როგორ აღვიდგინოთ ენერგია და გავხდეთ ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანი? კითხვა საკმაოდ რთული და მრავალმხრივია, რადგან ყველას აქვს სულში რაღაც, რაც მოსვენების საშუალებას არ აძლევს. ზოგს არ შეუძლია მოდუნება დაძაბული სამუშაოს გამო, ზოგი შორდება საყვარელ ადამიანს და დარდობს, ზოგმა ახლობელი დაკარგა დ არ იცის როგორ იცხოვროს მომავალში. არსებობს რჩევები მათთვის, ვინც თავს დაცლილად გრძნობს? პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე ვისაუბრებთ.
როგორ აღვიდგინოთ ენერგია – ზოგიერთი საკითხი სპეციალისტის კაბინეტში უნდა მოაგვაროთ. მაგალითად, არსებობენ ფსიქოლოგები, ფსიქოთერაპევტები. ზოგჯერ დამოუკიდებლად ვერ ვახერხებთ სიტუაციაში გარკვევას და სპეციალისტის დახმარება სრულიად მისაღებია.ზოგჯერ თითქოს ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი თავის ადგილას, მაგრამ მუდმივად გრძნობ დაღლილობას ან სევდას. უბრალოდ ვერ ხვდები რა უნდა გააკეთო, რადგან ხარ ძალიან დაღლილი. რატომ ხდება ასე?
ყველაფრის მოსწრება – ერთხელ ნინა თავის მეგობარ ლიკას შეხვდა. მათ დიდი ხანი არ ჰყავდეთ ერთმანეთი ნანახი და ლიკამ მაშინვე თავისი ამბების მოყოლა დაიწყო, რას აკეთებს, როგორ იღლება, მაგრამ ყველაფერს ასწრებს: “ახლა ბანკში ვმუშაობ, მერე პირდაპირ ცეკვაზე გავრბივარ. კვირაობით მე და ცემი ქმარი მივდივართ თეატრებში, მუზეუმებში, გამოფენებზე. ჩვენ ვცდილობთ განვვითარდეთ, სახლში ჯდომით ვერაფერს მივაღწევთ. ვცდილობ ყველაფერი მივიღო ცხოვრებისგან და ენერგიით სავსე ვარ”.ამ შეხვედრის შემდეგ ნინა დაფიქრდა. ის არსად დადის, არ ესწრება მასტერკლასებს, არ მოძრაობს. მას მოეჩვენა, რომ ცხოვრება გადიოდა და ის მხოლოდ ქმარსა და სამსახურს შორის იყო გაბმული. გადაწყვიტა მუზეუმებსა და სასრიალო მოედანზე ევლო, მაგრამ ამან სიამოვნება არ მოუტანა. არანაირი ენერგია არ მომატებია, პირიქით, უფრო დაიღალა.ბედნიერი შემთხვევა დაეხმარა სიტუაციაში გარკვეულიყო. ქუჩაში დაინახა ლიკა, რომელიც ხმამაღლა ეჩხუბებოდა ქმარს. “შენმა წესებმა დამღალა, ძალა აღარ მაქვს”- ყვიროდა ქმარი.
- -შენ გგონია, მომწონს ეგ სულელური კურსები?” – უპასუხა ლიკამ
- – მაშინ რატომ დადიხარ თუ არ მოგწონს?
- -იმიტომ რომ ამას ყველა ჩემი თანამშრომელი აკეთებს, ხომ არ ჩამოვრჩები მათ? შემდეგ წყვილი მანქანაში ჩასხდა და იქ განაგრძეს კამათი.
სრული რელაქსი – ეს ამბავი დაგეხმარებათ მიხვდეთ, რომ სენსაციური კურსები და გაკვეთილები ყოველთვის არ არის ის, რაც გინდათ. შენზე უკეთ არავინ იცის რა გჭირდება. ეს უნდა გაარკვიოთ ცდის და მოსინჯვის მეთოდით და როგორც კი იგრძნობთ დაღლილობას და აპათიას, მაშინვე გამოყავით დრო დასვენებისთვის.ზრდასრულთა ცხოვრება რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს. ყოველთვის არ გვაქვს საშუალება ნორმალურად დავისვენოთ, მაგრამ უნდა მოვახერხოთ. ორგანიზმს სტრესის და რთული დღის შემდეგ ძალების აღდგენა სჭირდება.აუცილებლად მიეცით საკუთარ თავს დასვენების და განტვირთვის საშუალება. იქნებ სამუშაოს შეცვლა გჭირდება? ან სანაცნობო წრის შეცვლა? დაფიქრდით და მოუსმინეთ საკუთარ თავს. მასზე უკეთ არავინ იცის რა გსურთ.
როგორ აღვიდგინოთ ენერგია და ვიცხოვროთ ბედნიერად – შეეცადოთ იცხოვროთ ორი პრინციპით: პირველი – არ დაგავიწყდეთ ჩაიდნის პრინციპი. თუ გრძნობთ, რომ ძალა აღარ გაქვთ, მაშინვე დაიხურეთ სახურავი. ერთგვარი ენერგეტიკული სახურავი საშუალებას მოგცემთ თავი დაიცვათ იმ ადამიანებისგან, ვინც თქვენს ყურადღებას არ იმსახურებს.და მეორე – გაითვალისწინეთ ჟანგბადის ნიღბის წესი. თვითმფრინავში ის ჯერ ზრდასრულმა უნდა გაიკეთოს, ხოლო შემდეგ კი ბავშვს. ეს კეთდება მარტივი მიზეზის გამო – თუ მშობელი გონებას დაკარგავს, ვეღარ დაეხმარება შვილს.
ეცადეთ ხშირად იაროთ სუფთა ჰაერზე, დატკბეთ ბუნების მშვენიერებით, მოუსმინოთ საკუთარ სურვილებს. თქვენ როგორ ახერხებთ ხოლმე განტვირთვას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.