სამაგალითო დიასახლისმა იცის, როდის დაამატოს წვნიანში დაფნის ფოთოლი და ამოიღოს თუ არა ის იქიდან

450

ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულები დიდ დროს ხარჯავენ იმ პროდუქტების ძიებასა და ყიდვაში, რომლებიც დადებითად მოქმედებენ მათ ორგანიზმზე. მაღაზიის თაროებზე გაჩნდა დიდი რაოდენობით პრეპარატი სხვადასხვა შემადგენლობით. უმეტეს შემთხვევაში მათი ფასი მაღალია, ხოლო რა სარგებლობა მოაქვს ზუსტად არავინ იცის. მაგალითად, დაფნის ნახარში კი ძალიან იაფი ჯდება და მისი სარგებლიანობაზე ბევრი ექიმი-დიეტოლოგი დაგვეთანხმება.უბრალოდ უდა იცოდეთ რა პრობლემები გაქვთ და მოამზადოთ შესაბამისი რეცეპტი. დაფნის ფოთოლი ცნობილია თავისი გაუმეორებელი გემოთი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ წესებს მისი მოხმარების შესახებ.

დაფნის ფოთლების ნახარში

რატომ ამატებენ დაფნას საჭმელში? – დაფნის ფოთოლს ძირითადად ამატებენ პირველ კერძში. წვნიანი უფრო არომატული და გემრიელი გამოდის თუ მას სწორად გამოიყენებთ. დაფნის ფოთოლი წვნიანში მზადყოფნამდე 5 წუთით ადრე დაუმატეთ, თუ კერძი სქელია, მაშინ 10 წუთით ადრე. ასე შეინარჩუნებთ მცენარის არომატს და სასარგებლო თვისებებს.იდეალური პროპორციაა 2 დაფნის ფოთოლი 1 ლიტრ სითხეზე. ბევრმა არ იცის, რომ “აქტივაციისთვის” გამოყენებამდე დაფნის ფოთოლს უნდა დაასხას მდუღარე წყალი, ან დასრისოს ზედაპირი თითებით. გირჩევთ, სცადოთ.არ დაუმატოთ დაფნის ფოთოლი ქათმის ნახარშში, ხახვის ან ნაღებიან წვნიანში. მისი უკეთესი ალტერნატივაა: რეჰანი, როზმარინი, ნიახური ან ოხრახუში. სხვა შემთხვევაში კარგია დაფნის და სურნელოვანი წიწაკის დუეტი. ზოგადად, ეს მცენარე მზა კერძიდან უნდა ამოიღოთ ხოლმე. მისი ტექსტურა უხეშია და უსიამოვნოდ გამოიყურება თეფშზე.

ვამზადებთ ნახარშს – პირველ რიგში, ვისაუბროთ დაფნის სარგებლიანობაზე. ეს მცენარე ძლიერი ანტისეპტიკია და გამოიყენება საფენებშიც. დაფნის ფოთოლი ადეზინფიცირებს ჭრილობას და აქრობს ანთებით პროცესს. შეიცავს დიდი რაოდენობით A, B1, B2, B9, PP, C ვიტამინს, აგრეთვე ნატრიუმს, ფოსფორს, თუთიას, რკინას და სელენს. ბოლო მიკროელემენტი უნარჩუნებს კანს სიმკვრივეს და კარგ იერსახეს, ასევე მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმისთვის.დაფნა ძლიერად მოქმედებს ქალის კუნთოვან ტონუსზე. ამიტომ არ შეიძლება მისი გამოყენება ლაქტაციის დროს. ასევე, თავი უნდა შეიკავოთ თუ გაქვთ თირკმლის, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები. გთავაზობთ დაფნის ნახარშის რამდენიმე რეცეპტს:

  1.  ანტივირუსული ნახარში – აიღეთ 2 ლიტრი მდუღარე წყალი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი, მოცვი, თაფლი და ლიმონი. ბევრი ვიტამინი და სანელებლები ერთად დააჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს შეუწყობს გამოჯანმრთელების პროცესს.
  2. ენერგიის მოსამატებელი ნახარში – თუ ბევრი სამუშაო გაქვთ საღამოს, ან დილით და ვერ ფხიზლდებით, არ გაქვთ ენერგია, გირჩევთ სცადოთ: მწვანე ჩაი, რამდენიმე დაფნის ფოთოლი, თაფლი, ლიმონი და კოჭა. ეს ნატურალური კომპონენტები სწრაფად დაგაყენებთ ფეხზე და მოგცემთ ძალას.
  3. ნაყენი კანისთვის – აადუღეთ წყალი და ჩაყარეთ 10 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ჩ/კ ციტრუსის ეთერზეთი. დააყენეთ რამდენიმე საათის განმავლობაში და ჩაასხით ყინულის ფორმებში. გაყინული კუბებით შეგიძლიათ გაიკეთოთ სახეზე მასაჟი, რაც თქვენს კანს მიანიჭებს ელასტიურობას, გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ფერი. დაფნის ფოთლების აქტიური ნივთიერებები სასწაულებს ახდენს!

როგორც ხედავთ, დაფნის ფოთლით ბევრი სასარგებლო მანიპულაციის ჩატარებაა შესაძლებელი. მთავარია, ვიცოდეთ რა და როდის უნდა გავაკეთოთ. სასიამოვნოა, როცა ასეთი სასარგებლო და ბიუჯეტური საშუალება მუდამ თქვენს ხელთაა. თქვენ კიდევ რაში იყენებთ დაფნას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს