ბრძენი ბებია რატომ არ აგდებს იდუმალ პაკეტებს ფეხსაცმლის ყუთებიდან. მათი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება

1026

ბებიაჩემმა ბევრი რთული დრო გამოიარა და ისწავლა იმ ნივთების გამოყენება, რასაც სხვები დაუნანებლად აგდებენ. ყველა ნივთისთვის მაშინვე პოულობდა თავის ფუნქციას. მაგალითად ინახავს სილიკონის პაკეტებს ფეხსაცმლის ყუთებიდან. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მის ხრიკებს.

უსიამოვნო სუნის მოშორება

ქაღალდის პატარა პაკეტებში მოთავსებულია თეთრი, ნაცრისფერი ან ლურჯი ბურთულები. მას “სილიკა გელი” ჰქვია. რატომ არის ის ყუთებში მოთავსებული? ის იცავს ნივთს გაფუჭებისა და ნესტისგან. სილიკა გელი შესანიშნავი ადსორბენტია. მისი ამ თვისებიდან გამომდინარე, შესანიშნავი საშუალებაა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადასაჭრელად.მაგალითად, ის ეხმარება უსიამოვნო სუნის აღმოფხვრას კარადიდან. შეგიძლიათ მოათავსოთ ის სპორტულ ჩანთაში, სამგზავრო ჩემოდანში.

ნივთების და ფეხსაცმლის გაშრობა – სილიკა გელის მთავარი ამოცანაა გაუმკლავდეს ტენიანობას. რამდენიმე პაკეტი დაგეხმარებათ გააშროთ სველი ფეხსაცმელი ან ჩექმა, აგრეთვე ჩანთები, ჩემოდნები.

იმისათვის, რომ გადაარჩინოთ ტელეფონი – თუ მობილური დაგისველდებათ, გამორთეთ, ამოიღეთ ელემენტი და სიმ-ბარათი, მოათავსეთ სილიკა გელთან ერთად რამე ჭურჭელში და დატოვეთ მთელი ღამე. თუ სისველემ ვერ შეაღწია შიდა მექანიზმში და არ მიაყენა სერიოზული ზიანი, ადსორბენტი გამოშრობაში დაეხმარება.

მარაგის შენახვა – საკვების მარაგი რომ არ გაგიფუჭდეთ, არ უნდა დაინესტოს. დაამაგრეთ სილიკა გელის პაკეტი ქილის თავსახურზე და ისე შეინახეთ. ბებია ამ ხერხით ინახავდა ბოსტნეულის თესლსაც. ჰერმეტულ ჭურჭელში თესლთან ერთად ათავსებდა აბსორბენტს.

ფოტოალბომის გვერდებს შორის – ჩვენს დროში ფოტოალბომი პოპულარული აღარ არის, მაგრამ ყველას გვაქვს სათუთად შენახული ბებიების და დედების ძველი ალბომი. ფოტოები დროთა განმავლობაში ყვითლდება ან იცრიცება. ამის თავიდან ასაცილებლად გვერდებს შორის მოათავსეთ სილიკა გელის პაკეტები. ფოტოები უფრო დიდხანს შეინახება.

ჟანგის საწინააღმდეგო –  მაღალი ტენიანობა აჩქარებს ჟანგვის პროცესს. ამიტომ ხვდებით ალბათ, რას გირჩევთ ამ შემთხვევაშიც. სილიკა გელი დაიცავს თქვენს ნივთებს კოროზიისგან, ანალოგიურად შეგიძლიათ შეინახოთ საპარსი პირები, რომელიც აბაზანაში ინახება და სწრაფად ფუჭდება.

ეს რაც შეეხება სილიკა გელის სახლში გამოყენებას. ის აგრეთვე შეგიძლიათ მოათავსოთ მანქანაში, მოგზაურობის დროს გაიყოლოთ ხოლმე თან. ზოგადად, ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც საჭიროა ზედმეტი ტენიანობის მოცილება. როდესაც პაკეტები ტენს შეიწოვს და დასველდება, გააშრეთ და ისევ შეგიძლიათ გამოიყენოთ. თქვენ იცოდით სილიკა გელის შესახებ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს