ბებია ანტონინა გასაყიდად ამზადებს ჭარხალს კორეულად, ვინც ერთხელ გასინჯა, ყოველ დღე მიდის მის საყიდლად.

748

კორეული სტაფილო დიდი ხანია უკვე შეიყვარეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ცოტამ ტუ იცის, რომ იგივე პრინციპის გამოყენება შეიძლება ყაბაყის, გოგრის და ჭარხლის მოსამზადებლად. კორეული წესით მომზადებული ჭარხალიც შესანიშნავი გამოდის.

ჭარხალი კორეულად

ინგრედიენტები

  • 500 გრ. უმი ჭარხალი
  • 1 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 30 მლ. ლიმოის წვენი
  • 2-3 ს/კ სოიოს სოუსი
  • 60 მლ. მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ სეზამის ზეთი
  • 1.5 ს/კ ყავისფერი შაქარი
  • 1 ს/კ ქინძის თესლი
  • 0,25 ჩ/კ წიწაკა ჩილი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

  1. გახეხეთ უმი ჭარხალი კორეული სტაფილოს სახეხით.
  2. დაჭყლიტეთ ან წვრილად გახეხეთ ნიორი, დაუმატეთ ლიმონის წვენი.
  3. მოაყარეთ ყავისფერი შაქარი, შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრიც.
  4. დაუმატეთ სოიოს სოუსი და აურიეთ.
  5. ტაფაზე კარგად გააცხელეთ სეზამის და მცენარეული ზეთი კარგად.
  6. ამასობაში წვრილად დაჭერით ხახვი.
  7. მოშუშეთ ხახვი ოქროსფერი ფერის მიღებამდე.
  8. დაფქვით საფქვავში ქინძის თესლი. ასე ის ბევრად არომატული იქნება, ვიდრე მზა ნაყიდი.
  9. ხახვს დაუმატეთ ქინძი, წიწაკა ჩილი, შავი დაფქული პილპილი. აურიეთ და შუშეთ კიდევ რამდენიმე წუთი, რათა სანელებლებმა თავისი გემო კარგად გამოსცეს.
  10. დასხით მოშუშული ზეთიანი მასა გახეხილ ჭარხალს. სურვილის შემთხვევაში მოაყარეთ სეზამი.
  11. აურიეთ, დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში მთლი ღამით.
  12. უმჯობესი იქნება მოამზადოთ ბევრი, რადგან თვალის დახამხამებაში გათავდება.

წავიკითხე, რომ სალათის ჭამა ვახშმის მაგივრად ერთ-ერთი მარტივი გზაა წონაში დასაკლებად. თქვენ გიყვართ სალათები? გაგვიზიარეთ კომენტარებში თუ რომელი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს