ჭკვიანი ადამიანები კორპორატიულ წვეულებაზე თავშეკავებულად იქცევიან და ყველაფერს კამერით იღებენ. არავინ იცის, რას მოიმოქმედებენ კოლეგები. პაპარაცის დღევანდელი სტატიაც იმაზეა, თუ როგორ დაბრუნდა ქეთის დაქალი ასეთი წვეულებიდან. თუ შენც აპირებ მსგავს რამეს, გასწავლით, რა არ უნდა გააკეთოთ.ქეთიმ ცოტათი აურია ზომიერების საზღვრები, რადგან ზედმეტად ქონდა საკუთარი თავის იმედი. მაგრამ არაუშავს, ყველა ადამიანს აქვს თავისი ფარული რეზერვები.
კორპორატიული წვეულების შემდეგ
ქეთი როგორც იქნე, გამოფხიზლდა. პირველი, რაც იგრძნო ის იყო, რომ საშინლად ტკიოდა თავი. მეორე – მადლობა ღმერთს, რომ სალშია, მესამე კი, არაფერი ახსოვდა გასული საღამოდა. შემდეგ თანდათან ამოუტივტივდა კადრები ერთმანეთის თანმიმდევრობით, ყველა ცეკვავდა და მხიარულობდა. ნეტა როგორ იქცეოდა თითონ? კიდევ კარგი, დღეს დასვენების დღეა. გავიდა სამზარეულოში და მუქი ჩაი დააყენა, მადლობა ღმერთს, მაცივარში მინერალური წყალი იდო. წამლებში ტკივილგამაყუჩებელი იპოვა და საწოლში დაბრუნდა. უნდა დაურეკოს თავის დაქალს, ან მისწეროს, თუ რამეს თავი აქვს რა თქმა უნდა.დაქალიც მასთან მუშაობს, დაურეკა და კითხა რა ხდებოდა წვეულებაზე. მან კი უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და ვიდეოს გაუგზავნიდა.ქეთის, სანამ ვიდეოს მიიღებდა, დედამ დაურეკა. ის აღშფოთებული იყო, რადგან აქამდე მისი შვილი ამ მდგომარეობაში არ უნახავს. ეგონა წესიერი შვილი ჰყავდა, ის კი სახლში თავდაყირა დაბრუნდა, კიდევ კარგი არაფერი უტკენია. კიდევ კარგი ქმარი არ ყავდა, მაში ეს კატასტროფა იქნებოდა!
კორპორატიული წვეულების შემდეგ
ქეთი ვერაფრით იხსენებდა, როდის გადააბიჯა რუბიკონს. ის წესიერი, ახალგაზრდა გოგონაა და არასდროს აძლევდა თავს ზედმეტის უფლებას. აი, ვიდეოც მოვიდა… ის დგას ქვედა საცვლით მაგიდაზე და ევას ანსახიერებს. გვერდით მენეჯერი სანდრო უდგას, ისიც ტრუსებით – ადამი. ქვემოდან ბუღალტერი აწვდის ვაშლს…რა სირცხვილია! ქეთიმ ტირილი დაიწყო. როგორ უდა მივიდეს ისევ სამსახურში? აი, დგას და დირექტორის სადღეგრძელოს ამბობს: თითქოს როგორი ჭკვიანი, კეთილი და კარგია. არადა სინამდვილეში ტირანი, დესპოტი და უხეშია. ღმერთო, რა სირცხვილია! აი, კიდევ ახალი ვიდეო. ამჯერად რა უნდა იყოს? ამჯერად ყურადღების ცენტრში მისი დაქალია. ის ბორბლებით დაქროდა და ყვიროდა, გაიწიეთ, თორემ დაგეჯახებითო. ქალბატონი ზოია, სერიოზული, ასაკოვანი ადამიანი, ხმამაღლა ხარხარებდა და ყველას შამპანურს ასხამდა. ბატონი პეტრე – ნუთუ ეს არის? პრაქტიკანტს ეფლირტავება! რა ხდება საერთოდ აქ? ნუთუ ყველამ აურია?ორშაბათს ქეთი თაგვივით შეიპარა ოფისში. ჩანთაში განცხადება ედო სამსახურიდან წასვლაზე. კოლეგები ჩვეულებრივად იქცეოდნენ, არაფერი ემჩნეოდათ. ქალბატონი ზოია მკაცრად აძლევდა მითითებებს თავის დამხმარეს, თითქოს ვაშლით და შამპანურით ხელში სხვა დარბოდა. ამასობაში ბატონი პეტრეც მოვიდა და ხმამაღლა გამოაცხადა:
-კოლეგებო! იმ საღამოს ზედმეტი მომივიდა და თუ ვინმე ს რამე გაწყენინეთ, მაპატიეთ. საერთოდ არ მახსოვს რას ვაკეთებდი! ეხლა კი სამუშაოს მივხედავ.საბოლოოდ, ქეთიმ გადაიფიქრა სამსახურიდან წასვლა. მთავარია, რომ პირველი ვიდეო დედას არ უნახავს. ის ნამდვილად მოთხოვდა ამაზე პასუხს.
ცხოვრებისეული სიბრძნე: კარგია, როცა კომპანიაში ჯანსაღი კლიმატია და ყველას ესმის ერთმანეთის, მაგრამ მაინც ჯობია ზომიერების დაცვა და სუბორდინაციის შენარჩუნება. მოგვიყევით თქვენი კორპორატიული წვეულებების შესახებაც, გაგვიზიარეთ რა კურიოზული შემთხვევა გქონიათ?