ერთ-ერთ ყველაზე მასაზრდოებელი პროდუქტის – ორაგულის სასარგებლო თვისებები.

1063

ორაგული პრაქტიკულად იდეალური პროდუქტია ყველასთვის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ალერგია აქვთ ზღვის პროდუქტებზე. ამ თევზს აქვს უამრავი სასარგებლო თვისება და თითქმის არ აღენიშნება ნაკლოვანება. ორაგულს ადამიანები უძველესი დროიდან ჭამენ. მას აფასებდნენ ვიკიგები, ის მუდამ ამშვენებდა ბრიტანელი და შოტლანდიელი მონარქების სუფრებს, იაპონელებმა კი ის საბავშვო მენიუშიც შეიტანეს. მოცემულ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ, თუ რითაა ეს თევზე ასეთი ფასეული.

ორაგულის სასარგებლო თვისებები

ორაგული გამოირჩევა მდიდარი შემადგენლობით და დაბალი კალორიულობით. ის 98%-ით აითვისება ორგანიზმის მიერ. შედარებისთვის გეტყვით, რომ კურდღლის დიეტური ხორცის ათვისება მხოლოდ 90%-ით ხდება. ამასთან, 100 გ ორაგულს შეუძლია დაფაროს ადამიანის ცილისადმი დღიური მოთხოვნილების 30%. ამინომჟავებისა და ცილების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს კუნთოვანი ბოჭკოების რეგენერაციას, ამიტომ ამ თევზის მირთმევას ურჩევენ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვებთან.ორაგულის რეგულარული მიღების შემდეგ კანი და თმა იძენს ბუნებრივ ბზინვარებას, ფრჩხილები კი ნაკლებ მტვრევადი ხდება. ასევე ცილების დიდი შემცველობის და დაბალი კალორიულობის წყალობით ორაგული იდეალური პროდუქტია დიეტისთვის.

ორაგულის რეგულარული მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, სწავლასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს და ზრდის ნეირონების მდგრადობას. დიდი რაოდენობით A ვიტამინი ხელს უწყობს მხედველობის გაუკეთესებას. ნახშირწყლების დაბალი შემცველობის გამო ზღვის ამ პროდუქტის მირთმევა შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებსაც შეუძლიათ. ასევე თევზის შემადგენლობაშია მხოლოდ “კარგი” ქოლესტერინი, რაც ამცირებს დაბალი სიმკრივის ლიპოპროტეინების კონცენტრაციას. ორაგულს ჭამენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკის მიზნითაც.

მავნე თვისებები – საინტერესოა, რომ ორაგულის საკვებად გამოყენებას არ აქვს უარყოფითი ეფექტები, თუმცა არსებობს რამდენიმე ნიუანსი. პირველი, ეს თევზი ძალიან დიდხანს ცოცხლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ორგანიზმში შეიძლება დაგროვდეს მძიმე მეტალები. სწორედ ამიტომ სჯობს შეიძინოთ ისეთი ორაგული, რომელიც დაჭერილია ეკოლოგიურად უსაფრთხო ზონებში. შებოლვის პროცესში თევზის ხორცში გროვდება კარცენოგენები, კერძოდ, ბენზპირენი.

ორაგულის სარგებელი უდავოა. ეს თევზი ვიტამინების, სასარგებლო მინერალების საგანძურია. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ზღვის ამ პროდუქტის ფასი სავსებით გამართლებულია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს