შეიძლება თუ არა ერთმა მოულოდნელმა შეხვედრამ გაანადგუროს მთელი ცხოვრება? რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ საჭიროა დაფიქრება: რამდენად ბედნიერი იყო ეს ცხოვრება? რამ გამოიწვია მისი ნგრევა? როგორ მოხდა, რო ერთ დროს მოსიყვარულე ადამიანები ერთმანეთის მტრებად იქცნენ? ამის შესახებ პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.
მოულოდნელი შეხვედრა
სოფოს ყოველთვის იზიდავდა ფინანსებისა და ეკონომიკის სამყარო. გოგონამ წარმატებით დაამთავრა სწავლა და ქალაქის საუკეთესო ბანკში დასაქმდა. იგი ამაყობდა, რო საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მიიღო კარგი თანამდებობა და წარმატებას მიაღწია. თითქოს ყველაფერი კარგად იყო: მშობლები ჯანმრთელად იყვნენ, ყავდა მოსიყვარულე მეუღლე, კარგი მეგობრები. მეტი რა იყო საჭირო ბედნიერებისთვის?სოფოს ძალიან უყვარდა ქმარი და ეგონა, რომ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნებოდნენ. ბევრს შრომობდა და ქმარს საჩუქრებით ანებივრებდა. ხან მანქანა უყიდა, ხან ძვირადღირებული კონსოლი. დავითიც ბედნიერი ჩანდა. ერთადერთი, რაც არ მოსწონდა, ცოლის დატვირთული გრაფიკი იყო.
სულელური აზრები – ბოლო პერიოდში დავითი ხშირად ეუბნებოდა ცოლს: ” შენ იქ ბევრი სიმპატიური უფროსი გყავს, ერთ დღეს რომ გადაწყვიტო და რომელიმეში გამცვალო?” სოფოს ძალიან უკვირდა ასეთი დამოკიდებულება, რადგან ქმრისთვის ეჭვიანობის საბაბი არასდროს მიუცია.ქმარი ცდილობდა საკუთარი საქმე წამოეწყო, მაგრამ რატომღაც ყველაფერი კრახით მთავრდებოდა. ცოლი მოთმინებით ელოდებოდა, როდის იპოვიდა მისი მეუღლე თავის საქმეს, მაგრამ დავითი არ ჩქარობდა რაიმეს შეცვლას.ის უმეტეს დროს მეგობრებთან გართობაში ატარებდა და ხანდახან ეკონტაქტებოდა სოფოს დაქალ ლიკას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაშორდა ქმარს და ცდილობდა ცხოვრების თავიდან დაწყებას. სოფო არ თვლიდა ამას პრობლემად, რადგან ენდობოდა ქმარსაც და მეგობარსაც.
მოღალატე ქალი – ერთ დღეს სოფო ადრე წამოვიდა სახლში. ბანკის შენობაში მილი გასკდა და ყველანი დაითხოვეს. ქალი გახარებული წავიდა, რომ თავისუფალი დრო ქმართან გაეტარებინა. კარი გააღო და შემოსასვლელში ქალის ფეხსაცმელები და ჩანთა დაინახა. ეს ნივთები აშკარად არ იყო თავისი. სოფო ადგილზე გაქვავდა და სუნთქვა შეეკრა. საძინებლიდან საუბრის ხმა ისმოდა…შემდეგ ძალ-ღონე მოიკრიბა და ოთახში შევიდა. წყვილი დედიშობილა ნებივრობდა საწოლში, ეს იყი დავითი და ლიკა! ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ ლიკამ უტიფრად გაიცინა:-არ გაბრაზდე, საყვარელო, მეგონა ვნებიანი ქმარი გყავდა. აღმოჩნდა, რომ დიდი არაფერი. არ ვაპირებ წაგართვა. ასე, რომ აქ დრამას ნუ დადგამ!ამ სიტყვებმა სოფო მდგომარეობიდან გამოიყვანა და რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი ესროლა მოღალატეებს. წყვილმა ძლივს მოასწრო ჩაცმა და სახლიდან გაიქცნენ.
როგორ შეიძლება შეცვალოს ბედი მოულოდნელმა შეხვედრამ – სოფომ მთელი ღამე ტირილში გაატარა, გამთენიისას ჩაეძინა. როდესაც გაიღვიძა, უცნაური სიმსუბუქე იგრძნო. მიხვდა, რომ სახლში აღარავინ ეტყოდა საუზმე მომართვიო, შემდეგ ამ საუზმეს დაუწუნებდა. ხან ჩაი არ იყო საკმარისად ცხელი, ან პირიქით, ძალიან ცხელი იყო. სოფო გულში ძალიან დარდობდა, მაგრამ თანდათან აცნობიერებდა, რომ რაც მოხდა, კარგი იყო.გადაწყვიტა რადიკალურად შეეცვალა თავისი ცხოვრება. ზედმეტი ახსა-განმარტების გარეშე დაშორდა მოღალატეს, გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად, კიდევ უფრო კარგი სამსახურიც იშოვა და ერთი საინტერესო მამაკაციც გაიცნო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ექნება ცხოვრებაში. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.