რატომ შავდება სპატიფილუმის ფოთლები და როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა.

0
157

სპატიფილუმი- მრავალწლიანი მცენარეა წარმოშობით ლათინური ამერიკიდან, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. ასევე ამბობენ, რომ იგი უნდა იყოს ყველა ოჯახში, რადგან მისი მეორე სახელწოდებაა- ქალური ბედნიერება. თვლიან, რომ ეს მცენარე ეხმარება ახალგაზრდა მანდილოსნებს სიყვარულის პოვნაში. ინტერნეტსივრცეში საკმაოდ ხშირად ისმება შეკითხვა: რატომ შავდება სპატიფილუმის ფოთლები? არსებობს ამის გამომწვევი მთელი რიგი მიზეზები. მოდით, ერთად გავარკვით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა მცენარეს შევუნარჩუნოთ სილამაზე და ჯანმრთელობა.

რატომ შავდება სპატიფილუმის ფოთლები

არასწორი მორწყვა – ეს ერთ-ერთი საკვანძო შეცდომაა, რომელსაც დამწყები მემცენარეები უშვებენ. სპატიფილუმს სჭირდება ზომიერი მორწყვა. თუ თქვენი ყვავილი იზრდება თბილ ადგილას, მაშინ წყალი უნდა დაუსხათ მაშინ, როცა ნიადაგის ზედა ფენა გახმება. დახუთულ შენობებში მორწყვის სიხშირე უნდა გაზარდოთ კვირაში 2-3-მდე. ჭარბი წყლის დასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა და ფოთლების გაშავება.

მშრალი ჰაერი – თუ ფოთლების სიშავე 2 სმ-ს არ აღემატება, დიდი ალბათობით, ამის მიზეზი მშრალი ჰაერია. არ დაგვავიწყდეს, რომ ველურ ბუნებაში სპატიფილუმი იზრდება ტროპიკულ ტყეებში, ამიტომაც საჭიროებს მაღალ ტენიანობას. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სად განათავსებთ მცენარეს. თუ მას გამათბობლის გვერდით დადგამთ, სპატიფილუმის გარშემო ჰაერი გამომშრალი იქნება.ამ მცენარეს უყვარს მზე, თუმცა მისი სხივები პირდაპირ არ უნდა ხვდებოდეს მწვანე საფარველს. თუ ყვავილს სამხრეთის მხარეს განათავსებთ, მალევე შეამჩნევთ, რომ მისი ფოთლები ჭკნება და იღებს მოყავისფრო თუ მოშავო შეფერილობას.

სპატიფილუმისთვის ყველაზე საშიში ფაქტორია სიცივე. ცივ შენობაში მცენარე სწრაფად ჭკნება. გაშავებული ფოთლები იმაზე მეტყველებს, რომ ფესვები გადაცივებულია. ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი მცენარის გადარჩენა შეუძლებელია, ამიტომ ტემპერატურას დიდი სიფრთიხლით უნდა მოვეკიდოთ.საკუთარი ამტანობის მიუხედავად, სპეტიფილუმი საკმაოდ მგრძნობიარეა მთელი რიგი ფაქტორებისადმი. საბედნიეროდ, გამოუცდელ მემცენარეებსაც შეუძლიათ დროულად ამოიცნონ მოახლოებული საფრთხე და მიიღონ შესაბამისი ზომები.