გაიყინა მანქანის მინა? ეს სავსებით რეალური პრობლემაა, რაც სიცივეების დადგომასთან ერთად ხშირად აწუხებს ავტომფლობელებს. თუ ახლომახლო არაა ავტოფარეხი, მაშინ დამატებით შეიძლება გაიყინოს მუშაობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი მექანიზმი. როგორ დავეხმაროთ მანქანას და მოვაშოროთ თოვლი, თრთვილი ან ყინული?
გაიყინა მანქანის მინა
ზოგჯერ მინა ისე სერიოზულად იყინება ხოლმე, რომ ვერც ერთი ხრიკი ვერ დაგეხმარებათ. უხშირესად ეს მაშინ ხდება, როცა თოვს. მანქანა იფარება ყინულის სქელი ფენით და მისი გაღება შეუძლებელი ხდება.როგორ გავუმკლავდეთ გაყინულ მინას? რომელი მძღოლი დახარჯავს ძვირფას დროს საფხეკის დახმარებით ყინულის ფრთხილად მოშორებაზე. ამასთან, ამ დროს არსებობს შუშის გაკაწვრის რისკიც. როგორ ავამუშავოთ ავტომობილი მყისიერად?
გთავაზობთ საოცრად სასარგებლო ზამთრის ხრიკს- ცხელი წყლით სავსე პაკეტს. ეს სქემა მაქსიმალურად მარტივად მოქმედებს. აიღეთ გამძლე პაკეტი და ჩაასხით მასში ცხელი წყალი. მისი ტემპერატურული სიდიდე ისეთი უნდა იყოს, რომ არ გაალღოს პაკეტი და ასევე შეძლოს ავტომობილის მინაზე ყინულის გადნობა.ეს ხრიკი საკმაოდ ეფექტურია. ავტომფლობელს არ მოუწევს დროის დაკარგვა საფხეკის გამოყენებით ყინულის აცლაზე ან მანქანისთვის მდუღარე წყლის გადასხმის მცდელობაზე. პაკეტში ჩასხმული ცხელი წყლის დახმარებით ყინული ფენა-ფენა აშრევდება. პაკეტი მიადეთ მინას და ზემოდან ქვემოთ ჩამოასრიალეთ.იმისათვის, რათა თავიდან აიცილოთ მინების დაორთქლება, დაიტანეთ მათ შიდა მხარეს მამაკაცის საპარსი გელის თხელი ფენა, შემდეგ გაამშრალეთ იგი ქაღალდის ხელსახოცით.
არაა საიდუმლო, რომ ავტომობილის მინების გასალღობად ბევრი მძღოლი იყენებს შუშების გამწმენდ საშუალებებს. მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია. როგორ მოვამზადოთ საშუალება, რომელიც გაალღობს ყინულს? პირველი კანდიდატი- ჩვეულებრივი მარილია. თუ მინის მიღმა ტემპერატურა მინუს 20 გრადუსია, მაშინ მარილიანი წყლის გამოყენებას აქვს გარკვეული აზრი. საკმარისია 10 ს.კ მარილი გახნსათ ლიტრ-ნახევარ წყალში, ჩაასხათ ის პულვერიზატორიან ბოთლში და მიასხუროთ სითხე გაყინულ მინაზე. მარილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ძმრით. არაა აუცილებელი მისი წყალში გახსნა.კიდევ ერთი შესანიშნავი ვარიანტია მინის გამწმენდთან ერთად სპეციალური უყინვადი საშუალების გამოყენება. ამასთან, შეგიძლიათ შეარჩიოთ დამცავი შალითები, რომლებიც დაფარავენ მანქანის მინებს თოვლის და ყინულის საფარისგან.
თქვენ როგორ იქცევით ავტომობილის მინის გაყინვის შემთხვევაში? იყენებთ საფხეკს? ყიდულობთ ხარისხიან გამწმენდს? თუ მდუღარე წყალს ასხემთ მას? რომელი რჩევა მიგაჩნიათ ყველაზე სასარგებლოდ და გონივრულად?