თანამედროვე მედიცინა მუდმივად ვითარდება. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემანარჩუნებელი ახალი, უფრო მოქმედი და მისაღები მეთოდების ძიებისას გვავიწყდება ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ჩვენი თვითგანწყობის ლომის წილი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიკვებებით. ჩვენმა წინაპრებმა ეს დიდი ხნის წინათ გაიაზრეს და ხალხური მედიცინის უამრავი ასპექტი თანამედროვეობაშიც გადმოვიდა, მათ შორის, ისიც, თუ როგორ მოვიხმაროთ სწორად სელი. ამბობენ, რომ სამკურნალო მიზნით ამ მცენარის თესლებს იყენებდა ჰიპოკრატე. ის მათგან ამზადებდა წამლებს დამწვრობებისა და კუჭის დაავადებების სამკურნალოდ. კანადასა და გემანიაში კი დღესდღეობით სელს იყენებენ პურის ცხობის პროცესში.
სელის თესლის სასარგებლო თვისებები
სელი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ჩიას მარცვლები. ძირითადი უპირატესობა დიდი რაოდენობით ცხიმოვანი მჟავების შემცველობაში მდგომარეობს. მასაზრდოებელი პროტეინის რიცხვით სელი უსწრებს სოიოსაც კი, რის გამოც იგი განუმეორებელი პროდუქტია ვეგეტარიანელებისთივს. ასევე სელი თესლი შეიცავს E ვიტამინის რეკორდულ რაოდენობას.
სელის ნაყენი – სელის თესლებ იყენებენ სისხლის გასათხიერებლად, იგი აუმჯობებს ძუძუთი მკვებავი დედების ლაქტაციას გასუქებისა და დიაბეტის დროს. სელის ნაყენის მოსამზადებლად ერთ კოვზ მცენარის მარცვლებს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი. მიღებული ხსნარი სვით დღის განმავლობაში.ბევრ ქვეყანაში სელს იყენებენ არა მხოლოდ პურის ცხობისას, არამედ საკვებ დანამატადაც. საკმარისია 1 ჩ.კ მარცვლების დამატება დილის ფაფასა ან ხაჭოში.
გასტირიტის წამალი – ახლა კი გთავაზობთ ჰიპოკრატეს რეცეპტს. გასტრიტის სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად ერთ ს.კ მარცვლებს დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიღებული ცხელი ნაყენი გაფილტრეთ და მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მისი ლორწოვანი კონსისტენცია გარს ეხვევა კუჭის კედლებს, აცხრობს ანთებით პროცესს და ხსნის ტკივილს.სელი ეფექტურად ათხიერებს ნახველს, მის ბაზაზე მზადდება უამრავი პრეპარატი სასუნთქი გზების გასაწმენდად. მათი დახმარებით კურნავენ ბრონქიტებსა და ტრაქეიტებს, ასთმასაც კი.ორგანიზმის განსამტკიცებლად, შლაკების გამოსადევნად და გასახდომად ამზადებენ სელის კისელს. 2 ს.კ მარცვლებს ხარშავენ 600 მლ წყალში ადუღებიდან 10 წუთის განმავლობაში. ერთკვირიანი სამკურნალო კურსის ჩატარების შემდეგ გათავისფლდებით ტოქსინებისგან, ინსულინის დონეც ნორმაში ჩადგება, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ გახდომაში.
ნაყენების რეგულარული მიღება პასუხისმგებლობით მიდგომას და ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს, თუმცა არაფერი გიშლით ხელს დაამატოთ სელის მარცვლები ბურღულეულისა და ბოსტნეულის გარნირებში! გაუზიარეთ ეს ინფორმაცია ყველას, ვინც ჯერ ვერ აღმოაჩინა სელის სასარგებლო თვისებები.