ყველაზე იაფ შამპუნს ვიღებ და საყოფაცხოვრებო საქმეში ჭკვიანურად ვიყენებ

364

გაჩუქეს შეუფერებელი შამპუნი ან სიჩქარეში სხვა შამპუნი შეიძინეთ? მსგავსი სიტუაციები ხშირად ხდება. გახსოვდეთ, რომ ეს პრობლემა არაა. სიმართლე გითხრათ, ასეთი შემთხვევები მახარებს. როგორც მინიმუმ, საოჯახო საქმეში ამ საშუალების გამოყენების 5 მეთოდი არსებობს.უფრო მეტიც, ბიუჯეტურ შამპუნებს ფასდაკლებებზე ხშირად ვყიდულობ. მთავარი კრიტერიუმია, რომ კარგად აქაფდეს და სასიამოვნო სურნელი ჰქონდეს. პირველ რიგში, ბრენდში ზედმეტის გახდის აზრს ვერ ვხედავ. მეორეც, იაფი შამპუნი შეიცავს სილიკონს, სწორედ იმას, რაც მჭირდება. რისთვის? Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ იაფი შამპუნი.

შამპუნის გამოყენების 5 მეთოდი შინაურულ საქმეში – სილიკონი დიდი ხანია გამოიყენება ცხოვრების ყველა სფეროში: კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში, ყოველდღიურობაში, მშენებლობასა და კვების მრეწველობაში (სილიკონის საცხობი ფორმები). ელასტიური მასალა ფლობს უნიკალურ თვისებებს: უსაფრთხო, ეკოლოგიური და თერმომდგრადია. სილიკონი თითქმის ნებისმიერ თანამედროვე თმის მოვლის საშუალებაში გვხდება: სად გამოვიყენოთ შამპუნი არაპირდაპირი დანიშნულებით?

ზამთრის ტანსაცმლისა და აქსესუარებისთვის – ყველაზე უბრალო შამპუნი ნაქსოვი ნივთების გასარეცხად გამოგადგებათ. თბილი ნივთები სარეცხ მანქანაში ჩაყარეთ, 50-60 მლ შამპუნი დაუმატეთ, „ბეწვის“ ან „დელიკატური“ რეჟიმი ჩართეთ. ამის შემდეგ საყვარელი ნაქსოვი სვიტერი, ქუდი, ხელთათმანი და შარფი ახალივით გახდება: უჩვეულოდ ფუმფულა და რბილი. უბრალოდ სცადეთ, შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

როგორც სარეცხი საშუალება – იაფი შამპუნი ან თმის კონდიციონერი სახლის დასალაგებლად ნამდვილი აღმოჩენაა. რა საჭიროა შეიძინოთ ძვირადღირებული საშუალება გაუგებარი ქიმიური შემადგენლობით, თუ უფრო უსაფრთხო და მოქმედი მეთოდი არსებობს.მტვრიანი ჟალუზი თუ ბატარეა? პრობლემა არაა. ამ სირთულეს ნებისმიერი შამპუნი გაუმკლავდება. პატარა ხუფი საშუალება პულვერიზატორში ჩაასხით, წყალი დაუმატეთ, აურიეთ და ჭუჭყიან ადგილებს შეასხით. ახლა მხოლოდ მშრალი ჩვრით გაწმენდა მოგიწევთ. შამპუნი იატაკის და ავეჯის წმენდაში დაგეხმარებათ – სილიკონის დახმარებით მტვერი მინიმუმ 5-7 დღე არ შეგაწუხებთ! სილამაზეა!

პირადი მოხმარების ნივთებისთვის – ყველამ იცის, რომ მაკიაჟის ფუნჯები და სპონჟები ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაწმინდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მავნე მიკრობები და ბაქტერიები გამრავლდება, რომლებიც თქვენს კანს არ სჭირდება. აქ, ბიუჯეტური შამპუნი იდეალურია. რამდენიმე წვეთი საკმარისია, რომ თქვენი სილამაზის იარაღი სუფთა და სურნელოვანი გახდეს. სავარცხელი, ბავშვის თმის სამაგრები და რეზინები ხშირად არ ირეცხება, მაგრამ სჭირდება. ამას შამპუნის ხსნარში ვაკეთებ. უსაფრთხო და სასიამოვნოა.

როგორც ბავშვების სათამაშო – აქ, ყველაფერი მარტივია: ყველაზე ჩვეულებრივ საპნიან ბუშტებს ვაკეთებ. ბავშვები აღფრთოვანებული არიან, მე კი, წუთიერი სიამოვნებისთვის დიდ თანხას არ ვიხდი. ნაყიდი საპნის ბუშტები დიდხანს არ გვყოფნის, თან ხშირად უხარისხო იყიდება – ხან არ იბერება, ხან ცოტაა. ბავშვები იმედგაცრუებულნი რჩებიან. დამოუკიდებლად გაკეთება ვისწავლე: შამპუნს ვასხამ, წყალს ვუმატებ, ბუშტები ადვილად ჩნდება. რაც მთავარია, ბევრი გამოდის.

სადეზინფექციო საშუალება და არომატიზატორი – უნიტაზის ჯაგრისის რეზერვუარში ცოტა წყალი და შამპუნი ჩაასხით. ასე უნიტაზის ჯაგრისი ყოველთვის სუფთა იქნება, ასევე უცხო სუნები გაქრება. ვფიქრობ, რომ ბაქტერიებიც მცირდება.

იცოდით შამპუნის გამოყენების ამ მარტივი გზების შესახებ? სხვათა შორის, იგივე თმის კონდიციონერით ან ნიღბით შეგიძლიათ გააკეთოთ – მსგავს ეფექტს მიიღებთ. თმის მოვლის ვადაგასული პროდუქტებიც გამოგადგებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს