გახეხეთ ლიმონი წვრილ სახეხზე და შეურიეთ ქოქოსის ფანტელს, შედეგი სკეპტიკოსებსაც გაკვირვებს.

209

ნამცხვარი ქოქოსით და ლიმონით შესანიშნავი საშუალებაა დილით ან საღამოს ჩაისთან დასაყოლებლად ოჯახთან ერთად. ცომის ტექსტურა ხაჭოს მსგავსი გამოდის და ძალიან უხდება ლიმონის და ქოქოსის მკვეთრად გამოხატული არომატი.დღეს პაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ ლიმონის და ქოქოსის ნამცხვრის რეცეპტს.

ნამცხვარი ქოქოსის ფანტელით

ინგრედიენტები

  • 200 გრ. ნაღები (10-15%)
  • 3 კვერცხი
  • ლიმონის ცედრა
  • 150 გრ. შაქარი
  • 90 გრ. ფქვილი
  • 50 გრ. ლიმონის წვენი
  • 50 გრ. ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესი

  1. წყლის აბაზანაზე გაადნეთ კარაქი.
  2. გახეხეთ ლიმონის ცედრა.
  3. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მიქსერით ან ხელის სათქვეფით.
  4. ათქვეფილ მასაში ჩაასხით გამდნარი და შეგრილებული კარაქი, ისევ ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი და ფქვილი. კარგად აურიეთ.
  5.  დაუმატეთ ცომში ლიმონის წვენი და ცედრა.
  6.  წაუსვით საცხობ ფორმას ცხიმი და ჩაასხით ცომი. შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 40 წუთი სრულ მზადყოფნამდე.

გამომცხვარი ნამცხვარი დაჭერით და შედგით მაცივარში 2 საათით. გემრიელად მიირთვით ჩაისთან ან ყავასთან ერთად!

რჩევა რედაქციისგან: ძალია მიყვარს ისეთი მარტივი და სწრაფი რეცეპტები, როგორიც ეს ნამცხვარია. ჩემს სახლში ძალიან მოსწონთ და ხშირდ ვაცხობ ხოლმე. ვცადე ლიმონის ცედრის და წვენის მაგივრად ფორთოხლის ცედრა და წვენი. საოცარი არომატის ნამცხვარი მივიღე.თქვენ გიყვართ ნამცხვრების ცხობა? სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს