ერთგული კატა შეუცდომლად განსაზღვრავს ხოლმე, როცა ჩემი ქმარი სახლს უახლოვდება და მას კართან ხვდება რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე საკეტში გასაღები გადატრიალდება.

156

ძაღლების მოყვარულები დარწმუნებით ამტკიცებენ, რომ მათი შინაური ცხოველები ყველაზე ერთგულები არიან. უნდა აღინიშნოს, რომ კატების პატრონები მიიჩნევენ თავიანთ რჩეულებს სანდო და ერთგულ მეგობრებად, რაც რეალობაა.მოცემულ სტატიაში რედაქცია პაპარაცი მოგითხრობთ, თუ როგორ ადგენს კატა შეუცდომლად საყვარელი პატრონის სახლთან მოახლოებას. ისინი წინასწარ გრძნობენ, რომ ადამიანი ეს-ესაა მიუახლოვდება შესასვლელ კარს.

ერთგული კატები

მიუხედავად იმისა, რომ კატები ძაღლებისგან განსხვავდებიან აზროვნებით, ქცევებითა და ჩვევებით, მათ შორის მაინც არსებობს მსგავსება. მაგალითად, მათ კარგად ესმით განსხვავებული ხმები. თუ პატრონი საუბრობს ქუჩაში, ამოდის კიბეზე ან სახლის წინ აყენებს მანქანას, ეს მას არ გამორჩება.ასევე კატები შესანიშნავად ორიენტირებენ დროში. თუ პატრონი სამსახურიდან სახლში დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ბრუნდება, არაა გასაკვირი, თუ ცხოველი გაიაზრებს ამ კანონზომიერებას.მიუხედავად იმისა, თასში კატას აქვს თუ არა საკმარისი საკვები, მოსიყვარულე პატრონის ოჯახში დაბრუნება მისი მხრიდან მაინც დადებითად აღიქმება. ცხოველი მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობს.

როცა ადამიანები სადმე ყოვნდებიან ან სახლში დიდი ხნის განმავლობაში არ ბრუნდებიან, ეს მათთვის მღელვარების სერიოზულ მიზეზად იქცევა ხოლმე. საკმარისია, რომ პატრონი გვიან მივიდეს ოჯახში, რომ იგი კარის ზღურბლთან აფორიაქებულ ცხოველს შეხვდება.ჩვეულებრივ კატა სახლის ზღურბლთან ხვდება ხოლმე ოჯახის იმ წევრებსაც კი, რომლებიც მას ზოგადად არც კი აჭმევენ. აქედან გამომდინარე, საქმე არა მხოლოდ საკვებში, არამედ მზრუნველობის სხვა გამოვლინებებშიცაა. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ კატა კართან იმიტომ მოკალათდება ხოლმე, რომ იქ საკმაოდ გრილა.

რედაქციის რჩევა: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულ კატას თავისებური ხასიათი აქვს. მოსიყვარულე პატრონებს ყურადღების და მოთმინების გამოჩენა მართებთ, რათა კარგად შეისწავლონ თავიანთი შინაური ცხოველების ჩვევები. ამ შემთხვევაში კატის ქმედებები მეტად გასაგები იქნება, რაც ადამიანს მასთან ურთიერთობის აწყობაში დაეხმარება. ეს კი, თავის მხრივ, საერთო ტერიტორიაზე თანაცხოვრებას უფრო კომფორტულს და სასიამოვნოს გახდის.თქვენი კატა ხშირად გელოდებათ ხოლმე კარის ზღურბლთან? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს