თავიდან გამეცინა კიდეც. ჩემი qmari აზრზე ვერ მოვიდა, თუ რახდებოდა. მაშინ გადავწყვიტე, რომ მისთვის ყველაფერი მომეყოლა.ოჯახში ყველაზე უფროსი შვილი მე ვიყავი. 12 წლის ასაკიდან მომიხდა ზრდასრულ ცხოვრებასთან შეხება, რომლისთვისაც არავინ მამზადებდა. მამა სამსახურში იყო ხოლმე გადაკარგული, დედასაც იშვიათად ვხედავდი სახლში. ოჯახის საქმეები და უმცროსი და-ძმების მოვლა ჩემი მოვალეობას წარმოადგენდა.

ყველაზე მეტად ინგლისური ენის მასწავლებელი მამოტივირებდა. ის დამატებით მამეცადინებდა და ყოველთვის მაქებდა ხოლმე. ზოგჯერ მეგონა, რომ ის დედის მაგივრობასაც კი მიწევდა. დაბადების დღეზე ნონა მასწავლებელი საინტერესო წიგნებს მჩუქნიდა ხოლმე.დედამ უნივერსიტეტში ჩაბარება ამიკრძალა, მითხრა, რომ ოჯახს ფულის სჭირდებოდა და მას უკვე ეპოვა ჩემთვის სამსახური უახლოეს მაღაზიაში. როცა ეს ამბავი ნონა მასწავლებელმა გაიგო, ის იმ დღესვე მესტუმრა და შეეცადა დედაჩემის გადარწმუნებას. როცა პედაგოგი მიხვდა, რომ მისმა რჩევებმა შედეგი ვერ გამოიღო, მაშინ მითხრა ის, რამაც მთელი ჩემი შემდგომი ცხოვრება შეცვალა: “უნივერსიტეტში ჩააბარებ და რაღაც პერიოდი ჩემს დასთან ერთად იცხოვრებ. ფულით დაგეხმარები, მაგაზე არ იჯავრო. თუ ამას არ გააკეთებ, სამუდამოდ ჩარჩები ამ ჯურღმულში. შენთვის უკეთესი ცხორება მემეტება”.

მეც მისი დარიგებისამებრ მოვიქეცი და საკუთარი ოცნების ასახდენად წავედი. ნონა მასწავლებლის და საოცრად თბილად მექცეოდა. მათი დახმარებით უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე და სკოლაში დავიწყე პედაგოგობა. დედამ ჩემზე უარი თქვა, სახლში მისვლაც კი ამიკრძალა. იმ დროისთვის მამას უკვე მიტოვებულები ვყავდით, ბებია კი გარდაცვლილი იყო.ახლა კი 35 წლის ვარ და ქმარი მაწვდის წერილს, სადაც წერია, რომ დედა ითხვოს ჩემგან ალიმენტის გადახდას. სასაცილოა, საერთოდ რატომ უნდა დავეხმარო მას? მთელი ბავშვობა მისგან მესმოდა, რომ უსარგებლო და უუნარო ვიყავი. დედაჩემი ერთ თეთრსაც კი არ იმსახურებს”.

რედაქციისგან:ამ ისტორიის მთავარ გმირს აქვს სრული უფლება, რომ გაბრაზებული იყოს დედამისზე. როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა მთელი ცხოვრება გულში წყენის დაგროვება? თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს