ამის წყალობით სახლში სასიამოვნო სუნი იქნება, ნიჟარაშიც კი.

196

კანალიზაციის სუნი ბინაში ხანდახან ძალიან შემაწუხებელი ხდება ხოლმე, განსაკუთრებით ძველ სახლებში და ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, თუ როგორ გაუმკლავდეთ ამ უსიამოვნო შემთხვევას.

კანალიზაციის სუნი სახლში

არის შემთხვევები, როდესაც რჩევები და ხრიკები ინტერნეტიდან ვერაფერში დაგვეხმარება. თუ მილები შესაცვლელია, დროულად უნდა იმოქმედოთ, რადგან სწორედ ეს იქნება მთავარი მიზეზი, მანამდე კი სანტექნიკოსს შეაფასებინეთ სიტუაცია პროფესიული თვალსაზრისით.როგორც კი პრობლემა გაჩნდება, მაშინვე დაურეკეთ სპეციალისტს და აუხსენით ყველაფერი. გამოსავალი შეიძლება უბრალოდ მილების გაწმენდა იყოს, თუმცა უფრო სერიოზული პრობლემის გადაჭრისთვისაც მზად იყავით.

სასიამოვნო სურნელი – რა უნდა ვქნათ, თუ ხელოსანი იტყვის, რომ მილები წესრიგშია, მაგრამ უსიამოვნო სუნი მაინც არის? გსურთ, რომ სახლში სასიამოვნო სურნელი ტრიალებდეს? რა თქმა უნდა, პირველ რიგში რეგულარულად უნდა დაასუფთავოთ ხოლმე ყველაფერი, მაგრამ არის ეს გარანტია, რომ კანალიზაციის ყვავილების სურნელი იტრიალებს ოთახებში? რა თქმა უნდა, არა!სახლში სასიამოვნო სურნელს დააყენებს საკმეველი და არომატული ზეთები. ეს პროდუქტები წარმოდგენილია მრავალფეროვანი სურნელებით: ფიჭვის, პიტნის, ლავანდის, ევკალიპტის, პაჩულის, ჩაის ხის, ციტრუსის…

რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინოთ ოჯახის წევრების გემოვნება და გაუფრთხილდეთ მათ, ვისაც აქვს მძაფრი არომატების აუტანლობა. ამიტომ წინასწარ გამოკითხეთ ახლობლებს თავისი გემოვნების შესახებ.შეგიძლიათ არომატული ზეთი ჩაასხათ კანალიზაციის მილში მთელი ღამით. საკმარისია 8-10 წვეთი საყვარელი არომატი ნებისმიერი სიმყრალის გასანეიტრალებლად. გარდა ამისა, არომატული ზეთი შეგიძლიათ დაუმატოთ იატაკის საწმენდ სითხეს. კარგი იდეაა, თუ ბამბის დისკზე დააწვეთებთ რამდენიმე წვეთს ეთერზეთს და გადაუსვამთ ნებისმიერ ზედაპირზე, მაგალითად ფანჯრის რაფაზე ან კარადის თაროებზე.

ბევრი დიასახლისი სახლში სასიამოვნო სურნელის დასადგომად კულინარიულ ხრიკებს მიმართავენ. მაგალითად, აცხობენ სურნელოვან ნამცხვრებს დარიჩინით და ვანილით. თქვენ რა ხერხით ებრძვით უსიამოვნო სუნს სახლში? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს