ნიკოლოზს ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძმასთან და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი თხოვნა მათ შემდგომ კომუნიკაციას ეჭვქვეშ დააყენებდა. თუმცა, ეს ასე მოხდა და სასიამოვნო ნამდვილად არ იყო. რატომ შეექმნა ნიკოლოზს უფროს ძმასთან პრობლემა, წაიკითხავთ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში.
ძმასთან ურთიერთობა
ოჯახში ორნი ვართ: მე და ჩემი უფროსი ძმა ალექსი. ვერ ვიტყვი, რომ ვმეგობრობდით – ბავშვობაში ხშირად ვეჭვიანობდი და ყოველთვის მსურდა მასზე უკეთესი ვყოფილიყავი. მაგრამ 5 წლიანი ასაკობრივი სხვაობა თავისას შვებოდა.ალბათ, ჩემი ეჭვიანობის გამო ძმასთან ურთიერთობა მეგობრობაში არ გადაიზარდა, მაგრამ არც ცუდი ერქვა. ჩვენ გავიზარდეთ, გვაქვს სხვადასხვა პრიორიტებები, დავქორწინდი, გავხდი მამა და ჩემი მიზანი ალექსისთან შეჯიბრი აღარ იყო. ვეხმარები მოხუც მშობლებს და ვინარჩუნებთ ჰარმონიას ურთიერთობაში.
თუმცა, ჩემს ძმას იშვიათად ახსენდება თავისი ოჯახის წევრები. ის წარმატებული ბიზნესმენი გახდა, ბევრს მოგზაურობს და ისვენებს. მიხარია მისი წარმატება, რადგან ყოველთვის ოცნებობდა ამაზე. თუმცა ახლო კონტაქტი არ გამოგვდის, რადგან ძალიან განსხვავებულები ვართ.დღესასწაულების გარდა ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით. ეხლახანს დედის დაბადების დღეზე მოვიდა, ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, თან დახმარება მჭირდებოდა.
მე და ჩემმა მეუღლემ კრედიტით ვიყიდეთ ბინა და თვიდან თვემდე ძლივს გაგვაქვს თავი. მაგრამ ამას გავუმკლავდებით, რომ არა სარეცხი მანქანის გაფუჭება. მეუღლეს უკვე ორი თვეა ხელით უწევს სარეცხის რეცხვა. ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ძმისთვის მეთხოვა ცოტა ხნით ფული.
ღვიძლი ძმის უცნაური პირობა – ცოლისთვის არაფერი მითქვამს, ვიცოდი წინააღმდეგი იქნებოდა, მაგრამ მე სასირცხვილოს ვერაფერს ვხედავ საკუთარ ძმას რომ დახმარება ვთხოვო. ასე ვფიქრობდი, სანამ ჩემმა ძმამ თხოვნის საპასუხოდ ჯიბიდან კალამი და ფურცელი არ ამოიღო. “აი, ფურცელი და ხელწერილი დამიწერე.” – მოთხრა ალექსმა მშვიდი ხმით. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ძმა იმდენად არ მენდობოდა, რომ ქვითრის დაწერას მთხოვდა ფულის სასესხებლად, მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ მდიდარი ადამიანია.
მე თანხას აუცილებლად დავუბრუნებდი, არც არასდროს მითხოვია მისთვის რამე. მაგრამ როგორ? ეხლა ხელწერილი უნდა მივცე, რომ ფული მასესხოს?როდესაც ეს ჩემმა მეუღლემ გაიგო, ძალიან გაბრაზდა: “ხომ გითხარი, ნურავის გამოართმევ ფულს, ეს კარგს არაფერს მოგიტანსო”. ცოლი მართალი აღმოჩნდა. ერთ თვეში ძმამ დამირეკა და მკითხა, ფულს როდის დამიბრუნებო…
ვფიქრობ, ჩემ ძმასთან ურთიერთობა აღარასოდეს გაუუმჯობესდება. შემდგომში თუ რამე დამჭირდება, მირჩევნია სხვას ვთხოვო, ვიდრე საკუთარ ძმას. არც კი მჯერა ამას რომ ვამბობ!
რას გვასწავლის ეს ამბავი? – ეს ამბავი გვასწავლის, რომ ნათესაური კავშირი არ არ იძლევა კარგი ურთიერთობის გარანტიას. ეს ყველაფერი თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული.ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ხელწერილის გამორთმევა ნორმალურია, თუმცა ახლობლებმა უნდა შეძლონ საერთო ენის გამონახვა და უფრო მეტი თანადგომის უნარი გამოიჩინონ.
თქვენ რას ფიქრობთ? როგორ წარიმართება ძმების ურთიერთობა მომავალში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.