ნებისმიერი სამუშაო იმსახურებს პატივისცემას. მაშინაც კი, თუ სულაც არ არის პრესტიჟული. ისე მოხდა, რომ ნატას ერთადერთი ალტერნატივა საზღვარგარეთ, საფრანგეთში მუშაობა იყო. მადლობა ღმერთს, რომ გამოუვიდა და მოახერხა ევროპაში გაფრენა. მუშაობა დამლაგებლად დაიწყო.
მუშაობა საფრანგეთში
ერთ-ერთი პირველი სახლი, სადაც ნატამ მუშობა დაიწყო, გავლენიან დიასახლისს ეკუთვნოდა. მისი ყველა ქმედება და მოძრაობა მკაცრად კონტროლდებოდა და ნებისმიერი პატარა წვრილმანი პრეტენზიის საფუძველი ხდებოდა. ერთი დღეც არ უგრძვნია ნატას ამ სახლში თავი მშვიდად.საბოლოოდ მოახერხა და დაუსხლტა ავი დიასახლისის კლანჭებს: “რადგან დამქირავებელს არ მოსწონს ჩემი ნამუშევარი, დაე ეძებოს ვინმე სხვა, უკეთესი.” – გადაწყვიტა ნატამ და სხვა სამუშაოს მოსაძებნად გაეშურა.
დამლაგებელიც და მიმტანიც – ნატამ პატარა კაფეში დაიწყო მუშაობა. მის მოვალეობებში შედიოდა დალაგება, მიმტანობა, ხანდახან მოლარეობაც. დამსაქმებელმა უთხრა, რომ პიკის საათებში ვერ ასწრებდნენ ყველა კლიენტის მომსახურებას, ამიტომ არაფერი დაშავდებოდა, თუ რომელიმე საქმეს შეითავსებდა.ნატა თავიდან დათანხმდა, რადგან ეგონა ასეთი რამ იშვიათად მოხდებოდა, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩნდა. კაფეტერია ყოველ დღე სავსე იყო ხალხით და ყოველ დღე უწევდა მათი მომსახურება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასზე არ ისახებოდა და სამი თვის შემდეგ აქედანაც წამოვიდა.
ურთიერთდახმარების წესები – ზოგიერთ დაწესებულებაში არსებობს ურთიერთდახმარების წესი. ნატას “გაუმართლა” და გახდა ასეთი სისტემის მუშაობის მოწმე. შემდეგ იმუშავა კერძო სკოლაში, სადაც სამუშაო თანაბრად ნაწილდებოდა დამლაგებლებს შორის. თუ რომელიმე ვერ ასწრებდა თავისი საქმის დასრულებას, სხვები ვალდებულები იყვნენ დარჩენილიყვნენ მის დასახმარებლად.პირველ თვეში ნატა სიამოვნებით ეხმარებოდა სხვებს, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ “დახმარებას” ერთი და იგივე ადამიანები საჭიროებდნენ და მათ არ სურდათ ამის გამოსწორება. ამიტომ ქალმა გადაწყვიტა მხოლოდ საკუთარი შედეგისთვის ემუშავა.მერე რა, რომ დამლაგებლად მუშაობა არ არის პრესტიჟული საქმე? სამაგიეროდ ის ყოველთვის საჭიროა.
რას გვასწავლის ეს ამბავი? – პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხალხი ყველგან ერთნაირია. ზოგი მეტად მომთხოვნია, ზოგი ნაკლებად, ზოგი კეთილსინდისიერია, ზოგი არა. ამიტომ მთავარია, გახსოვდეთ, რომ უღირს სამუშაოს არანაირი ანაზღაურების ფასად არ უნდა დათანხმდეთ, პირველ რიგში პატივი ეცით საკუთარ თავს და შეინარჩუნეთ ღირსება. ასეთი ადამიანისთვის კი აუცილებლად გამოჩნდება კარგი სამსახური. თქვენ რას ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.