ალინა პირველკლასელი 4 წლის და 9 თვის ასაკში გახდა, მაგრამ ნიჭიერ გოგონას რთული ცხოვრება ელოდა

0
569

საოცარი ბავშვები ხშირად დიდ ყურადღებას იპყრობენ ხოლმე, მაგრამ უმეტესად ისინი იმედგაცრუებულები რჩებიან. ასე დაემართა ვუნდერკინდ გოგონას ალინა ბელაევას. სკოლაში ის 4 წლის და 9 თვის ასაკში მიიყვანეს, შედეგად ის გახდა ყველაზე პატარა პირველკლასელი და მოხვდა რეკორდების წიგნში. თუმცა, ზრდასრულ ასაკში ცხოვრებამ ახალი პრობლემები გაუჩინა. რა დაემართა გოგონას და როგორ არის ის ახლა პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

საოცარი ბავშვები

ალინა ბელაევა მესამე შვილი იყო ოჯახში. ბავშვის დაბადების შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ექნებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. გოგონამ სწრაფად დაიწყო განვითარება, რამაც უსაზღვროდ გაახარა პატარა გენიოსის მშობლები. გოგონას შეეძლო გაეღვიძა ღამით და სიზმარში ნანახი ლექსები ჩაეწერა.პატარა გოგონა ყველას აოცებდა თავისი ერუდიციით. ბაღის აღმზრდელებმა მშობლებს ურჩიეს, რომ სკოლაში მიეყვანათ, მაგრამ ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულებები არ მოსწონდათ მშობლებს, ამიტომ ოჯახი სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონა ხშირად იცვლიდა სკოლას და მასთან ერთად გარემოს და საზოგადოებას.11 წლის ასაკში ალინა უკვე მე-11 კლასის მოსწავლე იყო. მას უყვარდა სწავლა, გახდა უამრავი ოლიმპიადის და კონკურსის გამარჯვებული, მიიღო სხვადასხვა წოდება და მოხვდა ნიჭიერი ბავშვების ენციკლოპედიაში.

პრობლემები ზრდასრულ ასაკში – მეხუთე კლასიდან გოგონა განსაკუთრებით დაინტერესდა ქიმიით და ოცნებობდა თავისი ცხოვრება ამ მეცნიერებისთვის მიეძღვნა. თუმცა, ცხოვრებისეულმა პრობლემებმა ამაში ხელი შეუშალეს. ალინას მშობლები უკვე ასაკში იყვნენ და გოგონა მიხვდა, რომ ვალდებული იყო დახმარებოდა მათ მატერიალურად. სცადა სამსახურის შოვნა, მაგრამ ასაკის გამო ყველგან უარს ეუბნებოდნენ.არადა 18 წლამდე მან უკვე დაამთავრა სკოლა და ტექნიკური სასწავლებელი, აიღო დიპლომი ქიმიის დარგში. გოგონას სურდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო იძულებული იყო სამსახური ეძებნა, თუმცა, ახალგაზრდა ტალანტისთვის ნორმალური სამსახური არ იყო.

დახმარების ძებნა – ალინამ თავისი პრობლემის შესახებ ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგზე დაწერა. გოგონამ მოკლედ აღწერა თავისი პრობლემები და აუხსნა საზოგადოებას, რომ პატარა ასაკის გამო სამსახურზე უარს ეუბნებოდნენ. დასახმარებლად გამოჩდნენ ჟურნალისტები და ადგილობრივი ხელისუფლება, რომლებმაც თავის ქვეშევრდომებს სიტუაციის შესწავლა დაავალეს.ალინას ტვიტის ქვეშ უამრავი ხალხი შეიკრიბა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ხელისუფლება მოეგებოდა გონს და დაეხმარებოდა გოგონას შესაფერისი სამსახურის პოვნაში.

საოცარი ბავშვები მსოფლიოს იპყრობენ – მას შემდეგ გოგონა სოციალურ ქსელში აღარ ჩანს, ან უბრალოდ უცხოებისთვის დახურული აქვს გვერდი. ამიტომ შეუძლებელია იმის გარკვევა, როგორ წარიმართა მისი და ხელისუფლების ურთიერთობა. აღარც ახალი კომენტარები ჩანს მისი პოსტის ქვეშ. იმედი გვაქვს, რომ ვუნდერკინდს ყველაფერი კარგად ექნება.

რედაქციისგან: ხშირად, ბავშვები, რომლებიც ნაადრევად შეყავთ მშობლებს სკოლაში და, განიცდიან ხშირ ცვლილებებს, აქვთ არასტაბილური გარემო, მეგობრების ნაკლებობა, ბევრი ახალი პასუხისმგებლობა და წინააღმდეგობა. მშობელმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ისე, როგორც უკეთესი იქნება საკუთარი შვილისთვის. გულწრფელად გვსურს, რომ საოცარმა ბავშვებმა თავისი ინდივიდუალურობა ისე გამოავლინო, რომ ამის გამო სხვადასხვა პრობლემას არ შეეჯახონ. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.