მეზობელმა მითხრა, რომ ის ვიღაც ქალბატონის გარემოცვაში ნახეს. მივდივარ სახლში ღალატის გამოსავლენად!

12044

სიურპრიზი საყვარელი ადამიანისთვის სასიამოვნო რამ არის. ეს წყვილს უფრო აახლოებს და აძლიერებს მათ კავშირს. ამით ვაჩვენებთ ჩვენს სიყვარულს და ვუტყდებით გრძნობებში. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში იწყება რუტინა. ადამიანები ბოლომდე იცნობენ ერთმანეთს და აღარ რჩება მათთვის საინტერესო აღარაფერი.პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა, მაგრამ უკვე შეეჯახა გარკვეულ გაუგებრობას. რთულია ყველაფრის კონტროლი, როცა დედობისთვის ემზადები. ახალი პასუხისმგებლობა, ჰორმონები, მუდმივად ცვალებადი განწყობა. ყველაფერ ამასთან ერთად ქმარიც რომ გაბრაზებს? რა უნდა გააკეთოს ქალმა ასეთ დროს?

სასიამოვნო სიურპრიზი

ამბავი – მინდა გაგიზიაროთ ჩემი ამბავი, რომელიც ჩემს ოჯახში მოხდა და დღემდე ხდება. არ ვიცი როგორ მოვიქცე, ნერვები სიმებივით მაქვს დაჭიმული. ისღა დამრჩენია, საღამოობით თავი ბალიშში ჩავრგო და ვიტირო ძილის წინ.მე და ჩემი მეუღლე ჯერ ძალია ახალგაზრდები ვართ. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ყალიბდებოდა. თავიდან არ მინდოდა მასთან ყოფნა, მაგრამ საბოლოოდ დავქორწინდით. ის ძალიან მშვიდი, ჩუმი ადამიანია. მე კი მიყვარს ხალხში ტრიალი და ხმაურიანი კომპანია.

ერთმანეთი გავიცანით, როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი. ის უკვე მუშაობდა და ჩემთვის საინტერესო იყო ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელმაც ჩემნაირი სპეციალობით დაამთავრა სწავლა. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ბიჭი ძალიან დარდობდა ძველ სიყვარულზე, რომელიც სკოლაში სწავლის დროს დაიწყო. იმ პერიოდში ნამდვილად არ შეგვეძლო ერთად ყოფნა. შემდეგი პაემანი კი ერთი წლის მერე იყო. სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი.გავიცანით ერთმანეთის მშობლები, ვიპოვეთ ლამაზი ბინა, გავარემონტეთ და დავიწყეთ ერთად ცხოვრება. მალე გიორგი დააწინაურეს სამსახურში და ხელფასიც გაუზარდეს. შემდეგ დავფეხმძიმდი. გავიდა ნახევარი წელი და მე უკვე წამოზრდილი მუცლით დროის უმეტეს ნაწილს მარტო ვატარებ. ქმარს არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი აქვს და საღამოობით სახლში არ არის ხოლმე.

ჩემს რამდენიმე მეგობარს ასეთი სიტუაცია აქვს: მათი ქმრებიც მიდიან შუაღამეზე სამუშაოდ, მაგრამ ისისნი მიეჩვივნენ ამას. მე კი არ შემიძლია ასე. დღისით ხშირად გავდივარ ხოლმე გარეთ და ფეხით ვსეირნობ ქალაქში. ისედაც მიჩვეული ვარ ბავშვობიდან ფიზიკურ დატვირთვას, სულ სპორტულ დარბაზებსა და კლუბებში დავდიოდი.

სიახლე – ცოტა ხნის წინ მოხუცმა მეზობლებმა, რომლებიც მუდმივად სხედან სადარბაზოსთან, მითხრა: “შენს ქმარს, ჩემო ლამაზო, უკვე მეორედ, შენი არყოფნის დროს, ვიღაც ქალი მიჰყავს სახლში. ეცდე დაელაპარაკო, ჩვენს ეზოში მაღალი ზნეობა და მორალური პრინციპები გვაქვს. აქ არ შეიძლება ასე მოქცევა!”სეირნობის შემდეგ მართლაც აღმოვაჩინე, რომ სახლში ვიღაც იყო: ნივთები აღარ ეწყო თავის ადგილას, მაცივარს რამდენიმე იოგურტი და სოსისი აკლდა. და აი, ამასაც მოვესწარი – ღალატსაც სხვა ყველაფერთან ერთად. საღამომდე მოვითმინე და დაქალთან წავედი ყველაფრის მოსაყოლად. ქმრისთვის არაფერი მითქვამს, გადავწყვიტე, რომ ჯერ ადრე იყო.

მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ ორი დღის შემდეგ ქმარს მკაცრად ვკითხე რა ხდებოდა. 5-10 წუთის განმავლობაში გიორგი ყოყმანობდა და ცდილობდა პასუხის თავიდან აცილებას.ბოლოს აღიარა, რომ მართლაც მოჰყავდა სახლში ერთი ქალი, მაგრამ არა იმიტომ, რომ მღალატობდა. მას სურდა ჩემთვის სიურპრიზი მოეწყო. მოყავდა დიზაინერი, რომელსაც ლამაზად და კომფორტულად უნდა მოეწყო ბავშვის ოთახი.

ამის დასამტკიცებლად მაჩვენა ბავშვის ოთახის ესკიზები პლანშეტზე, დიზაინერის შეტყობინებები. დიზაინზე აშკარად პროფესიონალი მუშაობდა და ყველაფერი ნათელი იყო. მე კი რა არ ვიფიქრე. ბავშვის ოთახის ფერები ზედმეტად მკვეთრი მომეჩვენა, მაგრამ იმ წუთში იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ სულერთი იყო.მაგრამ ამ ამბავში რაღაც მაინც მღრღნიდა და მაწუხებდა. რაღაცნაირ ზეწოლას ვგრძნობდი კეფაზე. ალბათ ეს იყო ქალური ინტუიცია. მეორე დღეს სეირნობის დროს ვაანალიზებდი მომხდარს და უცებ გონება გამინათდა! მარი, დიახ, ზუსტად ის! დიზაინერი ქერა ხვეული თმით!

წლების წინ მასზე ყურებამდე იყო შეყვარებული ჩემი ქმარი, ის იყო მისი ბავშვობის სიყვარული. ჩემი შემდეგი საუბარი გიორგისთან უფრო მშვიდი იყო. დიახ, ჩემი შვილის ოთახის დიზაინერი სწორედ მარი აღმოჩნდა. ქმარმა კი დამამშვიდა: “ის კარგი სპეციალისტია, სანდო დიზაინერის პოვნა დიდ ქალაქში არ იყო მარტივი. ჩვენი ურთიერთობა დიდი ხანია დასრულდა, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ეხლა ჩვენი ოჯახი გვაქვს და პატარას ველოდებით. არაფერია სანერვიულო!”

როგორც ხვდებით, ამის შემდეგ თავი უკეთ არ მიგრძვნია. ქმარი გააგრძელებს დიზაინერთან თანამშრომლობას მცირე ხნით. შემდეგ დაიწყებს რემონტის გაკეთებას. ჩემს კითხვებს პასუხობს მშრალად: ყველაფერი კარგად არის, ნუ იგონებ რაღაცეებს… თან მგონია, რომ რაღაცას მიმალავს. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო. იქნებ მირჩიოთ რამე?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს