რა უნდა ქნას ქალმა, თუ ეჭვობს, რომ ქმარი ღალატობს? ალბათ, ყველაზე მარტივი გამოსავალი გადამოწმებაა. სწორედ ასე მოიქცა დარია. რა მოხდა და როგორ დასრულდა მისი ამბავი, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
ცოლს ეჭვი ეპარება ქმარში
15 წელზე მეტია რაც გათხოვილი ვარ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ქმარში ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, სანამ ძალიან უხერხულ სიტუაციაში არ მოვხვდი. ეს მოხდა ზუსტად ერთი წლის წინ, ვალენტინობის დღეს.დილით ადრე, სამსახურში წასვლამდე სანდრომ მითხრა, რომ აგარაკზე უნდა წასულიყო ონკანის შესაკეთებელი ხელსაწყოებისთვის. ჩავილაგე საჭმელები და გავუშვი. მე სახლის საქმეებს მივუბრუნდი, ფეხმძიმედ ვიყავი და თან ქალიშვილი მყავდა მისახედი.რამდენიმე საათში მეზობელმა დამირეკა, რომელიც აგარაკზე გვერდით ცხოვრობდ: “შენი ქმარი სახლიდან გამოაგდე, თუ რა ხდება?””დარია, დიდხანს ვფიქრობდი დამერეკა თუ არა. შენი ქმარი ვიღაც ქალბატონთან ერთად ჩამოვიდა ბევრი ბარგით. მეგონა გადმოვიდა და ამიტომ ვიკითხე.”
დროა, სიმართლე გაირკვეს – გადავწყვიტე, რომ მაშინვე წავსულიყავი და სიმართლე გამერკვია. ნამდვილად არ მინდოდა გაურკვევლობაში ყოფნა. ბავშვი დედასთან დავტოვე და აგარაკისკენ გავემართე. ვერც კი წარმოიდგენთ როგორი გაბრაზებული ჩავაფრინდი საჭეს.სახლის ეზოში სანდროს მანქანა ეყენა, სახლში კი შუქები ენთო. კარზე დავაბრახუნე და მალე ქმარმა გამომხედა: “ღმერთო ჩემო, აქ რას აკეთებ?” მინდოდა ყველაფერი პირში მიმეხალა, რასაც ვფიქრობდი და ხმამაღლა დავუყვირე: “სად არის ქალბატონი?”მისმა რეაქციამ კიდევ უფრო გამაცოფა, ხარხარი დაიწყო: “შენ არასწორად გაიგე, მოგატყუე, მაგრამ შენთვის სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. დღეს ხომ ვალენტინობაა?
მოულოდნელობისგან ჩამოვჯექი. ქმარმა კი განაგრძო: “2 საათისთვის მძღოლი მოგაკითხავდა და აგარაკზე ჩემთან წამოგიყვანდა. რომანტიული ვახშამი მოგიმზადე და ანა მოვიწვიე, რომელიც ჩვენს ქორწილში მღეროდა.მეტყველების უნარი წამერთვა, სახლში მართლაც მაგიდა იყო გამზადებული ვახშმისთვის, იქვე ანა იჯდა. რა სირცხვილი, როგორ შევიტანე ეჭვი ასეთ ადამიანში? უხერხულობისგან სად დავმალულიყავი არ ვიცოდი. ქმარი კი ჩამეხუტა და მითხრა: “რადგან აქ ხარ, სადილის მომზადებაში დამეხმარე”. რა ბედნიერი ვიყავი იმ წუთში, ვერ აღგიწერთ! რა სულელურადაც არ უნდა გამომსვლოდა, მიხარია, რომ ასე მოხდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სანდრო ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩემთვის და შემიძლია თვალდახუჭული ვენდო.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – სიმართლის გასარკვევად ადამიანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, მაგრამ დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროს და ტყუილად არ უნდა დაადანაშაულოს ადამიანი.
იმედი გვაქვს, მათი ქორწინება ამის შემდეგ უფრო მყარი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.