კბილების გათეთრების რეცეპტი ტიბეტელი ბერებისგან.

2460
(image: novi.ba)

აფთიაქებსა და მაღაზიებში თქვენ შეძლებთ უამრავი სპეციალური საშუალების შეძენას, რომელიც კბილის ემალის გასამაგრებლად, გასათეთრებლად, კარიესის გასანადგურებლად და ღრძილების სამკურნალოდ გამოიყენება. რა თქმა უნდა, ეს საშუალებები გასაოცარ ეფექტს იძლევა, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ისინი გაჯერებულია ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს უქადის.

paparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ნატურალური კბილის პასტის დამზადების რეცეპტს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ტიბეტელ ბერებს შორის.

ინგრედიენტები:

  • 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი (საშუალო ზომის კრისტალებიანი);
  • 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი;

მომზადება:

  1. ჩაყარეთ ზღვის მარილი მდუღარე წყალში და გულდასმით გადაურიეთ.
  2. კოვზის გამოყენებით მოაშორეთ მას ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფისებრი მასა და მიეცით ნარევს ოთახის ტემპერატურაზე გაგრილების საშუალება.

კბილების გასაწმენდად მოათავსეთ ზღვის მარილის რამდენიმე კრისტალი ჯაგრისზე და გაიხეხეთ კბილები ჩვეული მოძრაობებით. კბილების გმაოხეხვის შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში მომზადებული ზღვის მარილის წყალხსნარი.

თავდაპირველად თქვენ შეიძლება იგრძნოთ მცირეოდენი დისკომფორტი, თუმცა რამდენიმე პროცედურის შემდეგ ეს შეგრძნება უკვალოდ ქრება. ამ მეთოდის დახმარებით თქვენ შეძლებთ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნის მოშორებას, ემალის გამაგრებას და კბილების გათეთრებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს