მისი ბიზნესმენი ქმარი ყელის არეში ტკივილებს უჩიოდა. 2 დღის შემდეგ, თავის ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

10831

ადამიანის ჯანმრთელობა იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ პატარა სიმპტომიც კი შეიძლება სერიოზულ ან სასიკვდილო დაავადებაზე მეტყველებდეს. აი, რატომ უნდა გაამახვილოთ ყურადღება ნებისმიერ წვრილმანზე – იქნება ეს თავის ტკივილი თუ მცირე ტრავმა, და არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.

37 წლის ანტონიო-მარტინ მელერო, ცოლთან ერთად, რომანტიკულ მოგზაურობაში წავიდა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ერთხელ, მას ყელის ტკივილი დაეწყო, თუმცა ყველაფერი ტონზილიტს დააბრალა და ექიმთან მისვლაზე არც უფიქრია.

ორ დღეში მამაკაცს სუნთქვის გართულების გამო გაეღვიძა. მწვავე ლარინგიტსა და ბრონქოპნევმონიას სრულად დაებლოკა მისი სასუნთქი გზები. შეწუხებულმა ქალმა ექიმები გამოიძახა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ყოფილმა მეწარმემ თავისი კარიერა გაყიდვებში მიატოვა და საკუთარი სარესტორნო ბიზნესი წამოიწყო. 2014 წელს გახსნა რესტორნების ქსელი Mi Casa Su Casa. იგი მტკიცე, სოლიდური მამაკაცი იყო, დაკავებული საკუთარი თავით, ხოლო მისი დაავადებათა ისტორია ცარიელ ფურცელს წარმოადგენდა.

ექიმებმა, რომლებმაც მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურეს, აღნიშნეს, რომ, ზრდასრულ ადამიანში, დაავადების ასეთ მსვლელობასთან პირველად ჰქონდათ საქმე. დაღუპულის ტრაქეა თითქმის სრულად იყო დაფარული ანთებით, ანტონიო გულის გაჩერებით, საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა.

ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ლარინგიტით დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა არ მიმართავს სამედიცინო დახმარებას. დაავადება თავისით ქრება 2 კვირის განმავლობაში, ამ დროის მანძილზე კი, ექიმების რჩევით, პაციენტმა ჩურჩულითაც კი არ უნდა ილაპარაკოს.

აი, რატომაა აუცილებელი, ყოველთვის უსმინოთ საკუთარ ორგანიზმს – უმცირესი სიმპტომიც კი, იქნება ეს სიცხე თუ ყელის ტკივილი, შესაძლებელია მალავდეს სერიოზულ დაავადებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს