მშრომელი მებაღე პუნქტების მიხედვით გვიხსნის, თუ რა სამუშაო უნდა ჩაატაროთ ბაღში მარწყვის მოსაყვანად, ზამთრის შემდეგ.

208

გაზაფხულზე მარწყვისთვის მიწის დამუშავება ყველა მებაღის მთავარი ამოცანაა. მოსავლის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს ნაკვეთის მფლობელი. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ, თუ როგორ მიიღოთ მარწყვის უხვი მოსავალი.

მარწყვის დამუშავება გაზაფხულზე

მარწყვის ყლორტები მიწიდან ამოდის როგორც კი თოვლი დადნება და გამოთბება. მნიშვნელოვანია ნაკვეთის გასუფთავება ნაგვისა და გასული წლის ნარჩენებისგან. მოქმედება ფრთხილად არის საჭირო, რათა არ დააზიანოთ მარწყვის ახალგაზრდა ყლორტები. ამიტომ საერთოდ, გასუფთავება ჯობია შემოდგომით.თუ დასუფთავების დროს ნახავთ, რომ მარწყვის ფესვები მოშიშვლდა, ფრთხილად დაფარეთ ის გაფხვიერებული მიწით. ზემოდან შეგიძლიათ დაამატოთ სპეციალური სასუქი, რომელიც გააძლიერებს ახალგაზრდა ნერგებს.იზრუნეთ, რომ ნერგები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ იყოს. თუ ისინი ქაოტურად გაიზრდებიან, ვერ მიიღებთ დიდ და გემრიელ კენკრას. ამიტომ დაიცავით მარწყვის რიგებს შორის დისტანცია.

სასარგებლო სასუქები – გაზაფხულზე ნებისმიერ მცენარეს სჭირდება სასუქი. ის შეიძლება იყოს როგორც ნატურალური, ისე სინთეზური. მოიკითხეთ სპეციალიზირებულ მაღაზიებში. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ორგანული სასუქი სახლის პირობებშიც.ამისთვის გამოგადგებათ ნაცარი, ქათმის ა საქონლის ნაკელი. გაითვალისწინეთ, რომ სასუქი ნიადაგში მარწყვის აყვავებამდე უნდა შეიტანოთ. საქონლის ნაკელი შედარებით მცირე რაოდენობით წყალში უნდა გაზავდეს, ქათმის კი უფრო მეტში.

მარტივი რჩევები მებაღეებისთვის – მარწყვი არ არის პრეტენზიული კულტურა. ის იზრდება სხვადასხვა სტრუქტურის ნიადაგზე და კარგად გრძნობს თავს. არ დაგავიწყდეთ მორწყვის და განოყიერების სწორად ორგანიზება. მას არ სჭირდება უხვი მორწყვა.ნიადაგის ტენიანობის დონე მარტივად მოწმდება: აიღეთ მიწის მცირე ნაწილი მუჭით და მოუჭირეთ. თუ ის ხელს ოდნავ ეკრობა და წარმოიქმნება პატარა გუნდა, ყველაფერი რიგზეა. თუ გრუნტი ისევ ფხვიერი რჩება, მაშინ სითხის მიწოდება უნდა გაზარდოთ.

ასე მუშავდება მარწყვი გაზაფხულისთვის. აქ არაფერია რთული და შეუძლებელი. უკვე მოემზადეთ ამ საქმისთვის, გაზაფხული კარს მოგვადგა. თქვენ როგორ უვლით მარწყვს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს