დამწყებ მებაღეებში პომიდვრის ნერგების გაზრდა ბევრ კითხვას იწვევს. როგორ დავგეგმოთ პროცედურა? რა შეიძლება არასწორად მოხდეს? როგორ ვმართოთ სიტუაცია? ხარისხიანი ნერგები მაისში ღია გრუნტში რომ დარგოთ, მისი გაზრდა მარტში უნდა დაიწყოთ. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ჯანმრთელი და ძლიერი ნერგი.
პომიდვრების ნერგების გაზრდა
პირველ რიგში, გაარკვიეთ, რამდენი ნერგის მიღება გსურთ. საჭირო რაოდენობის თესლი, მიწა, კონტეინერი მოამზადეთ. სიტყვაზე, ბევრი მწარმოებელი შეფუთვაზე უთითებს, როდის შეიძლება მცენარის დარგვა ფანჯრის რაფაზე, როდის შეიძლება ღია გრუნტში გადარგვა. ყურადღება მიაქციეთ, რას გირჩევთ მწარმოებელი ან გამყიდველი.ნერგების ქოთნებს სადრენაჟო ხვრელები უნდა ჰქონდეს, რომ ზედმეტი სითხე დაიწუროს. გრუნტი ფანჯრის რაფაზე ნერგების გასაზრდელად ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. პომიდვრისთვის სჯობს ორგანულით გამდიდრებული მიწა ან ძაღლყურძენასებრთა ოჯახისთვის სპეციალური მიწა შეიძინოთ.
სწორი მოქმედება – გამოცდილი მებოსტნეები გირჩევენ, რომ თესლი დათესვამდე მოამზადოთ. რა თქმა უნდა, თუ სპეციალურად დამუშავებულ თესლს ყიდულობთ, მაშინ ამის გაკეთება საჭირო არაა. ასეთი მანიპულაციებით ნერგი სხვადასხვა ტემპერატურის ცვლილებების და ამინდის პროგნოზების მიმართ უფრო გამძლე ხდება.პომიდვრის თესლი წყალში ჩაალბეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. ამის შემდეგ წყლიდან ამოიღეთ და 2 საათით კალიუმის პერმანგანატის სუსტ ვარდისფერ ხსნარში გადაიტანეთ. ამ პროცესს შეწამვლა ეწოდება – მავნებლებისა და სხვა პოტენციური თესლის მჭამელებისგან ერთგვარი დაცვაა. 2 საათში თესლი ხსნარიდან ამოიღეთ და ბამბის დისკზე გადაიტანეთ. 10 წუთში ზედმეტი სითხე უნდა დაიწუროს.
თესლისთვის ორმოს სიღრმე 1,5 სმ–ს არ უნდა აჭარბებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაღვივებაზე დიდხანს ლოდინი მოგიწევთ. თესლი ღირსეული ინტერვალით დათესეთ, რომ ზრდის პროცესში ერთმანეთს ხელი არ შეუშალოთ. დათესვის შემდეგ პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას შეინახეთ.
მეტი საზრუნავი – პირველი აღმონაცენის გამოჩენას დააკვირდით. როგორც კი ამას შეამჩნევთ, პარკი მოაშორეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგიერთი თესლი შეიძლება ამოიწვეროს. თესლი კომფორტულად რომ იყოს, რომ 24-26 გრადუსი ოპტიმალური ტემპერატურა შეინარჩუნეთ. თუ ტემპერატურა სასურველზე დაბალია, თესლის გაღვივების დრო 5-10 დღით გაიზრდება.
პომიდვრების პიკირება – ახლა პომიდვრების პიკირება, ჩითილების გამოყვანა აუცილებელია. დაელოდეთ, სანამ აღმონაცენზე სრულყოფილი ფოთოლი გამოჩნდება, შემდეგ პროცესს შეუდექით. პიკირების აზრი ნერგების ფესვების მცირე დაზიანებაა, რაც მომავალში გაზრდას და მისი ფესვების სისტემის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.სანამ პატარა ყლორტს მიწიდან ამოიღებთ, ნერგი უხვად მორწყეთ. თითოეული პომიდვრის უფრო დიდ ცალკეულ კონტეინერში გადასარგავად სპეციალური ნიჩაბი ან პატარა დანა გამოიყენეთ. იზრუნეთ, რომ ახალ ყუთში შესაფერისი სუბსტრატი ჰქონდეთ, რადგან ღია გრუნტში გადარგვამდე აქ უნდა გაიზარდოს. ახალ ჭურჭელში მისი მორწყვა არ დაგავიწყდეთ.
ახალი სახლი – როგორც კი, ნერგი ახალ ადგილს შეეგუება, პომიდვრის გამოკვება დაიწყეთ. ჩვეულებრივ, აღმონაცენი ახალ კონტეინერს 7-10 დღეში შეეგუება, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ არ ამოიწვეროს. თუ შეამჩნევთ, რომ რაღაც რიგზე არაა, მორწყვა შეამცირეთ, ტემპერატურას დაუწიეთ და ნერგი ნახევრად დაჩრდილულ ადგილას გაიტანეთ.თუ აღმონაცენი თავს მხნედ გრძნობს, მაშინ პირველად გამოკვებეთ. პომიდვრისთვის მინერალური სასუქის სპეციალური ნაკრები შეიძინეთ. უნდა შეიცავდეს სასარგებლო მიკროელემენტებს, როგორიცაა რკინა, თუთია, ფოსფორი, კალიუმი. თუ არ იცით, რომელი სასუქი შეარჩიოთ, სპეციალიზებულ მაღაზიაში კონსულტანტს დახმარება სთხოვეთ.
თავისუფალი ცურვა – კომფორტული პირობები, სწორი მოვლა და მორწყვა, დროული გამოკვება ჯანმრთელი და ძლიერი ნერგის გაზრდაში დაგეხმარებათ. გრუნტს ადვილად შეეგუება, რომ შემდეგ მებოსტნე უხვი მოსავლით გაახაროს. ღია გრუნტში დარგვამდე 10 მსხვილი ფოთოლი და ყვავილის მტევანი ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს.აღმონაცენის მიწიდან ამოღებისას მიწის გუნდას ყურადღება მიაქციეთ. ფესვების სისტემას მიწა მთლიანად უნდა მოშორდეს, რაც მისი სიმწიფის და მომავალი ზრდისთვის მზადყოფნის ნიშანია. მცენარე მიწიდან ფრთხილად ამოიღეთ, ყუთი ოდნავ გადააბრუნეთ და ძირში დაარტყით.
პომიდვრების ნერგების გაზრდა ფანჯრის რაფაზე – გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ გემრიელი პომიდვრების გაზრდას შეძლებთ. განვითარების თითოეულ ეტაპზე ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იზრდება მცენარე. თუ შეამჩნიეთ, რომ რაღაც რიგზე არაა, სიტუაცია შეაფასეთ და გამოასწორეთ. მაგალითად, თვლით, რომ ზედმეტად მორწყეთ? რაღაც დროით მორწყვა შეწყვიტეთ. გარისკვის და მდგომარეობის კორექტირების არ შეგეშინდეთ, თუ რაღაც არასწორად გააკეთეთ. შეცდომებზე სწავლით უფრო გონიერი და გამოცდილი გახდებით.