წელს საახალწლო საჩუქრების მომზადებით მე ვიყავი დაკავებული, დედას სანატორიუმის საგზური ვაჩუქეთ, დედამთილს კი- თბილი პლედი.

231

საახალწლო საზრუნავებს შორის ცალკე ადგილი უჭირავს ოჯახის თითოეული წევრისთვის საჩუქრის შერჩევასა და ჩუქებას. ამ დროს ადამიანებს უხდებათ ტვინის ჭყლეტა, ასევე მაღაზიებში სირბილი რაიმე ღირსეულის საპოვნელად და ყველას გასახარებლად. წარუმატებელ საჩუქარს ხომ ახლობლებს შორის ურთიერთობის გაფუჭება შეუძლია. მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი გაგიზიარებთ ახალგაზრდა ქალის ისტორიას, რომელმაც ახალ წელს მეუღლეს უმნიშვნელო რაღაც აჩუქა, რითაც იგი გაანაწყენა. ღირს თუ არა საჩუქრის გამო ურთიერთობების გარკვევა?

დედამითილის საჩუქარი საახალწლოდ

“ისე მოხდა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახს მეუღლე ინახავდა, მე კი დეკრეტში ვიყავი. საახალწლო საჩუქრების მომზადებითაც იგი იყო დაკავებული. შევთავაზე, რომ ამ საქმეს საკუთარ თავზე ავიღებდი, თუმცა იგი უარზე იდგა. მისი თქმით, მე ფულის დაზოგვა არ მეხერხებოდა.დედამისს იგი ყოველთვის ძვირფასს საჩუქარს ჩუქნიდა, დედაჩემისთვის ძღვენის საყიდლად კი ფული არასოდეს რჩებოდა. მაგალითად, შარშან მან ჩემს მშობელს უბრალო ქვაბების ნაკრები მიართვა, რის გამოს ძალიან შემრცხვა.მაშინ დედამ მთხოვა, რომ შექმნილი მდგომარეობისთვის ყურადღება არ მიმექცია, თუმცა მეუღლის ჩემი მშობლისადმი ასეთი დამოკიდებულება წვრილმანად არ მიმაჩნდა. ძალიან გულნატენი ვიყავი, ის ასე უკვე არაერთხელ მოიქცა.მოკლედ რომ ვთქვა, მყარად ჩამიჯდა გონებაში. წელს, როცა დეკრეტიდან გამოვედი, ორმაგი ძალებით შევუდექი მუშაობას. უფროსობამაც დამიფასა გარჯა და წინასაახალწლოდ პრემია გამომიწერა. ეს საკმაოდ დროული აღმოჩნდა.

ჩემი ქმრისთვის კი ეს პერიოდი არც ისე მარტივი აღმოჩნდა. მას სამსახურში შემცირება დაეწყო და იგი იძულებული გახდა ახალ ადგილას დაეწყო მუშაობა. კახას აღარ აქვს ისეთი მაღალი ანაზღაურება, როგორც ადრე. ბოლოს მაინც ჩემებურად მოვიქეცი. დედას სანატორიუმის საგზური ვაჩუქე, დედამთილს კი- მოკრძალებული, თუმცა ლამაზი და თბილი პლედი.მეუღლისთვის ჩემი ამგვარი არჩევანი მოულოდნელობა აღმოჩნდა. ის აღშფოთდა, რადგან დედამთილისთვის საჩუქრის შესაძენად ფული დამენანა. მე კი წინა დღესასწაულები გავახსენე, როცა არც იგი იქცეოდა შესაფერისად. მან გამომიცხადა, რომ თავისი მშობლისთვის საჩუქარს დამოუკიდებად შეარჩევდა, მეც არ ვაპირებდი დათმობას. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იქნება”, – დარწმუნებულია თათია.

რედაქციის რჩევა:არ ღირს საახალწლო დღესასწაულების გაფუჭება ურთიერთობების გარკვევით. შესაძლოა, სჯობდა, რომ თათიას მშობლისთვისაც და დედამთილისთვისაც ერთნაირად ღირსეული საჩუქრები ეყიდა. მაშინ ახლობლებს აღარ ექნებოდათ წყენის მიზეზი. მისი ქმარიც, სავარაუდოდ, სწორ დასკვნებს გამოიტანდა.თქვენ როგორ მოიქცეოდით ასეთ სიტუაციაში? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს