ასკოვანმა ქალებმა რატომ უნდა დაიწყონ დღე წიწიბურას ჩაით და რა შეიცვლება მათთვის ამის შემდეგ.

764

მიყვარს ყოველივე ახლის მოსინჯვა, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ნაყენებს. ჩაის ახალი სახეობები რეგულარულად ჩნდება ჩემს კარადაში და ავსებს არც თუ ისე მცირერიცხოვან კოლექციას. და აი, ცოტა ხნის წინ გავიგე კიდევ ერთ განსაკუთრებულ ჩაიზე, რომელსაც მთლად ჩაის ვერ ვუწოდებთ. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ მოვხარშოთ წიწიბურას ჩაი და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს.

როგორ მოვადუღოთ წიწიბურას ჩაი

ჯერ გეტყვით, თუ რატომ უჭირავს ჩაის ჩემს სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი. საქმე იმაშია, რომ ყოველთვის ასე არ იყო და დიდი ხნის განმავლობაში ის ჩემთვის ჩვეულებრივი სასმელი იყო, რომელსაც ვსვამდი ხან დილით და ხან საღამოს. არ მაინტერესებდა რა ჩაი იყო და საერთოდ, ჩაი იყო თუ ყავა.მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დადგა პერიოდი, როდესაც საკუთარ სხეულზე ზრუნვა დავიწყე და გადავწყვიტე ფორმაში მოყვანა. როგორც იცით, ამისთვის უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. მოვსინჯე უამრავი მეთოდი და საბოლოოდ შევჩერდი ინტერვალურ შიმშილობაზე. ეს სისტემა იდეალურად მომერგო, ვჭამდი ყოველ მეორე დღეს და თავს იდეალურად ვგრძნობდი.იყო ერთი პრობლემა: შიმშილობის დღეს საშინლად მინდოდა რამე გემრიელი. ამიტომ ვიპოვე გამოსავალი და ჩაი აღმოჩნდა იდეალური ვარიანტი. სწორედ მაშინ დავიწყე სხვადასხვა სახეობის ჩაის დაგემოვნება და ეხლა ჩემი საყვარელი ტრადიციაა დიდი ჭიქით ჩაის მოდუღება და მისი არომატით ტკბობა.

წიწიბურას ჩაი  – რამდენიმე კვირის წინ ვუყურებდი ვიდეო ბლოგს და წიწიბურას ჩაის შესახებ მოვისმინე ინფორმაცია. გამიკვირდა, რომ აქამდე მის შესახებ არაფერი ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ ეს ნაყენი საკმაოდ გავრცელებულია ჩინეთში.სამწუხაროდ, სუპერმარკეტებში  ასეთი ჩაი ვერ ვიშოვე, სამაგიეროდ აღმოვაჩინე პირველივე ინტერეტ-მაღაზიაში, ფასიც მისაღები იყო და მაშინვე შევუკვეთე. რამდენიმე დღეში ხელში წიწიბურას ჩაის მასალა მეჭირა. მომზადების წესიც საკმაოდ მარტივი აღმოჩნდა: 1 ჩ/კ ჩაის უნდა დავასხათ მდუღარე წყალი და დაველოდოთ სამი წუთი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც ნაყენი გემოთი ძალიან ჰგავდა შვრიის ორცხობილას.ჩაის დალევასთან ერთად დავიწყე ინფორმაციის მოძიება. კარგი იქნებოდა, თუ ეს ნაყენი გემრიელთან ერთად სასარგებლოც აღმოჩნდებოდა. და აი, რა გავიგე:

  1. ნაყენი ამაღლებს იმუნიტეტს, რაც ჩვენს დროში მნიშვნელოვანი ფაქტორია.
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემაც მადლიერი დაგრჩებათ თუ რეგულარულად გამოიყენებთ წიწიბურას ჩაის. ის დადებითად მოქმედებს ადამიანებზე, რომელთაც ამ სფეროში პრობლემები აქვთ.
  3. გლუკოზა აღარ ითამაშებს, რაც მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ძლიერი მადა აწუხებს. ასევე აქტიურდება მეტაბოლიზმი.
  4. უფრო მსუბუქად მოგეჩვენებათ სტრესული დღეები, თუ დატკბებით წიწიბურას ჩაის არომატით.
  5. მცირდება შეშუპება

აუცილებლად სცადეთ ეს გასაოცარი ნაყენი და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს