მოყვარულ მებაღეებს ხშირად უჩნდებათ კითხვები სახლის მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით. მაგალითად, როგორ გადავრგოთ ორქიდეა, რით გავანოყიეროთ იგი, რომელი ორგანული ნივთიერები შეეფერებას მას ყველაზე მეტად. მოცემულ სტატიაში გაგიგზიარებთ რჩევებს და გაგიმხელთ საიდუმლებებს.ფანელოპსისი, იგივე ორქიდეა არცთუ ისე ჭირვეული მცენარეა. მინიაუტურულმა ყვავილებმა ელეგანტური ხაზებით უკვე დიდი ხანია დაიპყრო ქალების გულები. მთელი ისტორიის განმავლობაში ხალხს მიაჩნდა, რომ ეს შეიძლება გაზრდილიყო მხოლოდ რჩეულთა სახლებში.
როგორ გადავრგოთ ორქიდეა სახლის პირობებში
ორქიდეას გადარგვა რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დასჭირდეს. საქმე იმაშია, რომ ამ მცენარეს აქვს კარგად განვითარებული ფესვების სისტემა. მას სჭირდება მეტი სივრცე და ჟანგბადთან წვდომა ნორმალური ზრდისთვის.ამ მიზეზის გამო გადარგვისას უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ საშუალო ან მაღალი ფრაქციის მქონე სუბსტრატი. პირველი მეთოდი გულისხმობს ყვავილის გადატანას სუბსტრატიან ქოთანში. ჭურჭელი უნდა იყოს ფართო და არც ისე ღრმა. საყვავილის ფსკერზე გააკეთეთ ხვრელები, რათა ზედმეტი წყალი იქედან გამოედინოს, ფესვებამდე კი მიაღწიოს ჟანგბადმა. ქოთანი გამჭვირვალე უნდა იყოს.გადარგვის მეორე მეთოდი გულისხმობს ორქიდეის მოთავსებას ხის ქერქის სპეციალურ ბლოკებზე. ამგვარად, მორწყვის შემდეგ ფესვები მალე გაშრება და მიიღებს საჭირო რაოდენობით ჟანგბადს. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ გადარგოთ ორქიდეა, რომელიც ყვავილობის პროცესშია.
განოყიერება – აღმოჩნდა, რომ მცენარის განოყიერება ბუნებრივი მეთოდითაც შეიძლება, კერძოდ, კვერცხის ნაჭუჭით. გთავაზობთ 3 შესანიშნავ რეცეპტს.
- რეცეპტი 1: აიღეთ რამდენიმე ნაჭუჭი და გაასუფთავეთ მათი შიდა მხარე აპკებისგან და შემდეგ დაასხით გაფილტრული წყალი. 2 კვერცხის ნაჭუჭის დასამუშავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ლ წყალი. დასხმის შემდეგ ადუღეთ იგი 15 წუთის განმავლობაში. ბოლოს გაფილტრეთ წყალი. ნაჭუჭები შეგიძლიათ გადაყაროთ.ასეთი წყლით შეგიძლიათ მორწყოთ მცენარე ყვავილობამდე 15 დღის განმავლობაში. ორქიდეებს ჩამოუყალიბდება ლამაზი კოკრები და მათ დარჩება ძალები ფესვების სისტემის განვითარებისთვის.
- რეცეპტი 2: შეაგროვეთ ქილაში აპკებისგან გასუფთავებული ნაჭუჭები. გამოაშრეთ ისინი ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე. შემდეგ ყავის საფქვავში დააქუცმაცეთ ნაჭუჭები. 1 ჩაის კოვზი ფქვილისებრი მასა გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. აცადეთ ნაყენს გაგრილება და შემდეგ მორწყეთ ყვავილი, მის გაკეთება კვირაში ორჯერ სავსებით საკმარისია.
- რეცეპტი 3: ვიღებთ ნაჭუჭებს, ვასუფთავებთ აპკებისგან და ვათავსებთ ქილაში, შემდეგ ვასხამთ წყალს. ვაცდით დაყენებას, ამისთვის ერთი დღეც საკმარისია. შემდეგ შეგიძლიათ მორწყოთ ორქიდეა მიღებული ნაყენით.თუ მცენარე განიცდის ულტრაიისფერი განათების სიმცირეს, მისი ფოთლები მუქდება, მუქი მწვანე ტონალობის ხდება. ზედმეტად ძლიერი განათების შემთხვევაში ფოთლები ყვითლდება და ლაქებით იფარება. მათი ნორმალური შეფერილობა ღია მწვანეა.
ახლა უკვე მზად ხართ მცენარესთან სამუშაოდ. თუ ყველაფერს სწორად გააეკთებთ, ორქიდეა გაალამაზებს თქვენს სახლს.