ოთახის ყვავილებს ცივ სეზონზე დასვენება უყვართ. რა თქმა უნდა, დეკემბერა შეიძლება აყვავილდეს, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია. თქვენს საყვარელ ორქიდეას ზამთარში სიმშვიდე სჭირდება. მცენარის გარეგნობა რომ გააუმჯობესოთ, მომავალი ყვავილი უფრო ლამაზი და კაშკაშა რომ გახდეს, მასზე ზამთარშიც უნდა იზრუნოთ.ამ შემთხვევაში ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოთ. წყლის რაოდენობა, მორწყვის დრო და სიხშირე უნდა გამოთვალოთ და არა მხოლოდ. დაუფიქრებლად მოქმედება არ შეიძლება. ერთი საქმეა ზაფხულში ზედმეტად მორწყვა, როცა აღდგენა განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს. მეორე საქმეა ზამთარში, როცა ორქიდეა ძალიან დასუსტებული და დაუცველია.
ორქიდეა ზამთარში – დავიწყოთ იმით, რომ ორქიდეა წლის ნებისმიერ დროს პრეტენზიულობით გამოირჩევა. დამწყებ მებაღეს პირველ ხანს გაუჭირდება, მაგრამ საკუთარ თუ სხვების შეცდომებზე ვსწავლობთ, ასე რომ არ შეგეშინდეთ, შეძლებთ. ზამთარში მცენარეს მეტი ყურადღება სჭირდება, მაგრამ აყვავებული ორქიდეა თავისი სილამაზით თქვენს შრომას გააქარწყლებს.
მორწყვა – პირველ რიგში, ორქიდეას მორწყვა მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი და სახიფათო ნაწილია. წყლის არასწორი დოზირებით ან არასწორად გათვლილი დროით შეიძლება ყვავილობა შეწყვიტოს და მოკვდეს კიდეც. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ.თუ ოთახში ნორმალური ჰაერის ტენიანობაა, ორქიდეა 2–3 კვირაში ერთხელ უნდა მორწყათ. ოთახში, სადაც ჰაერი მშრალია, მცენარე უფრო ხშირად მორწყეთ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაზიანდეს არა მხოლოდ მცენარე, არამედ ბინის მაცხოვრებლებიც. ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენეთ: ასე სუნთქვაში დაეხმარებით როგორც მწვანე მეგობრებს, ასევე თქვენს ნესტოებს. რეკლამა არაა, უბრალოდ რჩევა.მორწყვის დრო შეგიძლიათ ვიზუალურად განსაზღვროთ: ორქიდეას ფესვები გათეთრებას იწყებს და ნაოჭებით იფარება. ყვავილის ქოთანი წყლით სავსე კონტეინერში ჩადეთ. შემდეგ სამზარეულოში ნიჟარაში ან აბაზანაში გადაიტანეთ, რომ წყალი დაიწუროს. ასე ორქიდეა იმდენ სითხეს მიიღებს, რამდენიც სჭირდება, და დასვენებას მშვიდად გააგრძელებს.
გამოკვება – მორწყვასთან ერთად გამოკვებაც კარგია. მომავალში ნაყოფს გამოიღებს: მცენარე გაძლიერდება და ლამაზი ყვავილებით გაგახარებთ. საინტერესოა, რომ გამოკვება ზამთარში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან „მოდუნებულ“ მცენარეს კვებავს. ორქიდეას გამოღვიძებისას ბევრი გამოუყენებელი ენერგია დაგროვებული ექნება, რომელსაც სწორ მიმართულებას მისცემს.ორქიდეა თვეში მაქსიმუმ 2-ჯერ უნდა განაყოფიეროთ. აზოტის სასუქი გამოგადგებათ. ამ ყვავილს ხშირად სახლში მომზადებული ნარევებით კვებავენ, მაგრამ ზამთარში გარისკვას არ გირჩევთ.
სინათლის შერჩევა – პირდაპირ გეტყვით, რომ ორქიდეას სინათლე უყვარს. დღეში მინიმუმ 12 საათი სინათლე სჭირდება. თან არა მოღრუბლული, არამედ ნორმალური. ბუნებრივია, ზოგიერთ რეგიონში ზამთარში მზის სინათლე დეფიციტურია. სწორედ ამიტომ, დღის სინათლის სპეციალური ნათურების შეძენა მოგიწევთ. რას ვიზამთ, მცენარე შემოტანილია.და კიდევ. ორქიდეა ვერ იტანს, როცა რაღაც მის შინაგან სიმშვიდეს არღვევს. თუნდაც მორწყვით ან გამოკვებით. სპეციალური ნათურის ქვეშ მაინც შეიძლება ავად გახდეს. ამაში დამნაშავე ფანჯრიდან ცივი ჰაერის მსუბუქი, მაგრამ შესაგრძნები ნიავია. თუ ფანჯარასთან ახლოს ცივ ჰაერს გრძნობთ, მცენარე სხვა ადგილას გაიტანეთ. დაფიქრდით, სად გაიტანთ ახლა, რომ ჯანსაღი და მოვლილი მცენარე არ დაკარგოთ.