მეზობლების ცნობისმოყვარე თვალებით დაღლილმა დავრგე ღობის ვარდი, ნაკვეთი გახდა მყუდრო და უსაფრთხო.

665

სულ ცოტa ფანტაზია და პატარა ნაკვეთი ოაზისად გადაიქცევა. ცუდია, როცა ძველი ღობე ხედს აფუჭებს, მაგრამ არსებობს ერთი კარგი გამოსავალი. ეს არის ღობის ვარდის სხვადასხვა ჯიშები. ეს ლამაზმანები ფარავენ შენობების უსახურ იერსახეს და ალამაზებენ მას.ერთ-ერტი ყველაზე პოპულარული ხვიარა ვარდის ჯიშია. მებაღეებს ის ძალიან უყვართ. იზრდება 3 მეტრამდე მაღალ ბუჩქებად. აქვს სასიამოვნო არომატი, არ აქვს ეკლები და ყვავის ხანგრძლივად. ვარდის გრძელ ტოტებს სასურველი მიმართულებით უშვებენ და შესაძლებელი ხდება მაღალი ღობის ფორმირება.მის გაზრდას რამდენიმე წელი სჭირდება. თავიდან მცენარე უნდება ფესვების განვითარებას და ფორმირებას. 3-4 წლის შემდეგ კი თქვენს თვალწინ საოცარი ფერები და სილამაზე გადაიფურჩქნება.

ბუგენვილია (Bougainvillea) – მაღალი ვარდი სამხრეთ ამერიკიდან ლამაზად გამოიყურება კედლებზე, სვეტებსა და ღობეებზე. ეს არის ულამაზესი ყვავილების ღრუბელი თქვენს თავზე.

ზომიერ კლიმატში ის თავისუფლად იზრდება ღია ცის ქვეშ. თუ მკაცრი კლიმატი გაქვთ, სუსხიანი ამინდების დადგომისთანავე შენობაში უნდა შეიყვანოთ ან შეფუთოთ.

იპომეა (Ipomoea) – ეს არის ბალახოვანი ლიანა. ბაღს დაამშვენებს ივნისიდან შემოდგომამდე. სწრაფად იზრდება და რამდენიმე კვირში მწვნე ხალიჩად იქცევა ნებისმიერ ზედაპირზე.იპომეა საკმაოდ უპრეტენზიოა და კარგად უძლებს გვალვას. აყვავებული ფოთლები იღებენ ყვითელ, ნარინჯისფერ, წითელ ფერებს. ამის წყალობით დაზამთრებამდე აბედნიერებს თვალს.

 კამპსისი (Campsis radicans) – ეს სწრაფად მზარდი ლიანა ამშვენებს ბაღებს ევროპაში მე-17 საუკუნიდან. მისი მთავარი უპირატესობაა დიდი მილისებრი ყვავილები, რომლებიც იშლება ივლისში და სექტემბრამდე ახარებს მნახველებს.კამპსისი გამოირჩევა კარგი ამტანობით გარემოპირობების მიმართ და აქვს უხვი რაოდენობის ყვავილები. თუმცა, მის ასაყვავებლად სათანადო მოვლაა საჭირო. მცენარეს სჭირდება კარგად განათებული, მზიანი ადგილი. ზამთარში ფესვები უნდა დაიფაროს ნაძვის ტოტებით ან ნახერხით, გაზაფხულზე კი უნდა გაისხლას.

დედოფლის ყვავილი (Tropaéolum) – ცოტამ თუ იცის, რომ ძველ დროში მას სამკურნალოდ და სანელებლად იყენებდნენ. მისი პოპულარობის პიკი ახლა ჩამცხრალია და ითვლება ერთ-ერთ უპრეტენზიო და ადვილად მოსავლელ ლიანად ღობეებისა და დეკორაციისთვის.ხანგრძლივად ყვავილობისა და სილამაზის წყალობით ის მთელი სეზონის განმავლობაში დაამშვენებს ინტერიერს. მისი მოვლა მარტივია და ამასთან, აფრთხობს მავნებელ და იზიდავს დამამტვერიანებელ მწერებს. ამიტომ მისი დარგვა კარგია ყაბაყის, ბარდას, კიტრისა და პომიდვრის ნაყოფიერების გასაზრდელად.

თქვენ რითი ალამაზებთ ეზოს და ღობეებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს