ოთახის მცენარე – კრასულა, ანუ ფულის ხე ყველამ იცის: ხორციანი, მუქი მწვანე ფოთლები, ხისებრი ტანი, კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა. ის ბევრს ჰყავს სახლში თავისი უპრეტენზიო ხასიათის გამო.ზაფხულში კრასულას მოვლა ძალიან მარტივია: მხოლოდ მორწყვა სჭირდება. ამ პერიოდში შეგიძლიათ ღია გრუნტშიც გადაიტანოთ. ზამთარში მეტი ყურადღება და სასუქი სჭირდება, რადგან მოკლე დღის გამო ის დიდ ენერგიას კარგავს. კონკრეტულად რითი უნდა კვებოთ ფულის ხე პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
ფულის ხე ოთახში
იდეალურ შემთხვევაში ის ზაფხულში თვეში ერთხელ, ხოლო ზამთარში 2 თვეში ერთხელ უნდა კვებოთ. აკონტროლეთ ტემპერატურა და მზის სხივების რაოდენობა. არ ჭირდება ძვირადღირებული ხელოვნური განათება, მცენარე მის გარეშეც კარგად იქნება.
უნდა შეარჩიოთ სასუქის შემდეგი კომპონენტები:
- აზოტი – ჭირდება მიწის ზედა ნაწილის ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის. აძლიერებს ღეროს და ფოთლებს, განსაკუთრებით ჭირდება ზაფხულში.
- ფოსფორი -აზოტის ანტიპოდი. მუშაობს ფესვთა სისტემაზე და ეხმარება მათ წყლის ათვისებაში. მის რაოდენობაზეა დამოკიდებული მცენარის ჯანმრთელობა. ფოსფორის ნაკლებობის დროს ფოთლებს აქვს იისფერი შეფერილობა.
- კალიუმი – პასუხს აგებს საკვები ნივთიერებების მოხვედრაზე მცენარეში. ასევე ეხმარება სასუქის ათვისებას. კალიუმის დეფიციტის დროს ფოთლებს აქვს მოყვითალო ლაქები.
- კალციუმი – მცენარეს მსხვილს და მასიურს ხდის. პასუხს აგებს ახალი და ძველი ტოტების სიმსხოზე.
ზამთარში მცენარე ისვენებს და ახალი ყლორტები და ფოთლები მასზე არ ვითარდება. სამაგიეროდ სრული დატვირთვით მუშაობს ფესვთა სისტემა. ამიტომ ამ პერიოდში უპირატესობა მიანიჭეთ სასუქს ფოსფორის და კალიუმის შემცველობით. არ გამოიყენოთ კალციუმი და აზოტი.
ცოტა რამ სახლში მომზადებულ საშუალებებზე – კრასულას კვება შინაური საშუალებებით ძალიან მარტივია. მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ კვერცხის ნაჭუჭი. შეაგროვეთ 10 ცალი ნაჭუჭი, მოაცილეთ შიდა აპკი და დაფშვენით. შემდეგ დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით ბნელ ადგილას 2 კვირით ოთახის ტემპერატურაზე.
2 კვირის შემდეგ გაწურეთ სითხე და დაუსხით მცენარეს. მიღებული ნაყენი მარტივი, სასარგებლო და ეკოლოგიურად სუფთაა.კიდევ უფრო მარტივია ნაცრით კვება. ის არ შეიცავს აზოტს, რომელიც არ გვჭირდება ზამთარში. აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ნაცარი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და დადგით 24 საათი. მეორე დღიდან შეგიძლიათ დაუსხათ მცენარეს.სასუქი მოასხით მორწყვის შემდეგ, ტენიან მიწაზე, შემდეგ კიდევ დაამატეთ წყალი. ასეთ შემთხვევაში ყველა მიკროელემენტი მოხვდება ფესვებთან და არ დარჩება მიწის ზედაპირზე.
თუ გაითვალისწინებთ ამ წვრილმანებს, თქვენი კრასულა მრავალი წლის განმავლობაში გაგაბედნიერებთ თავისი სილამაზით. თქვენ როგორ უვლით ფულის ხეს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.