ექიმი კომაროვსკი ეთერში გამოვიდა და თქვა, რა უნდა დავლიოთ სასწრაფოდ, თუ რამე არასწორად იქნება.

0
6853

მშფოთვარე დროში გვიწევს ცხოვრება ყოველ დღე ახალი პრობლემები ჩნდება. 30 წელზე მეტია არ გვიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ატომური იარაღის გამოყენების საფრთხის ქვეშ დავდგეთ, მაგრამ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ყველაფერი შეცვალა. ექიმი კომაროვსკი თვლის, რომ აუცილებელია ვიცოდეთ როგორ მივიღოთ იოდი, თუ იქნება რადიოაქტიური დაბინძურების საფრთხე. დღეს პაპარაცის ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამდენიმე რეკომენდაციას.

 როგორ მივიღოთ იოდი

ბევრს ემახსოვრება წლების წინ მომხდარი ავარია ჩერნობილის ატომურ ელექტრო სადგურზე. ეს საშინელი კატასტროფა იყო, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა და დააზიანა. არავის სურს ასეთი ტრაგედიის განმეორება, მაგრამ რუსი ოკუპანტების გამო ეს საფრთხე გაჩნდა. იმ პერიოდში ხალხი არ იყო მზად და ბირთვულ საფრთხეზე მწირი ინფორმაცია ჰქონდა. ვიმედოვნებთ, ჩვენ ეს ინფორმაცია არ დაგვჭირდება არაფერში, მაგრამ მაინც ჯობია ვიცოდეთ.ექიმი კომაროვსკი ამბობს: “მეგობრებო, როდესაც არსებობს რადიაციული დაბინძურების საფრთხე, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოთ!” მნიშვნელოვანია პირველივე წუთებში ან საათებში მიიღოთ იოდი სქემის მიხედვით. ეს დაიცავს თქვენს ფარისებრ ჯირკვალს რადიაციული იოდით დაზიანებისგან:

დოზირება:

  • კალიუმის იოდიდი – 250მლ.უფროსები და ბავშვები 2 წლის ასაკიდან – 125 მგ. -1/2 აბი დღეშიბავშვები 2 წლამდე  – 40მგ. – 1/6 აბი
  • იოდის 5% ხსნარი – უფროსები და ბავშვები 14 წლის ზემოთ – 40 წვეთი დასალევადბავშვები – 5-14 წელი – 20 წვეთი დასალევადბავშვები – 2-5 წელი – 20 წვეთი – კაზე წასასმელად – ბადის სახით2 წლამდე ბავშვისთვის – 10 წვეთი კანზე წასასმელადკომაროვსკი ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკეთება დაუყოვნებლივ.

როგორ ვიმოქმედოთ – სიგნალის მიღების შემდეგ აუცილებელია გააკეთოთ შემდეგი:

  • თავი შეაფარეთ შენობებს – ხის სახლის კედლები ამცირებენ იონიზირებულ გამოსხივებას 2-ჯერ, აგურის კედლები – 10 ჯერ. სარდაფები ხის საფარით – 7-ჯერ, აგურის ან ბეტონის საფარით – 40-100-ჯერ. რადიაქტიურმა მტვერმა რომ სახლში ჰაერთან ერთად ვერ შემოაღწიოს, მჭიდროდ დახურეთ ფანჯრები, დაგმანეთ ღრიჭოები.
  • მოიმარაგეთ სასმელი წყალი – მოიმარაგეთ სასმელი წყალი თავდახურულ ჭურჭელში, საპნიანი ხსნარები დასაბანად, გადაკეტეთ ონკანები. შეეცადეთ მარაგი რაც შეიძლება დიდი იყოს.

ღია სივრცეში გადაადგილების დროს

  • სასუნთქი გზები: დაფარეთ პირი და ცხვირი სველი დოლბანდის ნაჭრით, ცხვირსახოცით, პირსახოცით ან ტანსაცმლის ნებისმიერი ნაწილით.
  • კანი და თმა: დაფარეთ ნებისმიერი საშუალებით რაც ხელთ გაქვთ. თუ გარეთ გასვლის აუცილებლობა გაქვთ, შეეცადეთ ჩაიცვათ რეზინის ჩექმები.ეს ყველაფერი შეამცირებს დასხივების რაოდენობას.

მოემზადეთ ევაკუაციისთვის. შეარჩიეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები, რომელიც გადაადგილებაში ხელს არ შეგიშლით. აუცილებლად წაიღეთ: საბუთები, ფული, პირველადი საჭიროების ნივთები, წამლები, მინიმალური რაოდენობით ტანსაცმელი და თეთრეული, მცირე რაოდენობით საჭმლის მარაგი შეფუთეთ პაკეტებში და შეინახეთ ყველაზე დაცულ ადგილას.ნუ აყვებით პანიკას, რადგან ეს იწვევს დაუფიქრებელ მოქმედებებს. სტრესულ გარემოში იმოქმედეთ გეგმის მიხედვით.რა თქმა უნდა, გისურვებთ არასდროს მოგიწიოთ ამ ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. ერთად ვილოცოთ მშვიდობისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის.