დედამთილმა ორსულ რძალს ურჩია მოეთავსებინა ბიგუდები სარეცხ მანქანაში ერთი საინტერესო მიზეზის გამო

1356

ბევრისთვის სარეცხი მანქანით რეცხვა მარტივი ყოველდღიური საქმიანობაა. რა პრობლემაა: უნდა შეაწყო ტანსაცმელი, ჩართო სარეცხი მანქანა, ცოტა ხანში გამოიღო და შემდეგ გააშრო.თუმცა, გამოცდილი დიასახლისები მუდმივად ეძებენ რეცხვის ხარისხის გასაუმჯობესებელ ხრიკებს. ზოგი სარეცხ მანქანაში ყავას ამატებს, ზოგი პილპილს, ზოგი ღრუბელს დებს, ზოგი კი ბიგუდებს.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ გავიხსენოთ, თუ რა ხრიკები გვეხმარება ეფექტურად რეცხვაში და რა გავიგებთ, თუ რა ფუნქცია აქვს ბიგუდებს.

მანქანით რეცხვა

1 . ყავა და შავი ჩაი – ჩაგისხიათ მუქი ყავა ან ჩაი სარეცხ მანქანაში? ბევრს ეს იდეა შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ იცოდეთ, რომ საკმაოდ ეფექტურია შავი ფერის ტანსაცმლის გასარეცხად.ასეთი რეცხვა ხელს უწყობს შავი ნივთების ფერის შენარჩუნებას, რომლებიც დროთა განმავლობაში ხუნდება. ყავა წინასწარ უნდა გაიფილტროს და ნალექის გარეშე უნდა ჩაისხას.

2 . შავი დაფქული წიწაკა – ამ ხრიკის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ერთი ჩაის კოვზი დაფქული შავი პილპილი საკმარისია იმისთვის, რომ თქვენს ნივთებს პირვანდელი ფერი დაუბრუნდეს. გარეცხვის წინ უნდა ჩაყაროთ ერთი კოვზი წიწაკა სარეცხ მანქანაში.საქმე იმაშია, რომ წიწაკის ნაწილაკები რეცხვისას ქსოვილს სარეცხ ფხვნილს აშორებს, რომელიც ტანსაცმელს ხასხასა ფერს აკარგვინებს. ამრიგად, წიწაკა სარეცხს იცავს ზედმეტი სარეცხი ფხვნილისგან.

3 . ძმარი – ძმარი ბევრი პრობლემის გადასაჭრელად გამოდგება. ის ქსოვილის საუკეთესო ბიუჯეტური დამარბილებელია და თავისუფლად ჩაანაცვლებს კონდენციონერს. რეცხვის დროს ჩაასხით 100 მლ. ძმარი სარეცხი მანქანის კონდენციონერის განყოფილებაში. ის არა მარტო ეხმარება დაბინძურებული ნივთების გასუფთავებას, არამედ აშორებს უსიამოვნო სუნს.

4 . ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი – თუ გყავთ შინაური ცხოველი, მათი ბეწვის მოსაცილებლად შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში შეაგდოთ პარალონის ღრუბელი. გამოყენებამდე მაცილეთ მყარი ფენა, რადგან რეცხვის პროცესში შეიძლება დაიშალოს. თავად ღრუბელი შესანიშნავად შეაგროვებს ბეწვს და თმას. ასევე ეფექტურია სილიკონის ღრუბელიც.

5 . ბიგუდები – რატომ უნდა შევაგდოთ სარეცხ მანქანაში ბიგუდები? მათ, ვისაც სახლში ყავს კატა ან ძაღლი, ეს ხრიკი დააინტერესებთ. ბიგუდები ღრუბლის მსგავსად აგროვებს ისეთ ბეწვს, რომლის მოშორება სხვა საშუალებით შეუძლებელია.

რჩევა რედაქციისგან: თითოეულ ხრიკს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ზოგი იღებს სასურველ შედეგს, ზოგიც იმედგაცრუებული რჩება. მიტომ დასაწყისისთვის დარწმუნდით, რომ კონკრეტული მეთოდი თქვენს შემთხვევაში ეფექტურია და გარეცხეთ ნაკლებად მნიშვნელოვანი ნივთები.თქვენ რომელ ხრიკს იყენებთ რეცხვის დროს? გაგვიზიარეთ რჩევები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს