„ოჯახში ბევრი ბავშვი არ არსებობს“ – ასე ფიქრობს ქრისტინა ოზთიურქი, რომელიც 23 წლის ასაკში 11 შვილის დედაა. ის ახლახანს თურქ მილიონერს ცოლად გაჰყვა. ქმართან ერთად ასი შვილის ყოლაზე ოცნებობს. რატომ აქვს მრავალშვილიან დედას ასეთი ფიქრები და როგორ აპირებს ოცნების ასრულებას, ამას Paparazzi–ს სტატიიდან გაიგებთ.
ბევრი ბავშვი ოჯახში
ქრისტინა პირველად დედა 17 წლის ასაკში გახდა. ბავშვის მამა გაქრა, გოგონას ქალიშვილთან ერთად მარტო ცხოვრება მოუწია. როცა პატარა ვიქტორია 5 წლის გახდა, ქრისტინამ შვებულება აიღო. მარტოხელა დედამ ბათუმში შეძლებული მამაკაცი გაიცნო. 56 წლის გალიპ ოზთიურქი, წარმოშობით თურქეთიდანაა და ძველ დროს კრიმინალური ავტორიტეტი იყო.ბნელი წარსულის მიუხედავად, ქრისტინას მეუღლე შეუყვარდა. მასში მონათესავე სული იპოვა. ახლა გალიპთან ერთად ასი შვილის ყოლას აპირებს. ზოგს მსგავსი რამ შეუძლებელი ჰგონია, თუმცა ცოლ–ქმარი უკვე მიზნისკენ მიმავალ გზაზე არიან.
თავიდანვე შეთანხმდნენ, რომ ქრისტინა ყოველწლიურად დაორსულდებოდა, თუმცა სწრაფად მიხვდნენ, რომ ეს საკმაოდ რთულია და შვილების სასურველ რაოდენობას ვერ უახლოვდებოდნენ. მაშინ სუროგატი დედების დახმარებას მიმართეს. დიდმა თანხამ და თავად ქრისტინას სერიოზულმა მომზადებამ თავისი ნაყოფი გამოიღო: ახლა წყვილი 10 ჩვილს და 6 წლის ვიკას ზრდიან.სხვათა შორის, გალიპას პირველი ქორწინებიდან შვილები ჰყავს, თუმცა ასი შვილის მამობა სურს. უფრო ზუსტად, მისი მიზანია 105 ბავშვი. ქრისტინა მეუღლის სურვილს მხარს უჭერს, რადგან ოჯახში ბევრი ბავშვი არ არსებობს. ახლა გოგონა მთლიანად სახლის საქმეებით და ბავშვების აღზრდით არის დაკავებული. ამდენ შვილთან მარტო გამკლავება უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, ოზთიურქის ოჯახში ბევრი შინამოსამსახურე და ძიძა ცხოვრობს. თითოეული ბავშვი მხედველობის არეშია და ყოველთვის ყურადღებით სავსეა.
მრავალშვილიანი დედის ცხოვრება – ქრისტინა მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ კარგად ესმის, როგორ უნდა აღზარდოს შვილები. ბავშვების კვებას ყურადღებას აქცევს, ექიმების მითითებებს იცავს და თითოეულს თავისებურად უდგება. ქრისტინას და გალიპას შვილები მკაფიო გრაფიკით ცხოვრობენ. მაგალითად, საღამოს 8 საათზე იძინებენ და დილის 6 საათზე იღვიძებენ.ქრისტინას ყველა საქმის შესრულება უჭირს, მაგრამ არ წუწუნებს. დიახ, მისი ცხოვრება ზღაპარს არ ჰგავს, როგორც ბევრი ფიქრობს. თუმცა ეს მისი არჩევანია და ბედნიერია, რომ გალიპას შეხვდა. ის, თუ როგორ წარიმართება ქრისტინას და მისი შვილების ცხოვრება, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია.შესაძლოა 10 წლის შემდეგ დავწეროთ სტატია, რომ ოზთიურქის ოჯახი მიზნისკენ დარწმუნებით მიიწევს და ოჯახში უკვე რამდენიმე ათეული მემკვიდრეა. სხვათა შორის, ამის შესახებ. როგორ ფიქრობთ, შეძლებენ გალიპას შვილები მემკვიდრეობის მშვიდად გაყოფას?
რედაქციის მოსაზრება: ქრისტინა ოზთიურქის ისტორია დაფიქრებას გვაიძულებს. რა თქმა უნდა, ბავშვები მშვენიერია, მაგრამ გონივრულია ამხელა შთამომავლობაზე ასეთი დიდი პასუხისმგებლობის აღება? როგორც არ უნდა იყოს, ცოლ–ქმარს გაუჭირდებათ, რომ ყველა ბავშვს თანაბარი სიყვარული და ზრუნვა აჩუქონ. რაც უფრო გაიზრდებიან ბავშვები, ამას მით უფრო იგრძნობენ.შესაძლოა, ვცდებით. რას ფიქრობთ ამის შესახებ? თქვენი მოსაზრება თამამად გაგვიზიარეთ!