ჩემი მეგობრები შეხვედრის დროს მეუბნებოდნენ, რომ წონაში ძალიან მოვიმატე. მათ მსოფლიოში ყველაზე მახვილგონივრული პასუხი ელოდათ.

218

ჭარბი წონა მხოლოდ გარეგნულ მხარეზე არ აისახება, ის მუდმივად ჩვენს თავში ცხოვრობს. ხშირად ხდება, რომ ადამიანები იკრებენ ზედმეტ კილოგრამებს და შემდეგ ყველა თავის პრობლემას ამას უკავშირებენ. მათ ჰგონიათ, რომ თუ ფორმაში ჩადგებიან, დაიბრუნებენ თავდაჯერებულობას და აღარ ექნებათ სხვა პრობლემები. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ არის. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგარკვევთ, თუ რა მოქმედებს ჭარბ წონაზე და თავის მხრივ, როგორ მოქმედებს ის ჩვენზე.

რა მოქმედებს ჭარბ წონაზე

ოლიკომ ახალი სამსახური იშოვა და დიდი ხნის ნანატრი ფინანსური თავისუფლება მოიპოვა. მან ბევრი იშრომა ამ სამუშაოს მისაღებად და ახლა უკვე შეეძლო შედეგით დამტკბარიყო. გონება როგორც იქნა გათავისუფლდა გაუთავებელი ლექციებისგან და ანგარიშზე რეგულარულად ირიცხებოდა ხელფასი.ოლიკო ღარიბი ოჯახიდან იყო, ამიტომ მის მშობლებს არ შეეძლოთ ხშირად გაეხარებინა ბავშვები ტკბილეულით. ახლა კი მისი მაცივრის და სამზარეულოს თაროებზე ბევრი გემრიელი რამ დასახლდა. მათ შორის იყო ყველაფერი ის, რისი ყიდვის საშუალებაც აქამდე არ ჰქონდა.

მაგალითად, “ნუტელას” უზარმაზარი ქილა, სიმინდის ჩხირები, შოკოლადის მაფინები ახლომდებარე საცხობიდან. სამწუხაროდ, ახალ თანამდებობაზე ადაპტაცია ზოგჯერ სტრესს იწვევდა, ამიტომ ოლიკო ხშირად ატარებდა საღამოებს ტელევიზორთან და საყვარელ ტკბილეულთან ერთად. ვარჯიშის დროც არ ჰქონდა, რადგან რთული სამუშაო დღის შემდეგ დაწოლა და დასვენება სჭირდებოდა.რამდენიმე თვეში გოგონამ აღმოაჩინა, რომ ვეღარ ეტეოდა საყვარელ ჯინსებში, მეგობრებმაც შეამჩნიეს, რომ ოლიკომ წონაში მოიმატა, ვიღაცამ მსუქანიც უწოდა.

სიმშვიდე და მოთმინება – ერთ დილით ოლიკომ სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო. მან გაიხადა ტანსაცმელი და სარკის წინ დადგა. ყურადღებით შეისწავლა საკუთარი თავი, ჩაიწერა წონა და პარამეტრები.შემდეგ გოგონამ შეარჩია ახალი ტანსაცმელი. გვერდზე გადადო მჭიდრო და გამოყვანილი და ელეგანტური სტილი მოირგო. ის უკიდურესობაში არ გადავარდნილა და არ დაუწყია გაუთავებელი დიეტები და შიმშილი. მან უბრალოდ შეწყვიტა ტკბილი და ხრაშუნა პროდუქტების მიღება.მაცივრის უმეტესი ნაწილი ახლა ბოსტნეულს, ხილს და რძის პროდუქტებს დაუთმო. არავითარი ტკბილეული! ოლიკოს არ დაუწყია არა საყვარელი პროდუქტებით კვება. უბრალოდ, შეარჩია ჯანსაღი პროდუქტებიდან მისთვის სასიამოვნო და იმას მიირთმევდა.გოგონამ გულდასმით გააანალიზა თავისი დრო და კვირაში რამდენიმე საათი სპორტისთვის გამოყო. შეიძინა სახლთან ახლოს მდებარე სპორტული დარბაზის აბონიმენტი და შორს სიარული აღარ დასჭირდებოდა.

რას გვასწავლის ეს ამბავი? – ოლიკომ 6 თვეში მოიშორა ზედმეტი კილოგრამები. მან მშვიდად მიიღო და პრობლემა და მშვიდად დაიწყო ცვლილებები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ის არ ადარებდა თავის თავს სხვებს, მიხვდა, რომ სილამაზე ინდივიდუალურია და არ არის დამოკიდებული სასწორის ციფრებზე. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს