ფულის ხის ფოთლები შეიძლება საიმედო დამხმარე გახდეს ნებისმიერი მფლობელისთვის. ისინი უშვებენ უნივერსალურ სიგნალს, როცა რამე რიგზე არ აქვთ. როგორ ავხსნათ სწორად ამ ლამაზმანის მინიშნებები, რამ შიძლება გამოიწვიოს მისი ფოთლების ცვენა – პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
ფულის ხის ფოთლები
ფულის ხე, ანუ კრასულა – ეს არის სეკულენტი სამხრეთ აფრიკიდან. მიჩვეულია ცხელ კლიმატს და ხანგრძლივ მშრალ პერიოდს. ფულის ხე ხალხმა ფოთლების მონეტებთან მსგავსების გამო უწოდა. ზოგიერთი სახეობა ფოთლებში მცირე რაოდენობით დარიშხანს აგროვებს, მაგრამ ეს ხდება ბუნებრივ პირობებში. სახლში ამის საშიშროება არ არის.კრასულას ბევრი სახეობა არსებობს, მაგრამ ის, რომელიც სახლში გვყავს, არის ოვალური, ანუ კვერცხისებრი კრასულა. მას აგრეთვე უწოდებენ იღბლის, მეგობრობის, ჟადეიტის ხეს – მისი მუქი მწვანე ფერის გამო.
ფოთლების ცვენა – ბევრ დიასახლისს მოსწონს კრასულა, რადგან სრულიად უპრეტენზიო მცენარეა. წყალი, მზის სხივები ზომიერად სჭირდება, იშვიათად ითხოვს მინერალურ სასუქებს. მაგრამ ასეთი მცენარეც შეიძლება დაავადდეს. დაავადების პირველი ნიშნები ფოთლებზე ჩნდება.თავიდან პრობლემა არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფოთლები სუსტდება და ცვივა, თან საკმაოდ სწრაფად. ამიტომ საჭიროა სწრაფი რეაგირება.
სერიოზული პრობლემა – არსებობს ფულის ხის ოთხი მთავარი მტერი: პირველი ეს არის ორპირი ქარი. მას არ უყვარს ტემპერატურის უეცარი ცვალებადობა, ამიტომ ნუ დადგამთ ქოთანს კარებთან ან ფანჯარასთნ ახლოს. მნიშვნელოვანია აკონტროლოთ წყლის ტემპერატურა, როლითაც რწყავთ. ის უნდა იყოს ოპტიმალური, რათა არ დააზიანოს ყვავილის ფესვები.ფოთლების ცვენა შეიძლება გამოიწვიოს მიწის გამოფიტვამ ან არასწორმა კვებამ. არ შეაწუხოთ მცენარე ყვავილობის ან გადარგვის დროს, რადგან ამ დროს ისედაც სტრესშია. სასუქი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს ფოთლებს ან ღეროებს. მკაცრად რეკომენდებულია მისი მიწოდება ფესვების ქვეშ.კრასულას უყვარს სითბო და მზის შუქი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ მზის სხივებს უნდა მივუშვიროთ. თუ მოხდა და მზეზე ხანგრძლივად მოუწია ყოფნა, გადაიტანეთ ჩრდილში და აცალეთ გონზე მოსვლა.და ბოლოს, ფულის ხის მთავარ მავნებლად ითვლება ზედმეტი წყალი. მცენარის აგებულებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის ხანგრძლივად ინარჩუნებს წყალს თავის ხორციან ფოთლებში. ამიტომ არ სჭირდება ინტენსიური მორწყვა. შეიმუშავეთ ერთგვარი გრაფიკი, ნიადაგი არც ძალიან მშრალი უნდა იყოს და არც ძალიან სველი.
როგორ დავეხმაროთ ფულის ხეს – დავუშვათ, ფულის ხემ მოულოდნელად მოიწყინა და დაეწყო ფოთლების ცვენა. როგორ მოვიქცეთ? არსებობს ცრურწმენა, რომ თუ მცენარე გახმება, ეს მოასწავებს ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ამ კუთხიდან და ვეცდებით გადავარჩინოთ ის.დააკვირდით თქვენს კრასულას და ეცადეთ განსაზღვროთ, თუ რას შეეძლო გამოეწვია მისი გაფუჭება. თუ მიზეზს დაადგეთ, მისი მოგვარება ბევრად უფრო მარტივი იქნება.
თუ ხილულ მიზეზს ვერ დაადგენთ, სცადეთ გადარგვა. ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან, ფრთხილად გაასუფთავეთ ფესვები, გაურეცხეთ თბილი წყლით. შემდეგ დაათვალიერეთ და მოაცილეთ დაზიანებული ნაწილები. მოამზადეთ კალიუმის პერმანგანატის ხსნარი და მოათავსეთ 20 წუთით. შემდეგ ამოიღეთ მცენარე და დადეთ მშრალ ხელსახოცზე.თქვენ გიყვართ ფულის ხე? გყავთ ის სახლში? როგორ უვლით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.