ნებისმიერ მტკიცე ცოლქმრულ ურთიერთობას საფუძვლად უდევს პატივისცემა, ნდობა და სიყვარული. ამას გარდა, მეუღლეებს სხვადასხვა ვალდებულებები აქვთ, რომლებიც ქმნის ბალანს პარტნიორების დატვირთულობას შორის. სამწუხაროდ, ეს პრინციპი ყველა ოჯახში როდია დაცული.
მეუღლეების ინდივიდუალური პასუხისმგებლობები
ვატო და ირინა – ვატოს არასოდეს უნანია ცხოვრებაში, რომ ირინა შეირთო ცოლად. ის ნაზი და კეთილი ახალგაზრდა ქალი იყო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა მათი საერთო კომფორტისთვის. გათხოვების შემდეგ ირინა ზედმიწევნით ასრულებდა ცოლის მოვალეობებს ოჯახში.როცა ვატო სამსახურიდან ბრუნდებოდა შინ, მას ყოველთვის ხვდებოდა ახლად მომზადებული კერძები. თავიდან მამაკაცი ვერ ხვდებოდა, თუ როგორ ასწრებდა ირინა ოჯახში ამდენი საქმის გაკეთებას სამსახურთან ერთად. ახალგაზრდა ქალი პასუხად მხოლოდ დაიმორცხვებდა, თითქოს კომპლიმენტი უთხრეს. ირინა ამბობდა, რომ ქმარს ასეთ რაღაცებზე არ უნდა ენერვიულა, ეს ცოლის მოვალეობა იყო. მალევე ვატო შეეჩვია მუდმივ კომფორტს.
2 წლის შემდეგ მათ ბავშვი შეეძინათ. ირინა მხოლოდ ნახევარი წლით იყო დეკრეტში, იგი უხერხულად გრძნობდა თავს, რომ ოჯახს ფინანსურად ვერ ეხმარებოდა. თავიდან ირინა ცდილობდა ცხოვრების უწინდელი ტემპის დაბრუნებას: სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება, სამსახური, თუმცა ბავშვზე ზრუნვამ ხაზი გადაუსვა მთელ სქემას. უძილო ღამეები და ნერვიულობა აისახა ქალის ემოციურ მდგომარეობაზე. ის იშვიათად იღიმებოდა და საკუთარი თავისთვის დრო ფაქობრივად არც კი რჩებოდა.ერთხელ, როცა ირინა მორიგ ჯერზე ამშივდებდა თავის ბიჭუნას, ამ დროს ვატო სამსახურიდან დაბრუნდა და შეშფოთებით გახედა ცოლს. იგი მუდმივად უმეორებდა მეუღლეს, რომ დაესვენა, თუმცა ირინას თითქოს არ ესმოდა მისი.
- “-ვატო, მართალი ხარ, უნდა დავისვენო. დავიღალე ვიყო ასეთი…
- -როგორი?
- -იდეალური. რამდენიც არ უნდა ვეცადო, მაინც არაფერი გამომდის.
- -მაგრამ მე არ მჭირდება იდეალური ცოლი, მე შენ მჭირდები. ძვირფასო, ზღვაზე დასასვენებლად წასვლაზე რა აზრის ხარ?”ირინამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქმარს ჩაეხუტა.
- “-ოღონდ, ერთი პირობა მაქვს”- თქვა ვატომ. “-ამიერიდან ყველაფერში მე დაგეხმარები, მათ შორის, ბავშვის მოვლაშიც”.ირინა დასთანხმდა და ატირდა. ის ვერც იფიქრებდა, რომ ასე ძალიან სჭირდებოდა ქმრის მხარდაჭერა.
ის იმ აზრით იზრდებოდა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების კეთება ქალს ევალება. ამავდროულად, ირინას ავიწყდებოდა, რომ ცოლ-ქმრობა ურთიერთდახმარებაზეა აგებული.
შეჯამება: ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას, რომ მეუღლეებს თანაბარი მოვალეობები უნდა ჰქონდეთ? ვატოს თავიდანვე დაჟინებით უნდა შეეთავაზებინა ირინასთვის დახმარება?