მილიონერის ჭკვიანმა ქალიშვილმა მათხოვრის ტანსაცმელი ჩაიცვა, რათა გაერკვია მთელი სიმართლე თავის საქმროზე, რომელსაც თავისი ოჯახი ურიგებდა

18849

სიმპათიური, განათლებული და მდიდარი საქმრო არა მხოლოდ ნებისმიერი გოგონას, არამედ მისი მშობლების ოცნებაცაა. რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური სასიძო ყველაფერთან ერთად პატიოსანი და წესიერიც იყოს, მაგრამ ასეთი სრულყოფილი ბიჭები რეალურ ცხოვრებაში იშვიათად გვხვდებიან.დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ ერთი გოგონას ამბავს, რომელიც შეხვდა იდეალურ მამაკაცს და ძალიან მოეწონა. ასევე მოეწონათ ის გოგონას პრეტენზიულ მშობლებსაც. თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ…

მდიდარი საქმრო

25 წლის ვერონიკა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა სამშობლოში ინგლისიდან, სადაც სასწავლებლად იყო წასული. მის მშობლებს თავისი ბიზნესი ჰქონდათ და ახლა იმედოვნებდნენ, რომ შვილიც დაეხმარებოდა და გაერკვეოდა ოჯახურ ბიზნესში, მაგრამ უფრო მეტად უნდოდათ, რომ ქალიშვილი მალე დაქორწინებულიყო და შვილიშვილები ეჩუქებინა.ვერონიკა სიამოვნებით ჩაეფლო მშობლების საქმიანობაში, წამოიწყო სერიოზული საქველმოქმედო პროექტი, რომლის მიზანი იყო ქალაქში მცხოვრები გაჭირვებულების დახმარება. ასეთი აქტივობას გოგონა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რადგან მის მგრძნობიარე გულს არ შეეძლო ზედაპირულად შეეხედა სხვისი პრობლემებისთვის.

ის ყოველდღე ატარებდა ბევრ მნიშვნელოვან შეხვედრას, გვიანობამდე რჩებოდა კაბინეტში, პირადი ცხოვრებისთვის საერთოდ აღარ რჩებოდა დრო, რაც მშობლებს ძალიან ადარდებდა. მორიდებით შეახსენებდნენ ხოლმე შვილს, რომ ძალიან უნდოდათ შვილის გაბედნიერებას და შვილიშვილს მოსწრებოდნენ. ვერონიკა თავს არიდებდა ამ საკითხს, რადგან კარგად იცოდა თავისი პრეტენზიული მშობლების ამბავი, მათი მოსაწონი არავინ იყო.

წარმატებული შეხვედრა – ერთ დღეს ვერონიკა ლანჩის დროს კაფეში წავიდა საჭმელად, სადაც საინტერესო ამბავს შეესწრო: ლამაზად ჩაცმული ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩის უსახლ-კაროს საჭმელს და საჩუქრებს აძლევდა, ბოლოს ჩაეხუტა და ფულიც გადასცა.ვერიკოს ასეთი გულუხვობა არავისგან უნახავს, მამაკაცი იმდენად კეთილგანწყობილი იყო, რომ გოგონა დაინტერესდა მისი ვინაობით, გაიცნო ის და რამდენიმე წუთში ერთად სადილობდნენ კაფეში. დემეტრე საკმაოდ მომხიბვლელი და ჭკვიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა. დაკავებული ყოფილა უამრავი საქველმოქმედო საქმიანობით, ზრუნავდა ბავშვთა სახლებზე, ცხოველთა თავშესაფარზე. ამ შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდებმა მიმოწერა დაიწყეს და ხშირად ხვდებოდნენ ხოლმე.

თითოეული პაემანი საინტერესო და განუმეორებელი იყო: რომანტიული საღამოები ორიგინალურ ადგილებში, ულამაზესი თაიგულები, საჩუქრები… მალე ვერონიკამ მშობლებსაც გააცნო თავისი რჩეული. ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ ახალგაზრდა ყმაწვილით და სურდათ ახალგაზრდები რაც შეიძლება მალე დაქორწინებულიყვნენ. გოგონა კი ჯერ არ ჩქარობდა.

მწარე სიმართლე – საბოლოოდ გადაწყვიტეს დაქორწინება, მაგრამ ერთ დღეს ვერონიკას მეგობარმა უცნაური ამბავი უამბო. მან ქუჩაში დაინახა დიმიტრი, რომელიც ვიღაც უსახლ-კაროს ეკამათებოდა, შემდეგ ხელი კრა და წიხლიც ამოარტყა. ამ ამბავმა დააეჭვა გოგონა. ამიტომ გადაწყვიტა ყველაფრის შემოწმება. გადარეკა ბავშვთა სახლებსა და ცხოველთა თავშესაფრებში. დემეტრეს შესახებ არავინ  არაფერი იცოდა.ვერონიკა ადგა, ჩაიცვა ძველმანები, გაიკეთა სპეციალური მაკიაჟი, რათა მათხოვარს დამსგავსებოდა და მამის და დაელოდა ქუჩაში დემეტრეს გამოჩენას.

მოულოდნელი აღმოჩენა – მალე გამოჩნდა დიმიტრიც. ის მშვიდად მოაბიჯებდა ქუჩაში, როდესაც ვერონიკას გაუსწორდა, გოგონამ ხელი გაუწოდა და დახმარება სთხოვა. ვერონიკა არ მოეშვა, უკან გაჰყვა და ბავშვებისთვის საჭმლის ფულს სთხოვდა. მამაკაცი შემოუბრუნდა და ხელისკვრით მოიშორა “ბინძური მათხოვარი”.თვალის დახამხამებაში დემეტრეს წინ ორი ახოვანი მამაკაცი წამოიმართა. ისინი ვერონიკას მამის დაცვის წევრები იყვნენ და გოგონამ ყოველი შემთხვევისთვის წამოიყვანა.

აღმოჩნდა, რომ დემეტრე სულაც არ იყო წარმატებული ბიზნესმენი და არც არანაირ ქველმოქმედებას არ ეწეოდა. ის გოგონას ხელში ჩასაგდებად თამაშობდა ამ როლს. მან ყველაფერი კარგად დაგეგმა და რამდენიმე საჩვენებელი სპექტაკლიც მოაწყო. რა თქმა უნდა, ქორწილი არ შედგა.ვერონიკას ძალიან დაენანა ასეთ ადამიანზე დახარჯული დრო და ენერგია, მაგრამ მადლობა ღმერთს, მაინც დროულად გაიგო სიმართლე და კიდევ უფრო დიდი პრობლემისგან გადაარჩინა ბედმა.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ამბავზე? სწორად მოიქცა ვერონიკა? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს