დედამ ცხვირსახოცში გახვეული 3000 დოლარი მომიტანა, ჩემი ქმარი ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს სამსახურიდან, თუმცა დავეჭვდი, ამეღო თუ არა თანხა.

1607

ვიღაცებისთვის საჩუქრად ფულის მიღება ნამდვილი შეურაცჰყოფაა. ისინი ამას საკუთარი სოციალური სტატუსის დაცინვად აღიქვამენ, რადგან ამ დროს მჩუქებელი ყველაზე მსუბუქ გზას ირჩევს. ქორწილებზე ან დაბადების დღეებზე ნაძღვნევი ფული ძალიან სწრაფად იხარჯება, ძირითადად, უამრავ უაზრო სისულელეზე. ასეთია ადამიანის ნატურა, გამრავლებული მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე.

საჩუქრად ფულის მიღება

“უკვე შევეჩვიე იმას, რომ ჩემი სამსახური- ბავშვების მოვლა და ოჯახური საქმეების კეთებაა. პატარაობაში სწავლა მიყვარდა, სკოლაც კარგად დავამთავრე. ერთი წლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე, მესამე კურსზე ვასო გავიცანი. ერთმანეთის მიმართ ორმხრივი ლტოლვა, ვნება და ნაზი გრძნობები გვამოძრავებდა. ორსულობის გამო იძულებული გავხდი, რომ უარი მეთქვა სამომავლო გეგმებზე.

მე და ვასომ ბინა საკუთარი სახსრებით ვიქირავეთ. ჩემი მეუღლე გათანგვამდე მუშაობდა, ფინანსურ საკითხში მასთან არანაირი პრეტენზია არ მქონდა. უნივერსიტეტში სწავლას ორივემ დავანებეთ თავი, უბრალოდ დრო არ გვყოფნიდა. ყველაზე ბედნიერი მომენტი ჩემს სიცოცხლეში- მარიკუნას დაბადებაა. მაშინ გავიაზრე, რომ ფუჭად არ ვცხოვრობ. ვასოსაც უსაზღვროდ უხაროდა მამობა. ჩვილის მოვლა დიდ ყურადღებასთან ერთად ბევრ ფულსაც საჭიროებს. თავადაც ხვდებით: საფენები, ტანსაცმელი, საკვები, საბავშვო ეტლი. ვასო მუხლჩაუხრელად შრომობდა, სამსახურიდან სახლში დაბრუნების შემდეგაც დაღამებამდე მეხმარებოდა.

როცა მარიკუნა 3 წლის გახდა, ჩვენს ოჯახს გვერდიდან დავაკვირდი: დიასახლისი, რომელმაც ცოდნა დაკარგა და მშრომელი კაცი, ვინც უნივერსიტეტი ვერ დაამთავრა. არადა, ერთ დროს რამხელა იმედები ჰქონდათ. ვასო გადაიწვა. იგი აღარ მექცეოდა ისე, როგორც რომანტიკოსი და კავალერი. მან სმა დაიწყო და წონაშიც მოიმატა. არც კი ვჩხუბობდით, უბრალოდ ამისთვის ემოციებიც კი არ გვყოფნიდა. არ იფიქროთ, თითქოს მეუღლისადმი პატივისცემა დავკარგე, მას ჩემთვის არაფერი დაუშავებია, უბრალოდ ის აღარ მიყვარს. შემდეგ კი იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან მაშინვე დაიწყო შემოსავლის ახალი წყაროს ძიება. საცხოვრებლად დედამთილთან გადავედით, პატარა სოფელში, ქალაქიდან შორიახლოს.სოფელში ცხოვრება ძალიან რთულია. თუ ადრე როგორღაც ვახერხებდი საკუთარ ცხოვრებაში მრავალფეროვნების შემოტანას, ახლა დრო იწელებოდა. სახლის საქმეები არ ილეოდა. დედამთილი არაა ავი ქალი, თუმცა ვასოს უფრო უჭერდა მხარს, ვიდრე მე. ცოტა ხნის წინ დედაჩემი გვესტუმრა და საჩუქრებიც მოგვიტანა. დედამთილთან საუბრის შემდეგ ცალკე ოთახში გამიყვანა და ფრთხილად მომაწოდა ცხვირსახოცი, რომელშიც გახვეული იყო 3000 დოლარი.

  • “- შვილო, სულ ესაა, რისი შეგროვებაც მე და მამაშენმა შევძელით. აიღე, ოღონდ, არავის აჩვენო და გონივრულად მოიხმარე.
  • – დედა, უღრმესი მადლობა, კი მაგრამ თქვენ?
  • – როგორღაც გავიტანთ თავს, ეს თანხა ახლა თქვენ უფრო გჭირდებათ.
  • – გპირდები, რომ აუცილებლად დაგიბრუნებთ”.

ამ ამბიდან რამდენიმე დღე გავიდა. ასეთი დიდი თანხა უზარმაზარ პასუხისმგებლობასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს. მეშინია ქმრისთვის ამის გამხელა, ვფიქრობ, რომ ფული მალევე შემოგვეხარჯება. თუ დავუმალავ, მაშინ ცუდი ცოლი ვიქნები.ახლა ხომ ვახერხებთ როგორღაც თავის გატანას. იქნებ სჯობდეს, რომ უკეთეს დროს დაველოდო და ეს ფული გარკვეულ თანხას დავამატო, რათა შევძლოთ ამ ფინანსური ჭაობიდან ამოსვლა? თუ ყური მივუგდო ქალურ ნატურას და ყველაფერი გადავცე ძლიერ მამაკაცს, ვასომ შეიძლება თანხა რაიმე საქმეში დააბანდოს. საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ, ფულს თავადაც არ ვიყენებ და სხვასაც არ ვაძლევ მისი მოხმარების საშუალებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს