ბებია ყოველთვის ამბობდა, რომ ჯიბე ცარიელი არ უნდა გქონდეს, თუ გსურს, რომ ფული არასდროს გამოგელიოს.

5100

იმისათვის, რომ ფული თქვენსკენ წამოვიდეს, შეინახეთ ის მარჯვენა ჯიბეში. ასე მასწავლა დიდმა ბებიამ. არსებობს მრავალი წესი, რომელიც დაგეხმარებათ ფინანსების მოზიდვაში და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში მოგიყვებით ამ მარტივ მოქმედებებზე.

ფულის მოზიდვა

შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ძალიან სათუთად ექცევიან ფულს და არა დახარჯვაში, არამედ, ყურადღებას აქცევენ როგორ დევს საფულეში, არ გასცემენ სესხს საღამოს და სხვა წვრილმანებს. ფანატიკურად არა, მაგრამ რაღაცეებს მეც ვითვალისწინებ.ძველად სწამდათ, რომ მარჯვენა ჯიბეში უნდა ჩაედოთ გაღუნული მონეტა. ეს იმისთვის იყო საჭირო, რომ ფულს თითებს შორის არ ეცურა. მოგებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საქმის წინ მარცხენა ჯიბეში იდებდნენ კაკლის ხის პატარა ტოტს. არ შეიძლებოდა ქუჩაში აპოვნი ბანკნოტის დახარჯვა. ისიც მარცხენა ჯიბეში უნდა ჩაედო მპოვნელს და სახლში მიეტანა. “ღამის გათევის” შემდეგ შეიძლებოდა მისი გამოყენება.

ეს ეხებოდა სხვა ფულსაც. ნებისმიერი მიღებული თანხა, ხელფასი შეეცადეთ არ დახარჯოთ იმ დღესვე. ღამით დატოვეთ სახლში, ჩადეთ წითელ კონვერტში, ჩანთაში ან საფულეში და მოათავსეთ ბალიშის ქვეშ. დახარჯეთ მეორე დღიდან.ბევრს ისევ სჯერა ახალი მთვარის ძალის. ისინი მთვარეს ფულს აჩვენებენ დ მონეტებს აჩხრიალებენ. ამბობენ ფულს იზიდავსო. ასევე, სჯერათ, რომ თუ მარცხენა ხელის გული მოექავებათ, მარცხენა ჯიბეზე ინდა გაისვან. ეს ახალი შემოსავლის ნიშანია.

არასოდეს დატოვოთ მაგიდაზე ცარიელი ბოთლები, დანა, გასაღებები, ფული, ქუდი, არ დადოთ იატაკზე ჩანთა, პორტფელი მნიშვნელოვანი დოკუმენტებით.არ დაზოგოთ მომსახურე პერსონალისთვის ჩაის მიცემა: მიმტანებისთვის, სასტუმროს მოსამსახურეებისთვის, მეგარდერობეებისთვის. ყოველთვის გაეცით ხარისხიანი სერვისისთვის გასამრჯელო. დონალდ ტრამპი ამბობს: “თუ გსურთ თავი მეფედ იგრძნოთ, გაეცით მეფური გასამრჯელო!”შეეცადეთ არ დატოვოთ ცარიელი თქვენი საფულე. ჩატოვეთ შიგნით მინიმუმ ერთი კუპიურა ან რამდენიმე მონეტა. ცარიელი საფულე სიღარიბეს იზიდავს.

რჩევა რედაქციისგან: ფული რომ გვქონდეს, არ დაივიწყოთ მადლიერების გრძნობაც. ყოველთვის გადაუხდეთ მადლობა საჩუქრისთვის, დაბრუნებული ვალისთვის. თუ თავად გადაიხადეთ ვალი, მადლიერი იყავით, რომ თქვენ ეს შესძელით.

აკეთეთ კეთილი საქმეები, გაეცით თქვენი შემოსავლის ნაწილი ქველმოქმედებაში. დაეხმარეთ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება. დაეხმარეთ სამყაროს დაეხმაროს გაჭირვებულებს თქვენი საშუალებით. სამაგიეროდ სამყარო დაგეხმარებათ მიიღოთ ის, რაც გინდათ. გახსოვდეთ, რაც მეტს გასცემთ, მით უფრო მეტს მიიღებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს