ქართველი დიასახლისი მაშინვე გიპასუხებს, თუ რით განსხვავდება ნამდვილი მაწონი არაჟნისგან.

420

ყველამ იცის სახლში მომზადებული მაწვნის შესახებ. თუ ვინმე დარჩა, რომ არ იცის, ეს არის რაღაც არაჟანს, კეფირსა და იოგურტს შორის. ,მაწვნის მომზადება საკუთარი გემოვნებით შეიძლება. ვიღაცას უფრო თხელი ურჩევნია და ცხელ ამინდში სვამს, ზოგს კი უფრო სქელი. სქელი მაწონი შეიძლება გაზავდეს წყლით, ან პირდაპირ გამოიყენოთ სალათებისთვის.ამ პროდუქტის სასწაულმოქმედ თვისებებზე ბევრი რამ დაწერილა: გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, შველის სისუსტეს და დაღლილობას. ზოგი ადამიანი წონის დასაკლებად ღებულობს: სქელ მდგომარეობაში ის კარგად ანაყრებს და ტან დიეტურია. მზადდება ძალია მარტივად და პაპარაცის დღევანდელ სტატიაში მის მომზადებას გასწავლით.

მაწონი

  • 1 ლ. ცხიმიანი რძე
  • 1 ს/კ მაწვნის დედა, იოგურტი ან არაჟანი

მომზადების წესი:

  1. აიღეთ რძე. ის უნდა იყოს შინაური და ცხიმიანი. ზოგიერთი უპასუხისმგებლო მწარმოებელი პროდუქტის ღირებულების შემცირების მიზნით, ყიდის ფხვნილის რძეს. ასეთი რძით ნატურალურ მაწონს ვერ მიიღებთ.
  2. ჩაასხით რძე ქვაბში და აადუღეთ საშუალო ცეცხლზე. თავიდან თავდახურულ ქვაბში, ადუღების შემდეგ მოხსენით თავსახური და კიდევ 5 წუთით ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. თუ მაწონი უფრო სქელი გინდათ, გაზარდეთ დუღილის დრო.
  3. გააცივეთ რძე 40 გრადუსამდე, ნეკა თითზე ოდნავ უნდა იკბინებოდეს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტემპერატურა უფრო მაღალი ან დაბალი, რადგან მაწონი თხელი გამოვა. რძეს დაუმატეთ 1 ს/კ მაწვნის დედა, იოგურტი ან არაჟანი.
  4. დაახურეთ ქილას თავსახური და ფრთხილად, ისე, რომ არ შეანჯღრიოთ, თბილად შეფუთეთ. მაწონმა სითბო რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა შეინარჩუნოს. დაელოდეთ 5 საათი და ამოიღეთ ქილა. მაწონი ჯერ მზად არ არის. ის უნდა შეიდგას მაცივარში 12 საათის განმავლობაში, რათა საბოლოოდ მოხდეს მისი ფერმენტაცია მიიღოს მყარი ტექსტურა.

შემდეგ უკვე შეგიძლიათ მიირთვათ ეს საოცარი პროდუქტი პირდაპირ ქილიდან. შეგიძლიათ გააზავოთ წყლით და დალიოთ როგორც კეფირი. გსურთ უფრო საინტერესო გემო? დაუმატეთ მინერალური წყალი და კამა. აირანიც მზად არის!ასე მარტივად მზადდება მსუყე და სასარგებლო სასმელი. აგრეთვე შეგიძლიათ დაჭრათ მოხარშული ქათმის ფილე, ბოსტნეული და მოასხათ მაწონი. გამოგივათ დიეტური და მსუყე სალათა. თქვენ ამზადებთ ხოლმე მაწონს სახლში? გაგვიზიარეთ გამოცდილება კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს