გაზაფხულის დადგომისთანავე მებაღეებს საქმე ემატებათ. ბუნება იღვიძებს და მათ შორის, პეტუნიები. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მისი დარგვის წესებს გაგაცნობთ. ამისთვის საუკეთესო პერიოდია მარტის დასაწყისი.მაშ ასე, ვიწყებთ პეტუნიების დარგვას და გასწავლით ერთ უჩვეულო ხერხს, არც ისე რთულს და საკმაოდ შედეგიანს. მთავარია, კარგი ხარისხის თესლი და სათანადო მოვლა. აი, რა უნდა გააკეთოთ:
კეთილგანწყობილი დღეები პეტუნიასთვის
თესვა – პირველ რიგში მიბრძანდით სასურსათო მაღაზიაში და იყიდეთ… ტორტი! უმჯობესია პლასტიკატის შეფუთვით! ასევე, დაგვჭირდება შავი ჩაი, რა თქმა უნდა, ის ყველას უდევს სამზარეულოს თაროზე.ახლა რას ვაკეთებთ: ტორტის ყუთში ვყრით მიწას და თავზე ვაფარებთ ერთ ფენა ტუალეტის ქაღალდს. ვამზადებთ მუქ შავ ჩაის და ასევე, მდუღარე სახით ვასხამთ ტუალეტის ქაღალდზე. მაშინვე ვაყრით პეტუნიას თესლს და ვახურავთ ყუთს თავზე სამზარეულოს ცელოფანს. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა გააკეთოთ.3 დღის შემდეგ თესლი დაიწყებს გაღვივებას და პარალელურად ცელოფანს ვუკეთებთ ნასვრეტებს, რომელსაც თანდათან ვაფართოებთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბოლომდე არ ვხსნით.ჩავი ჩაი იცავს მცენარეს დაავადებებისგან, ცხელი წყალი თესლს სწრაფად აღვივებს, ცელოფანი კი სათბურის პირობებს უქმნის ნერგებს.
პიკირება – 2 კვირის შემდეგ საჭიროა პირველი პიკირების გაკეთება, რადგან თქვენი პეტუნია დაჩქარებული ტემპით გაიზრდება. უმჯობესია, ეს ღამით გააკეთოთ, მისი ძილის დროს, რაც ნაკლებად დასტრესავს. საუკეთესო დროა ღამის 2 საათი.ფრთხილად დაასხით ძირებში შპრიცით წყალი და ამოიღეთ ქაღალდიდან ჩითილი. ამ მეთოდით ფესვები თითქმის არ ზიანდება. მოათავსეთ ერთჯერად ჭიქებში, რომელშიც წინასწარ მომზადებული გექნებათ მიწა.ცოტა ხანი შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გადარგულმა პეტუნიამ ზრდა შეწყვიტა, მაგრამ ეს ასე არ არის. მცენარე იწყებს ფესვზე მუშაობას და ზედა ნაწილი აკლებად განვითარდება. როდესაც ფესვი მოუძლიერდება, დაიწყება ზედა ნაწილის განვითარება.
და კიდევ ერთი რჩევა: ზაფხულში კარგია პეტუნიების გასხვლა. ამით ხელს შეუწყობთ მის ლამაზად ფორმირებას და ზრდის სტიმულირებას. გექნებათ ულამაზესი ყვავილების ბუჩქი, განუმეორებელი ფერებით და სიხასხასით. თქვენ გიყვართ პეტუნიები? როგორ უვლით მას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.