ბავშვებმა დედას ზურგი შეაქციეს, როცა გაიგეს, რომ დამლაგებლად მუშაობს

330

მირანდა ოჯახთან ერთად შობის აღნიშვნაზე ოცნებობდა. დღესასწაულის წინა დღეს კაზუსურ სიტუაციაში აღმოჩნდა და იმედი დაკარგა, რომ ახლობლებს საერთოდ გაახსენდებოდა. Paparazzi გიზიარებთ მირანდას ისტორიას, საიდანაც გაიგებთ, რა მოხდა და ასრულდა თუ არა ქალის სანუკვარი სურვილი.

შობა ოჯახურ წრეში

„შობამდე ერთი კვირით ადრე უსიამოვნო სიტუაცია შემემთხვა. სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად ვმუშაობ, მაგრამ ჩემმა შვილებმა არ იციან. ერთხელ ვაჟიშვილმა დამინახა, რომ იატაკს ვწმენდი. გაოცებულმა შემომხედა და ისე ჩამიარა, თითქოსდა ერთმანეთს არ ვიცნობდით. გული მეტკინა, მივხვდი, რომ ანდროს ჩემი რცხვენოდა.სადღაც 10 წლის წინ ვაჟიშვილი და ქალიშვილი მოვიდნენ და დახმარება მთხოვეს. საერთო ბიზნესი აქვთ და რთული პერიოდი ჰქონდათ. მაშინ აგარაკზე მარტო ვცხოვრობდი. შვილებმა მთხოვეს, რომ სახლი გამეყიდა, ქალაქში ბინა მეყიდა, დარჩენილი თანხა მათთვის მიმეცა.

დიდხანს არ დავფიქრებულვარ და დავთანხმდი. ქალაქში ცხოვრება მომწონდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩემი პენსია არ მყოფნიდა. შვილიშვილები გაჩნდნენ და მათი გახარება საჩუქრებით მსურდა. საერთოდ, აქც ცხოვრების დონე სულ სხვაა.შვილებისთვის არასდროს არაფერი მითხოვია. ვხვდები, რომ ისედაც ბევრი საზრუნავი აქვს. სწორედ ამიტომ, დამლაგებლად მუშაობა გადავწყვიტე. მათ არ ვუთხარი, რომ არ ენერვიულათ. და აი, ახლა ეს სიტუაცია ვაჟთან.მასთან საუბარი მინდოდა, დავურეკე. თავიდან ყურმილს არ იღებდა, შემდეგ ნაჩქარევად მიპასუხა: „დედა, დრო არ მაქვს, მოგვიანებით დაგირეკავ“. მაშინ ჩემს გოგოს დავურეკე. ანასაც ჩემთან საუბარი არ სურდა: „რამე სასწრაფოა? მაპატიე, დაკავებული ვარ, მოგვიანებით ვილაპარაკოთ“.

სასიამოვნო სიურპრიზი – სასოწარკვეთილმა ყველაფერი მეზობელს მოვუყევი. მას ახალ ბინაში გადმოსვლისას დავუმეგობრდი. „არ ვიცი, რა გავაკეთო. ჩვეულებრივ, შობას ოჯახთან ერთად აღვნიშნავთ. ან ანდროსთან ან ანასთან მივდივარ. ახლა უბრალოდ ყურადღებას არ მაქცევენ. ნუთუ ასე რცხვენიათ, რომ მათი დედა დამლაგებელია?“ – ცრემლმორეული ვკითხულობდი.მარი ჩამეხუტა და მიპასუხა: „მირანდა, უკვე 65 წლის ხარ. ვალდებული არ ხარ, რომ მათ ანგარიში ჩააბარო. ისინიც ზრდასრულები არიან. ყველაფერი დალაგდება. აი, ნახავ!“ მაგრამ თავს უკეთ არ ვგრძნობდი. შვილებთან დარეკვა შევწყვიტე, მაინც არ სურდათ ჩემთან საუბარი. შევეგუე და უკვე იმაზე ვფიქრობდი, როგორ შევხვდებოდი შობას მარტო.

6 იანვარს დილით ადრე კარზე დააკაკუნეს. შვილიშვილები ხმაურით შემოვარდნენ, მათ ჩემი ქალიშვილი და მისი მეუღლე მოყვა. შვილიშვილები მეხუტებოდნენ და ნაძვის ხესთან საჩუქრების გახსნა დაიწყეს. „დედა, შენთან შობის აღსანიშნად მოვედით“ – მითხრა ანამ და ლოყაზე მაკოცა.ბოლოს ჩემი ვაჟიც მოვიდა. ჩამეხუტა და ბოდიში მომიხადა: „ვცდებოდი, მაპატიე. ეს არა მხოლოდ სავაჭრო ცენტრის შემთხვევას ეხება. მე და ანა საკუთარ თავსა და ოჯახზე ჩავიციკლეთ, სამსახურში ჩავიძირეთ, შენი თავი სულ დაგვავიწყდა.“ანდროს გაჩერება მსურდა, მაგრამ გააგრძელა: „შენ მე და ანა გადაგვარჩინე, საყვარელი სახლი გაყიდე, ჩვენ ფულიც არ დაგიბრუნეთ!  ეს საშინელებაა. ახლა დაგეხმარებით და უარზე არც იფიქრო, თორემ გვეწყინება!“

ახლა ყველაფერი შეიცვლება – რა თქმა უნდა, ამის მოსმენა მესიამოვნა. შობის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ნამდვილად დალაგდა. უარს ვამბობდი, მაგრამ შვილებმა სახლის ფული დამიბრუნეს. მათი შენახვა და სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად მუშაობის გაგრძელება გადავწყვიტე: ხალხთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებდა.საშობაო ვახშმობის შემდეგ ანდრო კიდევ ერთხელ დამელაპარაკა: „ვწუხვარ, რომ ადრე ამაზე არ დავფიქრებულვარ. მადლობა მარის, რომ ყველაფერზე თვალი ამიხილა“. აღმოჩნდა, რომ მეზობელმა ჩემს შვილებს დაურეკა. ჩემზე ძალიან განიცდიდა და ისინი შეარცხვინა. სხვები, ალბათ, სკანდალს მოაწყობდნენ, ჩემები მიხვდნენ, რომ ცდებოდნენ. როგორც ჩანს, ჩემს ცხოვრებაში ახალი ბედნიერებით სავსე პერიოდი დაიწყო!“

ცხოვრებისეული სიბრძნე: რას გვასწავლის ეს ისტორია – ამ ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემაა წამოჭრილი. პირველ რიგში, ზრდასრული შვილები მოხუც მშობლებზე უნდა ზრუნავდნენ, თუნდაც მშობლები ამას არ ითხოვდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა თავად გამოიჩინონ, იკითხონ, როგორ გრძნობს დედა და მამა თავს და რა არ ყოფნით კომფორტული ცხოვრებისთვის.

მეორეც, ნებისმიერი საქმე პატივსაცემია. მთავარია, რომ გულწრფელი იყოს. მირანდა საკუთარი ნებით დამლაგებელი გახდა. ეს მისი შერცხვენის და მისი შრომის დაუფასებლობის მიზეზი არაა. გვეთანხმებით? რა გრძნობები გამოიწვია ამ ისტორიამ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს