მორწმუნე ქალი სხვაგვარად იწყებს ქორწინების აღქმას. მართლმადიდებლური სამყარო ქალის და მამაკაცის ურთიერთობას თავისებურად უდგება. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირს – ლადოს რამდენიმე წლის წინ პრობლემა შეექმნა, მისი მეუღლე ტრაგედიის შემდეგ მორწმუნე გახდა და უკვე მესამე წელია ცალკე ოჯახში ძინავს.
მორწმუნე ცოლი
“ძალიან მიყვარს ჩემი ცოლი. ის ეხლახანს 34 წლის გახდა, მე ერთი წლით უფროსი ვარ. სამი წლის წინ ნინამ უმცროსი და დაკარგა. ეს დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის და დღემდე ვერ მოვინელეთ.ამ ამბის შემდეგ ცოლმა ეკლესიაში სიარული დაიწყო, ამბობდა, რომ იქ სიმშვიდეს პოულობდა. პრობლემა ის არის, რომ მას შემდეგ ჩემთან აღარ იძინებს და სხვა ოთახში გადავიდა.როდესაც ვკითხე, თუ რატომ აკეთებდა ამას, მითხრა, რომ იღუმენია ინტიმურ ურთიერთობას ცოდვად მიიჩნევდა და ასე იყო საჭირო. ჩემი ცოლი სერიოზულად ფიქრობს გვქონდეს ოჯახი ფიზიკური ურთიერთობის გარეშე, მაგრამ მე 35 წლის ასაკში ნამდვილად არ ვარ მზად ამისთვის. სიყვარული და სითბო მჭირდება, ღალატი არ მინდა, მაგრამ უკვე ვფიქრობ ხოლმე ამაზე.ვიჩხუბეთ რამდენიმე დღის წინ, ვუყვირე კიდეც, მაგრამ ამან გაამწვავა სიტუაცია. ნინა აღარ მელაპარაკება და სახლიდან აპირებს წასვლას. ერთ დროს იდეალური ცოლი მონაზონი გახდა, ნუთუ მისი გადარწმუნება არ შეიძლება?”
რას ამბობს ეკლესია – საქმე იმაშია, რომ ბევრი აკრძალვა ქმართან სიახლოვის შესახებ არის პირადი ინიციატივა და გამოგონილი რამ. ქრისტიანულ მოძღვრებაში არ არსებობს შეზღუდვები მეუღლეების საწოლში ქცევასთან დაკავშირებით. ეკლესია კრძალავს ქორწინების გარეშე ურთიერთობებს და ნებისმიერი კავშირი ჯვრისწერის გარეშე სიძვად ითვლება.ეკლესია პირიქით, კრძალავს ცოლ-ქმრული მოვალეობისგან თავის არიდებას ერთ-ერთი მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ. თუ ცოლს ან ქმარს სურს ფიზიკური სიახლოვე, მეორეს არ აქვს უფლება უარი თქვას.იოანე ოქროპირი ამბობდა: “ცოლმა ქმრის საწინააღმდეგოდ თავის არ უნდა შეიკავოს და ქმარმა ცოლის ნების საწინააღმდეგოდ. რადგან ამ შეკავებისგან მოდის დიდი ბოროტება; აქედან იწყება სიძვა, მრუშობა და ოჯახში არეულობა.” ამიტომ ეკლესია არ კრძალავს ცოლ-ქმრის სიახლოვეს, პირიქით მოითხოვს ერთად ყოფნას, რა თქმა უნდა ყველაფერი ურთიერთშეთანხმებით უნდა ხდებოდეს.
რას ამბობენ ფსიქოლოგები – ის, რომ ეკლესია არ კრძალავს, არ ნიშნავს, რომ ცოლმა საკუთარ სურვილზე უარი უნდა თქვას. მას ახლა რთული პერიოდი აქვს და ცდილობს გაუმკლავდეს მწუხარებას. საყვარელი ადამიანის დაკარგვა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე. აქ საჭიროა სპეციალისტის დახმარება, რათა გადაამუშაოს სტრესი და არ ჩარჩეს წარსულში.როდესაც მსგავსი ტრაგედია ხდება და ადამიანი ვერ ღებულობს რეალობას სწორად, უნდა ჩარიონ ფსიქოთერაპევტი. სანამ ცოლი არ ისწავლის დანაკლისით ცხოვრებას, სხვის ბედნიერებაზე ფიქრსაც ვერ შეძლებს.ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია ფიზიკური კონტაქტი. არ შეიძლება აიძულო ადამიანს გააკეთოს ის, რაც არ უნდა, მაგრამ თუ მან გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, ჯობია დაშორდნენ. კომპრომისების ხარჯზე ერთ-ერთი პარტნიორი დაზარალდება, რაც ცუდი იქნება მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.
რჩევა რედაქციისგან: შესაძლებელია, დაიყოლიოთ ცოლი ფსიქოთერაპევტთან ვიზიტზე. ეს არ ეწინააღმდეგება ეკლესიაში სიარულს და პირიქით, დამატებითი დახმარება იქნება პრობლემასთან გასამკლავებლად. სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გამოიტანთ, ჯერ სერიოზულად დაილაპარაკეთ მომავალზე. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.