როგორ გავაკეთოთ სათბური საკუთარი ხელით სწრაფად და მარტივად? მრავალფეროვანი თანამედროვე მასალები საშუალებას მოგცემენ აირჩიოთ მოსახერხებელი დიზაინი და ისინიც კი, ვინც არასდროს ყოფილა ჩართული მშენებლობაში, შეძლებენ საკმაოდ ლამაზი სათბურის აწყობას.
როგორ გავაკეთოთ სათბური ჩვენი ხელით
ასეთი სათბურის ასაშენებლად გამოგვადგება ჩინელი ხელოსნების გამოცდილება. ჩინური სათბურები გამძლეა და მყარი. ის პოლიკარბონატისგან მზადდება, აქვს სამი გამჭვირვალე და ერთი ყრუ კედელი. უფრო პრაქტიკულია, თუ სათბურს მიადგამთ რომელიმე შენობას და სათბურში ამ შენობიდან შეხვიდეთ ხოლმე. ასე მასში ცივი ჰაერი ნაკლებად მოხვდება.წესით, სათბურს აქვს თაღოვანი ფორმა, მაგრამ ჩვენს პირობებში ეს არ არის აუცილებელი, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ თოვლი ზამთარში არ უნდა გაჩერდეს სახურავზე. თუ კონსტრუქცია აწყობილია სუსტი მასალისგან, ის ვერ გაუძლებს დიდ თოვლს.
საუკეთესო ალტერნატივა – რატომ უნდა ავირჩიოთ საშენ მასალად პოლიკარბონატი? ეს არის ოქროს შუალედი – პოლიკარბონატი მინაზე ბევრად იაფია, ხოლო სხვა მასალაზე უფრო გამძლე. ყველას არ აქვს შუშის სათბურის აშენების საშუალება, ხოლო დახეული პოლიეთილენის წარა-მარა შეკეთებაც არ არის სასიამოვნო.პოლიკარბონატის ფირფიტები დრეკადია, რაც თაღოვანი სახურავის მარტივად აწყობის საშუალებას იძლევა. გაითვალისწინეთ, რომ პოლიკარბონატის ფურცლის სისქე მინიმუმ 4 მმ უნდა იყოს, ნაკლები სისქე არ იქნება მყარი.სანამ მშენებლობას დაიწყებთ, კარგად შეისწავლეთ ტერიტორია. აუცილებელია, რომ ადგილი იყოს მზიანი, მაგრამ ზედმეტად არ უნდა გადაგიხურდეთ. ახლოს არ უნდა იყოს დიდი ხეები, რადგან სათბურს ჩრდილი არაფერში არგებს.
ყველაფრის საფუძველი – რა თქმა უნდა, მთავარი სათბურის საძირკველია. მისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მასალაა ხე. ის უნდა დამუშავდეს სპეციალური დამცავი ნივთიერებით, რათა არ დაზიანდეს ობის, მწერებისა და სხვა მავნებლებისგან.გრძელვადიანი შენობებისთვის იყენებენ ქვის საძირკველს, ასევე იაფი ალტერნატივაა ლითონის ან თუთიის პროფილები. ეს უკანასკნელი დიდ გამძლეობით არ გამოირჩევა, მაგრამ თუ თქვენს რეგიონში ძლიერი ქარი არ იცის, არ იქნება პრობლემა. აირჩიეთ ოპტიმალური სიმაღლე. ძალიან მაღალი შენობა დიდხანს საჭიროებს გათბობას, რაც არცერთ მოყვარულ მებაღეს არ შეუძლია. დარწმუნდით, რომ პოლიკარბონატის ფურცლები სათბურის კარკასზე მიმაგრებულია სპეციალური ჭანჭიკებით მყარად.
როგორ გვაკეთოთ სათბური სწრაფად და მარტივად – სათბურის ხის საძირკველმა შიძლება გაძლოს 10 წელი, თუ ხეს კარგად დაამუშავებთ. ლითონის პროფილის სათბურები უფრო გამძლეა, მაგრამ ძვირი. სანამ მშენებლობას დაიწყებთ, გაიარეთ კონსულტაცია პროფესიონალებთან და მიიღეთ ამომწურავი პასუხი ყველა საკითხზე.თქვენ გაქვთ მშენებლობის გამოცდილება? გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკები კომენტარებში.