მივედი სტუმრად შვილთან და შემთხვევით მოვისმინე რძლის საუბარი დედასთან, ძალიან მეწყინა

3361

დედა რა ასაკშიც არ უნდა იყოს, მაინც შვილზე ზრუნვით იქნება დაკავებული. როდესაც შვილი იზრდება, მშობლები ყოველთვის ელოდებიან მისგან რაიმე გმირობას, რადგან სწორედ მის აღზრდას შესწირა თავისი ახალგაზრდობა და წარმატება.ხშირად შვილები ვერ ამართლებენ მშობლების მოლოდინებს. ყველა ვერ ხდება მილიონერი ან წარმატებული ბალერინა, ბავშვობაშივე ადარებენ სხვა ბავშვებს და ეს არის საბედისწერო შეცდომა, რომელიც ანგრევს მყარ ოჯახურ კავშირებს.

პენსიონერი დედა – ლილიმ შვილი მარტომ გაზარდა. ქმარმა ფეხმძიმობის პერიოდში მიატოვა. ასეთი რამ ხშირად ხდება ხოლმე, მამაკაცებს ეშინიათ პასუხისმგებლობის აღება და გარბიან.”ვცხოვრობდი ოროთახიან ბინაში დედასთან ერთად. პირადი ურთიერთობის სურვილი და დრო არ მქონდა. უნდა დავხმარებოდი დედას და ფეხზე დამეყენებინა ჩემი შვილი. მცირე ხელფასით ვცდილობდი არაფერი მიმეკლო ბავშვისთვის, საკუთარ თავს კი ყველაფერზე უარი ვუთხარი.

დედა პერიოდულად მიდიოდა სოფელში და იქიდან ჩამოჰქონდა უკვე დახუფული პროდუქტები, ნიგოზი, ბაღის ვაშლი. ვცხოვრობდით ღარიბულად, მაგრამ მშვიდად. მიშო ჭკვიანი ბიჭი გაიზარდა, სკოლაში კარგად სწავლობდა, უმაღლესში სრული დაფინანსებით მოხვდა.”როდესაც ჩემმა ბიჭმა მუშაობა დაიწყო, უკეთ ვიყავით. მალე კი ცოლის მოყვანა გადაწყვიტა: “ძალიან მიყვარსო” – გამოგვიცხადა. დიდად არ ვიყავი მისი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით აღფრთოვანებული, მაგრამ რა გაეწყობოდა. როდესაც ბინა იქირავეს და ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, მივხვდი, რომ მათი ოჯახი ძლიერი იქნებოდა. ანა შრომისმოყვარე და ჭკვიანი გოგონა იყო, შესანიშნავად გამოიყურებოდნენ ერთად და ძალიან ბედნიერი ვიყავი.”

უსამართლობასთან შეჯახება – “ანას რატომღაც არ უყვარდა ჩემთან სტუმრობა. მიშო მოდიოდა ხოლმე მარტო, მეუბნებოდა, რომ ანა სამსახურში იღლებოდა და დასვენება სჭირდებოდა. თავიდან ვწუხდი ამის გამო, მაგრამ მერე შევეჩვიე.საპენსიო ასაკშიც არ წამოვსულვარ სამსახურიდან, არ მინდოდა ჩემს შვილს ტვირთად დავწოლოდი და სანამ შევძლებდი მემუშავა. ახალგაზრდა წყვილს ისედაც იმდენი რამ აქვს გასაკეთებელი, იქეთ მინდოდა დავხმარებოდი.ერთ დღეს შვილებთან მივედი სტუმრად და სანამ სამზარეულოში ჩაის ვსვამდი, ოთახიდან რძლის საუბარი მომესმა დედამისთან. აღმოჩნდა, რომ ანა დედას ფინასურად ეხმარებოდა და ახლა კომუნალურ გადასახადებზე საუბრობდნენ.

არ ვიცი, რადომ, მაგრამ არ მესიამოვნა. ანას დედაც ჩემი ასაკის არის, ჯანმრთელი და ენერგიული ქალია. მე ვთვლი, რომ როცა მუშაობა შეგიძლია და თან პენსია გაქვს, არ უნდა დაავალდებულო შვილი ფული მოგცეს. მერე გავიგე, რომ თურმე ბავშვებს დაბადების დღეზე სარეცხი მანქანა უჩუქებიათ, მე კი ჩემმა შვილმა ჩაის ნაკრები მომიტანა.ადრე ვფიქრობდი, რომ დედაჩემის სახლი მათთვის გადამეცა, მაგრამ ჯერ ადრეა. გაყიდიან და ისევ ისე გადაანაწილებენ, როგორც აქამდე აკეთებდნენ. მე კი ვინ დამეხმარება?”

რჩევა რედაქციისგან: ზოგჯერ მშობლები აკვირდებიან სხვის შვილებს და უკვირთ, რატომ არიან რატომ არიან ისინი უფრო ყურადღებიანები თავის მშობლებთან, ხოლო საკუთარი არა. აქ საქმე აღზრდასა და კომუნიკაციაშია. გულწრფელად უნდა მოუყვეთ თქვენი პრობლემების შესახებ შვილებს და მიიღებთ მხარდაჭერას. გულში ჩადებული წყენა და შური კარგს არაფერს მოგიტანთ.ლილის ერთი მხრივ სურს იყოს დამოუკიდებელი და თვლის, რომ შვილისგან დახმარება არ უნდა მიიღოს. მეორე მხრივ, სურს მისგან მეტი ყურადღება. უმჯობესია დაელაპარაკოს შვილს და არ გაირთულოს ცხოვრება. ოჯახის წევრები გულწრფელები უნდა იყვნენ ერთმანეთთან. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს