2022 წლის წარმატების ფანტასტიური ჰოროსკოპი კუროებისთვის

1432

გთავაზობთ ახალთახალ 2022 წლის ჰოროსკოპს კუროებისთვის. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ რა ელოდებათ მიწის ამ სტიქიას ახალი წლიდან. ვისაუბრებთ სამოღვაწეო სფეროებზე, შემდეგ კი ყველაზე საინტერესო ცხოვრებისეულ ასპექტებზე.

2022 წლის ჰოროსკოპი კუროებისთვის

ასტროლოგების პროგნოზით, დამდეგ წელს კუროებს არაერთი ახალი პერსპექტივა ელოდებათ. ეს მთვარის პირდაპირი გავლენაა და მნიშვნელოვნად გაძლიერდება სატურნის და იუპიტერის განლაგების გამო. მთვარეს ექნება აქტივატორის პოზიცია კუროებისთვის და თავის დაღს დაასვამს ცხოვრების სხვადასხვა სფეროებს.პირველ რიგში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, შეძლებენ თავისი ცხოვრების დალაგებას. ემოციური კუროები შეძლებენ საკუთარ გრძნობებსა და განცდებში გარკვევას, რომელიც რომელიც საკმაოდ მოჭარბებული აქვთ.ისინი მოახერხებენ დაიცვან ბალანსი და ჰარმონია ნებისმიერ საქმეში. მოღვაწეობის სფერო კი მრავალი სახის იქნება. 2022 წლის შუაში კუროები ოქროს შუალედს იპოვიან, მთავარია, არ დახარჯონ ზედმეტი ენერგია ერთბაშად და გუფრთხილდნენ თავს.

როგორ ჩაივლის 2022 წელი კუროებისთვის – ისინი მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ იანვრის თვე, თებერვალი და მარტი არასტაბილური იქნება. ამ პერიოდში გადააწყდება არაერთ კონფლიქტს, სამაგიეროდ მიხვდებიან ვის უნდა ენდონ მეგობრებს და ნაცნობებს შორის.აპრილში ცხოვრება თანდათან დასტაბილურდება. გაჩნდება ბევრი ახალი შესაძლებლობა და შთაგონება. წლის დასაწყისთან შედარებით, გაზაფხული და ზაფხული ზღაპრად მოეჩვენებათ, თუმც უსიამოვნო სიტუაციებისა და ფორს-მაჟორისგან დაცული მაინც არ იქნება. არ იქნება მოდუნების დრო! უნდა იყვნენ მოქნილები და მოხერხებულები და მოერგონ ნებისმიერ სიტუაციას.ახალი წლიდან სიყვარულში გაუმართლებთ მათ, ვისაც არ შეეშინდება პირველი ნაბიჯის გადადგმა. კუროები, რომელთაც ოჯახში პრობლემები აქვს, შეძლებენ სიტუაციის დალაგებას, ხოლო ვისაც არ აქვს პრობლემა, შეინარჩუნებენ კარგ ურთიერთობას თავის მეორე ნახევართან.

კარიერა და ფინანსური კეთილდღეობა – საქმეები სამსახურში სტაბილური იქნება. თავის კარიერულ პოზიციებს გაიმყარებენ კუროები, რომლებიც წლის დასაწყისიდან გეგმის მიხედვით იმოქმედებენ.თავდაუზოგავი შრომის შედეგი გასაკუთრებულად შესამჩნევი იქნება ზაფხულის მეორე ნახევარსა და შემოდგომის დასაწყისში. ხოლო წლის ბოლოს მნიშვნელოვანი მოვლენები ელოდებათ როგორც პირად ცხოვრებაში, ისე სამსახურში. კუროებს ექნებათ ის, რაც აქამდე ძალიან სურდათ.2021 წელი იყო რთული ფინანსურ ასპექტში, მაგრამ 2022 წელს ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. ახალი შესაძლებლობები და შანსები უკვე წლის დასაწყისიდან გაჩნდება. ფულის შავი დღისთვის გადანახვა საჭიროა, მაგრამ უმჯობესია, ნუ მოაკლებენ საკუთარ თავს სიამოვნებას და საჭირო ნივთებს. თუ დიდი ხანია უკვე ფიქრობ მსხვილი შენაძენის გაკეთებას, ამისთვის 2022 წლის ბოლო იდეალური დროა.

რჩევა რედაქციისგან: 2022 წლიდან ვურჩევთ ყველა კუროს გააკეთონ მცირე შესვენება წარმატების და კარიერის დევნაში. უმჯობესია კონცენტრირება მოახდინონ საკუთარ თავზე, ოჯახსა და ახლობლებზე. ცისფერ წყლის ვეფხვს უყვარს გამბედავი და მტკიცე ადამიანები, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

დაფიქრდით იმაზე, თუ რისი გაკეთება გსურთ უკვე დიდი ხანია. შესაძლებელია, იპოვოთ ახალი ჰობი, ან წახვიდეთ სამოგზაუროდ უცხო ქვეყანაში. გაგვიზიარეთ კომენტარებში, თუ რას ელოდებით ახალ 2022 წლისგან და როგორი გსურთ, რომ იყოს ის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს