გამოსაფხიზლებელი ყავა დილაობით: როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ერთი ფინჯნისგან.

290

დილით ფინჯანი ყავის დალევა საბოლოოდ გამოსაღვიძების მიზნით- ტრადიციაა, რომელსაც მილიონობით ადამიანი მისდევს. მართლაც, გამომაცოცხლებელი ყავა ენერგიით გვმუხტავს, გვხმარება მოვიკრიბოთ აზრები და მოომზადებულები შევხვდეთ ახალ დღეს. არსებობს რამდენიმე მართივი მეთოდი, რათა დილით ყავა მაქსიმალურად ეფექტური გახდეს.

როგორ მოვამზადოთ გამოსაფხიზლებელი ყავა

რაოდენობის შემცირება – იმისათვის, რათა დილით ყავა მასქიმალურად გაფხიზლებდეთ, საჭიროა შეამციროთ ამ სასმლის მიღება. რაც უფრო ხშირად ვსვამთ მას, მით მეტად ვეჩვევით. მორბენლები ეშმაკურ ხრიკს მიმართავენ ხოლმე: ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთოდ არ იღებენ ყავას და შემდეგ მას გარბენამდე ცოტა ხნით ადრე სვამენენ.გაღვიძებიდან დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი უბრუნდება ჩვეულ კონდიციას. ტვინის აქტიურობა თანდათან იზრდება და გვგონია, რომ სწორედ ამ დროს გვჭირდება ფინჯანი ყავა საბოლოოდ გამოსაფხიზლებლად. თუმცა სჯობს არ ჩაერიოთ ბუნებრივი პროცესების დინებაში და სასმელი მიირთვათ გაღვიძებიდან გარკვეული ხნის შემდეგ.

კაკაო – თუ ყავას ერთ კოვზ კაკაოს დაუმატებთ, საკმაოდ მოულოდნელ ეფექტს მიიღებთ. პირველ რიგში, სასმელი ძალიან გემრიელი გამოვა. მეორე მხრივ, ორმაგად გაიზრდება კოფეინის ეფექტი. ასევე კაკაო გააუმჯობესებს სისხლის დინებას, რაც, სულ მცირე, დადებითად აისახება თქვენი კანის მდგომარეობაზე.არასებობს საინტერესო ხერხი, როცა გჭირდებათ გამოცოცხლება დღის განმავლობაში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ 30-40 წუთით წაუძინოთ. საქმე იმაშია, რომ კოფეინი იწყებს მოქმედებას მოხმარებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ. ხანმოკლე ძილი კი ორგანიზმს დაეხმარება დასვნებასა და გადატვირთვაში.

ექიმები გვირჩევენ, რომ ყურადღება მივაქციოთ კოფეინის შემცველ სხვა სასმელებს, მაგალითად, მწვანე ან შავ ჩაის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს