მამის დაკრძალვის შემდეგ ვიპოვე მისი დღიური, გული ლამის საგულედან ამომივარდა, მოულოდნელ სიმართლეს აეხადა ფარდა.

16784

პირად დღიურში ინახება ადამიანის საიდუმლოებები და ფარული ფიქრები. მას შეიძლება ვანდოთ ის, რაც დავუმალოთ ოჯახის წევრებსაც კი. რა მოხდება მაშინ, როცა პირადი ჩანაწერები იმის ხელში აღმოჩნდება, ვინც სჯობს ეს არ წაიკითხოს? ისტორია, რომელსაც ახლა მოგითხრობთ, ამტკიცებს, რომ ყველაფერი დაფარული ადრე თუ გვიან გამჟღავნდება.

დღიურის ჩანაწერები

“ერთი თვის წინ მამა გარდამეცვალა. გამოსამშვიდობებელი ვახშმის შემდეგ მის ნივთებს ვალაგებდი, მინდოდა სამახსოვროდ რაღაც დამეტოვებინა. მშობელი აბსტრაქტულ ნახატებს ქმნიდა, ამით თავის განცდილ ემოციებს ავლენდა. ახლა მეც იგივეს ვაკეთებ.მამის სახატავ კუთხეში ვიპოვე მისი ფუნჯები, საღებავები, ფანქრები. იქვე შევამჩნიე ერთი შელახული ბლოკნოტიც. ის მისი დღიური აღმოჩნდა. სუნთქვა შემეკრა. გული მკარნახობდა, რომ მისი წაკითხვით მამის ხსოვნას შევურაცჰყოფდი. ბოლოს ცდუნებამ მძლია და ბლოკნოტი თან წავიღე.დღიურში მამის უამრავი მოგონება ინახებოდა. ჩემი 10 წლის იუბელასთან დაკავშირებით იგი წერდა: “ჩვენს ფუნთუშას ყველაფერი მოეწონა. მარუსას კნუტი ვაჩუქეთ, რომელზეც ის ამდენი ხანი ოცნებობდა. იგი ბედნიერებისგან ატირდა და მაგრად ჩამეხუტა”. მამის თითოეული ჩანაწერის კითხვისას თვალებზე ცრემლი მადგებოდა. ამ დღიურის დახმარებით თითქოს ახალი სიცოცხლე განვვლე. ერთხელ წავაწყდი ჩანაწერს, რომელმაც დამანახა, რომ მშობელს ბოლომდე არ ვიცნობდი. მამა წერდა: “მარუსას 18 წელი შეუსრულდა. მინდა სიმართლე მოვუყვე, თუ ვინაა სინამდვილეში მამამისი. ვშიშობ, რომ მეუღლე წინააღმდეგი იქნება”.

მამის დღიურის კითხვა მისი საიდუმლოს ძიებად მექცა. ბოლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი აღვაჩინე. “დღეს მიშიკოს შევხვდი. ის ცდილობდა დავეთახმებინე, რომ მარუსასთან შემეხვედრებინა. თუმცა უარი ვუთხარი. ამისთვის მზად არ ვარ. ადრე თუ გვინა გოგონა გიაგებს, თუ ვინაა მისი ბიოლოგიური მამა, მაგრამ არა ახლა. ზოგჯერ არ მჯერა, რომ საყვარელმა ქალმა საუკეთესო მეგობართან მიღალატა.საყვარელო მარუსა, ნეტავ იცოდე, რა ძლიერ მიყვარხარ! საკუთარი თავი მძულს იმის გმაო, რომ აქამდე სიმართლე ვერ გითხარი. დედაშენს ვაპატიე და დღემდე ერთად ვართ”.ჩანაწერი კვლავ გაწყდა, როგორც მამაჩემის სიცოცხლე. ის 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. საერთოდ არ მინდოდა იმის გაგება, თუ ვინ იყო ჩემი ბიოლოგიური მშობელი.ჩემმა საყვარელმა მამიკომ ბედნიერი ბავშვობა მაჩუქა, მის გვერდით საკუთარ თავს შევიცნობდი და სიბრძნე მემატებოდა. ძალიან მწყდება გული, რომ ამდენი წლის განმავლობაში ის თავს იტანჯავდა. მჯერა, რომ უფლის კალთის ქვეშ ის მშვიდად და ბედნიერად გრძნობს თავს!”

რედაქციისგან: ზოგიერთი ადამიანი ინახავს საიდუმლოებებს იმის შიშით, რომ ვიღაც მათ შესახებ გაიგებს. სხვები კი ვერ ბედავენ სიმათლის გამხელას. მარუსამ მამის საიდუმლო დღიურში აღმოაჩინა, შესაძლოა, ასეც უნდა მომხდარიყო, ვინ იცის.თქვენს კარადაში რამდენი ჩონჩხი ინახება? დაწერეთ კომენტარებში, ავსებთ თუ არა პირად დღიურს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს