18 წლის დედას ვაჟზე უარის თქმა მოუხდა. მან პატარასთვის გამოსამშვიდობებელი შეტყობინება ჩაწერა

3684
image: Hannah Mongie / SWNS.com

21 წლის ამერიკელი ჰანა მონჯი თავის ვაჟს ყოველდღე ნახულობს. ახალგაზრდა ქალი აკვირდება, როგორ იზრდება პატარა, ეხმარება მის აღზრდაში და ეთამაშება ბავშვს. 22 თვის წინ კი ჰანა ფიქრობდა, რომ პატარას ვეღარასდროს ნახავდა.

18 წლის ასაკში ნამშობიარები მარტოხელა დედა იძულებული გახდა, ბავშვი გაეშვილებინა. თუმცა, მონჯის ბედმა გაუღიმა: მისი შვილი ტაგარტი შესანიშნავმა ოჯახმა იშვილა. ახლა ქალი ამტკიცებს, რომ თავის ვაჟს უკეთეს ბედს ვერ უსურვებდა.

2015 წელს, ფრიადოსანმა მოსწავლემ პატარა ქალაქ პროვოს(უტა, აშშ) სკოლა დაასრულა. თავის შეყვარებულ კეიდენს ჯერ კიდევ 2013 წლიდან იცნობდა, თუმცა, რელიგიური ოჯახის გამო, ბიჭი ხშირად მიემგზავრებოდა მისიონერად საზღვარგარეთ.

2015 წელს, ახალგაზრდა კიდევ ერთი მისიიდან დაბრუნდა. მალე მონჯი დაფეხმძიმდა. აბორტზე საუბარი არც ყოფილა, ახალგაზრდა წყვილი დიდხანს ფიქრობდა, შეეძლო თუ არა ბავშვის გაზრდა და აღზრდა. კაიდენმა და ჰანამ ვერც კი მოასწრეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, როცა უეცრად ბედმა კარზე დააკაკუნა.

image: Hannah Mongie / SWNS.com

სრულიად ჯანმრთელი ბიჭი ძილში გარდაიცვალა. კეიდენს უბრალოდ გული გაუჩერდა. ახლა ანა მარტო დარჩა. იმედგაცრუებულ მომავალ დედას გაახსენდა, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ბავშვის გაშვილებასაც განიხილავდა. ახლა მას არჩევანი აღარ დარჩა.

image: Hannah Mongie / SWNS.com

ბავშვი სამყაროს 2016 წლის მარტში მოევლინა. მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობა 2 კვირით ადრე დაიწყო, პატარა ტაგარტი სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. დედა-შვილი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან. ჰანამ ბავშვთან მხოლოდ 48 საათი გაატარა.

image: Hannah Mongie / SWNS.com

როცა ემილი, ბავშვის მშვილებელი დედა პატარას წასაყვანად მოვიდა, ჰანასთან ერთად მთელი ძალით ტიროდა. საბოლოოდ, ტაგარტის ბიოლოგიურმა დედამ, მისი ოჯახის მომავალ წევრებს სთხოვა, ვაჟისთვის ეს ვიდეო ეჩვენებინათ, როცა გაიზრდებოდა. ვიდეოში ჰანა გულწრფელად, შეფარვის გარეშე ამბობს, რატომ გააშვილა ბიჭი, და რომ ბედნიერ მომავალს უსურვებს.

image: Hannah Mongie / SWNS.com

ქალს არც კი უეჭვია, რომ შვილთან ახლოს იცხოვრებდა და მის ნახვას ყოველდღე შეძლებდა. ტაგარტის ახალმა ოჯახმა აშშ-ში პოპულარულ ღია გაშვილებას მიმართა. ასე, ბავშვის ბიოლოგიურ მშობლებს შეეძლოთ ბავშვის ყოველდღე ნახვა, თვითონ პატარას კი ღრმა ბავშვობიდან ეცოდინება, ვინ არიან მისი მშობლები.

image: Hannah Mongie / SWNS.com
image: Hannah Mongie / SWNS.com

ახლა ჰანა საკუთარი ვაჟის მეურვე ოჯახში ძიძად მუშაობს. იგი ტაგარტთან და წყვილის ორ ბიოლოგიურ ბავშვთან ერთად ყოველდღე თამაშობს, ასრულებს სახლის საქმეებს და სავსებით კმაყოფილია სიტუაციით.

image: Hannah Mongie / SWNS.com

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო-რგოლი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. იგი ჰანამ ბავშვის დაბადებიდან მალევე ჩაწერა. დღეს იგი თითქმის მილიონმა ადამიანმა ნახა და დედის გამოსამშვიდობებელ შეტყობინებას ბევრი “ქსელში ყველაზე ნაღვლიან ვიდეოს” უწოდებს.

სტატია მომზადებულია The Sun -ს მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს